ტიგრაის რეგიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 53: ხაზი 53:


ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ მეკელეს გარდა, სხვა მსხვილი ქალაქებია: [[ადი-გრატი]], [[ადუა]] და [[აქსუმი (ქალაქი)|აქსუმი]].
ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ მეკელეს გარდა, სხვა მსხვილი ქალაქებია: [[ადი-გრატი]], [[ადუა]] და [[აქსუმი (ქალაქი)|აქსუმი]].

== მოსახლეობა ==
2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 4 314 456 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 19,53 %-ს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 50,54 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 985 654 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,4 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე (3,4 ადამიანი ქალაქის მოსახლეობაში და 4,6 ადამიანი — სოფლის). მოსახლეობის დაახლოებით 96,55 % მიეკუთვნება [[ტიგრაი]]ს ხალხს. სხვა ეთნიკური ჯგუფებია: [[ამჰარები]] — 1,63 %, [[ირობები]] — 0,71 %, [[აფარელები]] — 0,29 %, [[ორომოები]] — 0,17 % და სხვა. დღეისათვის [[ტიგრინია ენა|ტიგრინიული ენა]] ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა რეგიონში, რაც შეადგენს რეგიონის მოსახლეობის სალაპარაკო ენის 96 %-ზე მეტს. მოსახლეობის 95,6 % — [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] [[ქრისტიანობა|ქრისტიანია]], 4 % — [[მუსლიმი|მუსულმანი]], 0,4 % — [[კათოლიციზმი|კათოლიკე]] და 0,1 % — [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტია]].

1994 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 3 136 267 ადამიანს, საიდანაც 1 542 165 იყო მამაკაცი და 1 594 102 ქალი; ქალაქის მოსახლეობა იყო დაახლოებით 621 210 ადამიანი (14 %).

CSA-ს 2004 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 53,99 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით. განათლების დონე შეადგენს 67,5 %-ს მამაკაცებისათვის და 33,7 %-ს ქალებისათვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს — 67 ბავშვს 1000 დაბადებულზე (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე დაბალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).


== ადმინისტრაციული დაყოფა ==
== ადმინისტრაციული დაყოფა ==

15:54, 5 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

რეგიონი
ტიგრაის რეგიონი
ამჰ. ትግራይ ክልል
დროშა გერბი

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
ადმ. ცენტრი მეკელე
კოორდინატები 13°34′30″ ჩ. გ. 39°05′15″ ა. გ. / 13.57500° ჩ. გ. 39.08750° ა. გ. / 13.57500; 39.08750
ფართობი 41 409,95 კმ²
ოფიციალური ენა Tigrinya
მოსახლეობა 4 960 003 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 119,78 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]
ოფიციალური საიტი https://www.tig-gpr.org

ტიგრაის რეგიონი (ამჰ. ትግራይ ክልል) — ეთიოპიის რეგიონი. ადრე ცნობილი იყო როგორც რეგიონი 1. მისი დედაქალაქია — ქალაქი მეკელე. მოსახლეობა — 4 960 003 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 41 409,95 კმ²[2]. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ერიტრეა, დასავლეთიდან სუდანი, აღმოსავლეთიდან — აფარის რეგიონი და სამხრეთიდან — ამჰარის რეგიონი.

ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ მეკელეს გარდა, სხვა მსხვილი ქალაქებია: ადი-გრატი, ადუა და აქსუმი.

მოსახლეობა

2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 4 314 456 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 19,53 %-ს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 50,54 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 985 654 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,4 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე (3,4 ადამიანი ქალაქის მოსახლეობაში და 4,6 ადამიანი — სოფლის). მოსახლეობის დაახლოებით 96,55 % მიეკუთვნება ტიგრაის ხალხს. სხვა ეთნიკური ჯგუფებია: ამჰარები — 1,63 %, ირობები — 0,71 %, აფარელები — 0,29 %, ორომოები — 0,17 % და სხვა. დღეისათვის ტიგრინიული ენა ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა რეგიონში, რაც შეადგენს რეგიონის მოსახლეობის სალაპარაკო ენის 96 %-ზე მეტს. მოსახლეობის 95,6 % — მართლმადიდებელი ქრისტიანია, 4 % — მუსულმანი, 0,4 % — კათოლიკე და 0,1 % — პროტესტანტია.

1994 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 3 136 267 ადამიანს, საიდანაც 1 542 165 იყო მამაკაცი და 1 594 102 ქალი; ქალაქის მოსახლეობა იყო დაახლოებით 621 210 ადამიანი (14 %).

CSA-ს 2004 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 53,99 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით. განათლების დონე შეადგენს 67,5 %-ს მამაკაცებისათვის და 33,7 %-ს ქალებისათვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს — 67 ბავშვს 1000 დაბადებულზე (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე დაბალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).

ადმინისტრაციული დაყოფა

სოფლის მეურნეობა

2005 წლის მონაცემებით რეგიონში არსებობს 2 713 750 სული მსხვილი რქოსანი საქონელი (ეთიოპიის საერთო რაოდენობის 7 %), 72 640 ცხვარი, 208 970 თხა, 1200 ცხენი, 9190 ჯორი, 386 600 ვირი, 32 650 აქლემი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  2. 2011 National Statistics