ტყის კაცი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა წიგნი | | სახელწოდება = ტყის კაცი | სურათი = Tkis kaci 1.jpg | ავტ...
 
No edit summary
ხაზი 37: ხაზი 37:
*[https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/2014-7 ტყის კაცი(აუდიო ვერსია) - მიხეილ ჯავახიშვილი. კითხულობს: თამაზ კვაჭანტირაძე, 2014]
*[https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/2014-7 ტყის კაცი(აუდიო ვერსია) - მიხეილ ჯავახიშვილი. კითხულობს: თამაზ კვაჭანტირაძე, 2014]
*[https://www.goodreads.com/book/show/26858970 "ტყის კაცი" goodreads.com-ზე]
*[https://www.goodreads.com/book/show/26858970 "ტყის კაცი" goodreads.com-ზე]

==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

{{მიხეილ ჯავახიშვილი}}
{{მიხეილ ჯავახიშვილი}}



17:41, 3 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

„ტყის კაცი“
ფაილი:Tkis kaci 1.jpg
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1923
გვერდი 50

ტყის კაციმიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1923 წელს. ნაწარმოები მწერლის ე. წ. შემოქმედების მეორე პერიოდის პირველი ნამუშევარია.

მოთხრობის შესახებ

1923 წლის დეკემბერის ერთ დღეს მიხეილ ჯავახიშვილმა დაწერა მოთხრობა „ტყის კაცი“, სადაც გააცოცხლა იფნიანის უზარმაზარი ტყე. ეს თემა დიდი ხანია აწვალებდა. ერთ დღეს პაოლო იაშვილმა უამბო საოცარი ამბავი, რომელიც შემდგომ ამ მოთხრობას საფუძვლად დაუდო. უმალ გაუცოცხლდა თვალწინ იფნიანის ტყე და პავლეს ტრაგედია, რომელიც მისთვის ასე ნაცნობი იყო. კრიტიკოსები თვლიან, რომ მწერალმა პავლეს სახით ნაწილობრივ, თავისი მამა, საბა გამოიყვანა. მოთხრობას მისი სულიერი ტრაგედია ჩააქსოვა, ცოლის დაკარგვით განცდილი. მწერლის ცხოვრების თვალის ერთი გადავლებით იგრძნობა ეს მსგავსება. მას არც შეეძლო, სადღაც, გაკვრით მაინც არ აღენიშნა თავისი მამის განცდები, ოჯახის დანგრევით გამოწვეული. „ტყის კაცში„ ჩვენ საბასა და პავლეს მსგავსება აშკარად თვალნათელია და ჩანს, რომ მწერალმა თავისი მამის ტრაგედია დაასურათა, დანარჩენი კი მოთხრობაში მისი ფანტაზიის ნაყოფია.[1]

მოთხრობის სიუჟეტი

ტყის მცველ პეტრეს ავადმყოფობით ცოლი დაეღუბა. ამის შემდეგ მის ორ შვილთან ერთად სოფლიდან მოშორებით ტყეში დასახლდება და მუშაობას ახალი ძალებით იწყებს.დრო გადის. მისი უფროსი ვაჟი ნიკა 15 წლისაა, ხოლო გოგია - 4-ის. პავლე ერთ-ერთ ნადირობისას დათვს მოკლავს. მის ორ ბელს კი გასაზრდელად წამოიყვანს. ერთხელ გოგია გაცივდება და პავლე ნიკას ქალაქში წააყვანინებს სამკურნალოდ.გოგიას ექიმი უმკურნალებს, მაგრამ უკან დაბრუნებისას უბედურებას შეეყრებიან. გზაზე ბუღა დაედევნებათ და ნიკას დაჭრის. გოგია კი გაიქცევა, მაგრამ სიბნელეში ქვევრს ვერ დაინახავს და ჩავარდება. ნიკას ეკლესიის დარაჯი მათე ნარიკაშვილი იპოვის. პავლე ამ ამბავს მალე გაიგებს. ჩამოვა და თავის შვილს დაიტირებს, თუმცა როდესაც ბუღას დაინახავს თოფს მოიმარჯვებს და სროლას შეეცდება. იქ მყოფნი ხელს შეუშლიან და მაშინ ხანჯალს ამოიღებს და ცხოველისკენ გაექანება.ბრძოლის შემდეგ პავლე დაიჭრება, თუმცა ბუღას მაინც მოკლავს. პავლე მალე გამომჯობინდება და ნიკასთან ერთად სოფელში დაბრუნდება. თანდათანობით პავლე ძალიან გამოიცვლება. მალე ნიკაც დაავადდება და მოკვდება. ამის შემდეგ ტყის კაცი საერთოდ შეიშლება. დახმარებისთვის მეტყევე დათას დაიქირავებს. ერთ ღამეს პავლეს მოლანდებები დაეწყება და სიგიჟისგან თავის სახლ-კარს ცეცხლს გაუჩენს. დათა თავს უშველის და გაიქცევა.

პერსონაჟები

  • "პავლე" - მთავარი პერსონაჟი. ტყის კაცი. კრიტიკოსთა აზრით მისი პროტოტიპი მწერლის მამა საბაა.
  • "ნიკა" - პავლეს შვილი.
  • "გოგია" - პავლეს შვილი.
  • "მათე ნარიკაშვილი" - ეკლესიის დარაჯი.
  • "ნასყიდა" - პავლეს სოფლელი.
  • "პელო" - პავლეს ცოლი.
  • "მღვდელი" - ნიკას ის უმკურნალებს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო