ერევნის პეტრე-პავლეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „ერევნის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია“ გადაიტანა გვერდზე „[[ერ...
(განსხვავება არ არის)

18:36, 14 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

ერევნის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია
Սուրբ Պողոս-Պետրոս Եկեղեցի

წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია

ერევნის პეტრე-პავლეს ეკლესია — სომხეთი
ერევნის პეტრე-პავლეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°10′54″ ჩ. გ. 44°31′02″ ა. გ. / 40.18167° ჩ. გ. 44.51722° ა. გ. / 40.18167; 44.51722
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი კენტრონი
ადგილმდებარეობა დროშა: სომხეთი სომხეთი, ერევანი, კენტრონის რაიონი
სასულიერო სტატუსი ეკლესია
ფუნქციური სტატუსი დაანგრიეს 1931 წელს
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გვიანი შუა საუკუნეების ერთნავიანი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი სომხური
თარიღდება V საუკუნე - VI საუკუნეებით
(XVII საუკუნეში ჩაუტარდა რესტავრაცია)
დეტალები

ერევნის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია (სომხ. Սուրբ Պողոս-Պետրոս Եկեղեցի) — სომხური ეკლესიის ტაძარი ერევანში აშენებული V - VI საუკუნეებში. 1931 წელს დაანგრიეს რათა აეშენებინათ ოთახი მოსკოვის კინოთეატრში აბოვიანის ქუჩაზე.

ისტორია

სომეხი ისტორიკოსის ქარო ღაფადარიანის მიხედვით წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი უდიდესი იყო ძველ ერევანში. სინამდვილეში, როდესაც ახლად არჩეულმა კათალიკოსმა აბრაჰამ I-მა დვინში მოიწვია საეკლესიო კრება, მაშინ ერევნიდან მიიპატიჟა ორი მღვდელმთავარი. ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მაშინ ერევანში მინიმუმ ორი დიდი ეკლესია უნდა ყოფილიყო.

1679 წელს სომხეთში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ეკლესიის გარკვეული ნაწილიც შეიწირა. თუმცა დანგრეული ნაწილი მალევე აღადგინეს. [1]

ამის შემდეგ აღარ ვხვდებით განსაკუთრებულ დადასტურებულ ფაქტებს ტაძრის შესახებ 1931 წლამდე.

დანგრევა

1931 წელს საბჭოთა რეჟიმის პერიოდში ეკლესია დაანგრიეს და მისი კედლებით, რამდენიმე ხაჩქარითდა ეკლესიის სხვა ნაწილებით მოსკოვის კინოთეატრი (ერევანში) ააშენეს.

გალერეა

ლიტერატურა

  • Karo Ghafadaryan, Երևանի միջնադարյան հուշարձանները, վիմական արձանագրությունները (Monuments and lapidary inscriptions of Medieval Yerevan), 1975, Yerevan
  • Yervand Shahaziz, Հին Երեվանը (Old Yerevan), Mughni Publishing, 2003, Yerevan

სქოლიო

  1. St. Peter and Paul Church in Armenian Holy Apostolic Church, Araratian Patriarchal Diocese