ენტებე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ენტებე''' (ინგლ. '''Entebbe''') — ქალაქი ცენტრალურ უგანდაში. მდებარე...
(განსხვავება არ არის)

20:31, 10 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

ენტებე (ინგლ. Entebbe) — ქალაქი ცენტრალურ უგანდაში. მდებარეობს ტბა ვიქტორიის ნახევარკუნძულზე, დაახლოებით 37 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით უგანდის დედაქალაქ კამპალადან. ქალაქში ერთ დროს უგანდის პროტექტორატის მთავრობა იყო განთავსებული, 1962 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. ენტებეში მდებარეობს ენტებეს საერთაშორისო აეროპორტი, უგანდის უმსხვილესი კომერციული და სამხედრო აეროპორტი. ენტებეში მდებარეობს უგანდის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია და ოფისი.

2002 წლის მოსახლეობის აღწერით ენტებეს მოსახელობა დაახლოებით 55,100 ადამიანს შეადგენს. 2010 წელს უგანდის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით ქალაქის მოსახლეობამ 76,500 ადამიანი შეადგინა. ხოლო 2014 წლის 27 აგვისტოს ეროვნული მოსახლეობის აღწერით ენტებეს მოსახლეობამ 69,989 ადამიანი შეადგინა..[1]

ისტორია

"ენტებე" ადგილობრივ ლუგანდას ენაზე ნიშნავს "სკამს". ამ ადგილას ბაგანდას ტომის მეთაური მართლმსაჯულების საკითხებს განიხილავდა, რის გამოც დაერქვა სავარაუდოდ ეს სახელი. თავდაპირველად ის ბრიტანეთის კოლონიური ადმინისტრაციისა და კომერციული ცენტრი გახდა 1893 წელს, როდესაც აქ სერ ჯერალდ პორტალი დასახლდა. პორტ ბელი მალევე კამპალას ნავსადგომი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აქ გემების მიმოსვლა არ ხდება, დღემდე შემორჩენილია ნავმისადგომი, რომელსაც საბორნედ იყენებენ. ენტებეს საერთაშორისო აეროპორტი 1929 წელს გაიხსნა. სწორედ ამ აეროპორტიდან დატოვა აფრიკა დედოფალმა ელისაბედ II-მ ინგლისში დასაბრუნებლად, როდესაც მამამისის გარდაცვალების ამბავი შეიტყო და დედოფალი გახდა.

სქოლიო

  1. UBOS, .. (27 აგივსტო, 2014) The უგანდის რესპუბლიკის რეგიონების და ქალაქების მოსახლეობა. Citypopulation.de ციტირება უგანდის სტატისტიკის ბიურო (UBOS). ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2015.