ალექსანდრე გრიბოედოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 95.137.223.36 ცვლილებების გაუქმება (№2978718)
ხაზი 20: ხაზი 20:


შემონახულია ცნობები, რომ "ვაი ჭკუისაგან" პირველად ა.ჭავჭავაძის სახლში წარმოუდგენიათ, ხოლო შემდეგ - [[ბაგრატიონი, რომან|რომან ბაგრატიონის]] სასახლეში (გრიბოედოვის სახელობის თეატრის ყოფილი შენობა). კომედიის პირველი მთარგმნელები იყვნენ გ.წინამძღვრიშვილი ([[1853]]), [[ალექსანდრე ყაზბეგი]], [[განდეგილი|განდეგილი(დომინიკა ერისთავი)]]. უახლესი თარგმანი ეკუთვნის [[ფაშალიშვილი, სიკო|სიკო ფაშალიშვილს]] (გამოიცა [[1960]]). გრიბოედოვის შემოქმედებამ მაღალი შეფასება ჰპოვა ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ქართულ კრიტიკაში.
შემონახულია ცნობები, რომ "ვაი ჭკუისაგან" პირველად ა.ჭავჭავაძის სახლში წარმოუდგენიათ, ხოლო შემდეგ - [[ბაგრატიონი, რომან|რომან ბაგრატიონის]] სასახლეში (გრიბოედოვის სახელობის თეატრის ყოფილი შენობა). კომედიის პირველი მთარგმნელები იყვნენ გ.წინამძღვრიშვილი ([[1853]]), [[ალექსანდრე ყაზბეგი]], [[განდეგილი|განდეგილი(დომინიკა ერისთავი)]]. უახლესი თარგმანი ეკუთვნის [[ფაშალიშვილი, სიკო|სიკო ფაშალიშვილს]] (გამოიცა [[1960]]). გრიბოედოვის შემოქმედებამ მაღალი შეფასება ჰპოვა ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ქართულ კრიტიკაში.

== ლიტერატურა ==
* ''თ. ბუაჩიძე,'' ქსე, ტ. 3, გვ.265, თბ., 1978

{{Commonscat|Aleksandr Griboyedov}}

{{DEFAULTSORT:გრიბოედოვი, ალექსანდრე}}

[[კატეგორია:რუსი მწერლები]]
[[კატეგორია:რუსი დრამატურგები]]
[[კატეგორია:რუსი დიპლომატები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1795]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1829]]
[[კატეგორია:მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულები]]

[[vi:Griboyedov, Armavir]]

15:38, 6 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

ალექსანდრე გრიბოედოვი

ალექსანდრე სერგეის ძე გრიბოედოვი (რუს. Александр Сергеевич Грибоедов; დ. 4 იანვარი, 15 იანვარი, 1795 — გ. 30 იანვარი, 11 თებერვალი, 1829, თეირანი; დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდიის პანთეონში) — რუსი მწერალი და დიპლომატი.

ბიოგრაფია

ბავშვობა

ალექსანდრე სერგეის ძე გრიბოედოვი დაიბადა 1795 წლის 4 იანვარს ძველ თავადურ ოჯახში. მიხეილ I რომანოვმა 1609-1610 წლებში მოსკოვის პოლონელთაგან დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისა და ერთგულებისთვის უბოძა მიხეილ გრიბოედოვის ოჯახს 4 სოფელი ველებითა და ტყეებით. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს დედაც და მამაც იყვნენ მიხეილის შთამომავლები, მათი ნათესაობა ძალზედ შორიული იყო და დაქორწინებაში ხელი არ შეუშალა. ალექსანდრე გრიბოედოვის მშობლებს ჰქონდათ სოფლები სამ გუბერნიაში, სადაც ათასზე მეტი გლეხი ცხოვრობდა. ალექსანდრე გრიბოედოვის მამა სამხედრო სამსახურიდან მხოლოდ მაიორის ჩინით გადადგა. ალექსანდრეს მშობლები მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც იგი ახალი დაბადებული იყო. განშორების შემდეგ შვილს მამა ძალზედ იშვიათად უნახავს. ბავშვი ცხოვრობდა დედასთან, ნასტასია გრიბოედოვთან. ალექსანდრეს დედა ოჯახში თავის მიმართ უსიტყვო მორჩილებასა და პატივისცემას მოითხოვდა. ორი წლის ალექსანდრეს მიუჩინეს ფრანგულის მასწავლებელი, რადგანაც ფრანგულის ცოდნა იმ დროის რუსული არისტოკრატიისათვის სავალდებულო იყო.

გარდა ფრანგულისა, დედამ გადაწყიტა ალექსანდრესთვის კიდევ ერთი ენა ესწავლებინა, ამიტომაც დაიქირავა გერმანულის პედაგოგი, სახელად იოჰან პეტროზილიუსი. გარდა გემანულისა, ის ასწავლიდა თავის მოწაფეს გეოგრაფიასა და ისტორიას.

საუნივერსიტეტო პანსიონში

1803 წელს 9 წლის ალექსანდრე შეიყვანეს მოსკოვის უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონში, თუმცა აგრძელებდა სახლში ცხოვრებას და გერმანულის სწავლას. მოსკოვის ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანეთლებლო დაწესებულება ტვერის ქუჩაზე მდებარეობდა. იგი საუნივერსიტეტოდ იმიტომ ითვლებოდა, რომ ეკუთვნოდა მოსკოვის უნივერსიტეტს. სასწავლებელი თავადთა წრის ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი და ამიტოომაც მას კეთილშობილურს უწოდებდნენ. ხშირად მოსწავლეები იქვე ცხოვრობდნენ, რის გამოც დაწესებულებას პანსიონი ეწოდა. სხვადასხვა დროს იგივე პანსიონი დაამთავრეს ვასილი ჟუკოვსკიმ და მიხეილ ლერმონტოვმა. პანსიონის მასწავლებელთა უმრავლესობა იყო ასევე უნივერსიტეტის პროფესორიც. სწავლება პანსიონში იყო მრავალფეროვანი: ასწავლიდნენ ისტორიას, გეოგრაფიას, სამხედრო ხელოვნებას; ასევე ეუფლებოდნენ - ცეკვას, სიმღერასა და მუსიკას. ყურადღების გარეშე არც ენებს ტოვებდნენ. პატარები ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ლათინურ ენებს ეუფლებოდნენ. პანსიოში ცხოვრების განმავლობაში გრიბოედოვი თავის ბიძასთან – ალექსეი გრიბოედოვთან - ერთად ხშირად იყო სტუმრად ცნობილ და უცნობ თავადთა ოჯახებში.

შემოქმედება

გრიბოედოევის მსოფლმხედველობას განსაზღვრავს განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი თაობის - რევოლუციონერ თავად-აზნაურთა იდეები. მისი შემოქმედების საფუძველს რეალიზმი შეადგენს. გრიბოედოვის მთავარი თხზულებაა კომედია "ვაი ჭკუისაგან" (სრული ტექსტი გამოქვეყნდა 1862). ნაწარმოების კონფლიქტს ქმნის ორი მსოფლმხედველობის, ორი ადეოლოგიის შეჯახება: ფეოდალიზმის დამცველთა და რევოლუციის ძალთა ბრძოლა, რეაქციული რუსეთისა და ახალი, თავისუფლებისმოყვარე თაობის ჭიდილი.

"ვაი ჭკუისაგან" მაღალიდეური და მხატვრულად სრულყოფილი ქმნილენა, რეალისტური დრამატურგიის ბრწყინვალე ნიმუშია. გრიბოედოვის ადრეული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ფრანგულიდან გადმოკეთებული კომედიები "ახალგაზრდა ცოლ-ქმარი" (1815), "მოგონილი ღალატი" (1817) და სხვა ავტორებთან ერთად დაწერილი პიესები: "საკუთარი ოჯახი, ანუ გათხოვილი საპატარძლო" (1817), "სტუდენტი" (1817). გრიბოედოვი მეგობრობდა მაშინდელი ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან (ა. ჭავჭავაძის ოჯახი, გრიგოლ ორბელიანი, გ. ერისთავი და ძმები ჭილაშვილები, სოლომონ დოდაშვილი და სხვ.). მის სახელთანაა დაკავშირებული გაზეთ "ტიფლისსკიე ვედომოსტის" გამოცემა, სამაზრო სკოლების გახსნა, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ცდა, "კომერციული ბანკის" დაარსება. მასვე ეკუთვნის აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული თბილისის განახლების პროექტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი მთელი ამიერკავკასიის სამეურნეო-კულტურული გარდაქმნის პროექტი. საქართველოსთანაა დაკავშირებული გრიბოედოვის მხატვრული შემოქმედების ნაწილი: "მგზავრის წერილები", ლექსი "იქ,სადაც რბის ალაზანი", პოემა "მეყალიონე", ფრაგმენტები დაუმთავრებელი ტრაგედიისა "ქართული ღამე", გეგმა ტრაგედიისა "რადამისტი და ზენობია".

შემონახულია ცნობები, რომ "ვაი ჭკუისაგან" პირველად ა.ჭავჭავაძის სახლში წარმოუდგენიათ, ხოლო შემდეგ - რომან ბაგრატიონის სასახლეში (გრიბოედოვის სახელობის თეატრის ყოფილი შენობა). კომედიის პირველი მთარგმნელები იყვნენ გ.წინამძღვრიშვილი (1853), ალექსანდრე ყაზბეგი, განდეგილი(დომინიკა ერისთავი). უახლესი თარგმანი ეკუთვნის სიკო ფაშალიშვილს (გამოიცა 1960). გრიბოედოვის შემოქმედებამ მაღალი შეფასება ჰპოვა ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ქართულ კრიტიკაში.

ლიტერატურა

  • თ. ბუაჩიძე, ქსე, ტ. 3, გვ.265, თბ., 1978