ლიონელ მესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.43.70-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Syum90-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 23: ხაზი 23:
|მატჩი1 =10
|მატჩი1 =10
|მატჩი2 = 22
|მატჩი2 = 22
|მატჩი3 = 304
|მატჩი3 = 317
|გოლი1 = 5
|გოლი1 = 5
|გოლი2 =6
|გოლი2 =6
|გოლი3 = 275
|გოლი3 = 286
|ეროვნული წელი1 = 2004–2005
|ეროვნული წელი1 = 2004–2005
|ეროვნული წელი2 =2007–2008
|ეროვნული წელი2 =2007–2008

15:48, 12 სექტემბერი 2015-ის ვერსია

ლიონელ მესი
მესი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის წინააღმდეგ
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლიონელ ანდრეს მესი
დაბადების
თარიღი
24 ივნისი, 1987 (1987-06-24) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
როსარიო, სანტა ფე,
არგენტინა
სიმაღლე 169 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
1995–2000 ნიუელს ოლდ ბოისი
2000–2003 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2004 ბარსელონა C 10 (5)
2004–2005 ბარსელონა B 22 (6)
2004- ბარსელონა 317 (286)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 არგენტინა 20 წლ. 18 (14)
2007–2008 არგენტინა 23 წლ. 5 (2)
2005- არგენტინა 96 (45)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 მარტი 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 ივნისი, 2014

ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მესის მიღებული აქვს ფიფა-ს ოქროს ბურთის სარეკორდო რაოდენობა — ოთხი, რომელთაგან პირველი ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში მოიგო. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევს.

მესიმ ფეხბურთის თამაში ახალგაზრდობიდან დაიწყო და ბარსელონამ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. ბარსელონამ მესის ნიუელს ოლდ ბოისიდან ბარსელონაში გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004-05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში ბარსელონამ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006-07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთთრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. მისი საუკეთესო სეზონი, სავარაუდოდ, 2008-09-ების იყო, რომელშიც მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009-10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.

მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომლისგანაც 2 ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წელს იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიო თასის ისტორიაში. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ადრეული წლები

მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში. მამამისი, ხორხე ჰორასიო მესი (დაბადებული 1958 წელს) ქარხანაში მუშაობდა, დედამისი − დამლაგებლად. მისი გვარი იტალიის ქალაქ ანკონადან არის წარმოშობით, საიდანაც მისი წინაპარი, ანჯელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს 2 უფროსი ძმა - როდრიგო და მატიასი და ერთი და — მარია სოლი. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1995 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკამარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში $900-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს, კარლეს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა — მესის დაავადებას უმკურნალებდნენ, თუკი კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს. მესის ჰყავს ორი ფეხბურთელი ბიძაშვილი: მაქსი და ემანუელ ბიანუჩები.

საკლუბო კარიერა

ბარსელონა

მესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში ჟოზე მოურინიოს „პორტოსთან“ შედგა 2003 წლის 26 ნოემბერს (მესი 16 წლის და 145 დღის იყო). ერთი წლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდმა ლა ლიგაში ესპანიოლთან მატჩში გამოიყვანა 2004 წლის 16 ოქტომბერს და გახადა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში (2007 წელს ეს რეკორდი მესის თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა დაამხო). მესიმ ბარსელონასთვის მისი პირველი გოლი ალბასეტეს წინააღმდეგ გაიტანა 2005 წლის 1 მაისს, როცა 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა ლიგაში გაიტანა ბარსელონას მაისურით, სანამ 2007 წელს მისმა თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა გაიტანა გოლი მესის საგოლე პასით. მესიმ თავის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდზე ასეთი რამ თქვა: „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მან დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“.

2005-06

2005 წლის 16 სექტემბერს ბარსელონამ მესის კონტრაქტი მესამედ განუახლა. ამჯერად მესის ხელფასი გაეზარდა და კონტრაქტის ვადა 2014 წლამდე გაიზარდა. 2005 წლის 26 სექტემბერს მესის ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და როგორც იქნა შეეძლო მონაწილეობა მიეღო ლა ლიგაში. მესის პირველი გამოსვლა კამპ ნოუზე 27 სექტემბერს შედგა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „უდინეზესთან“. მესის სტადიონზე გამოსვლისას „ბარსელონას“ ფანებმა ის ოვაციებით მიიღეს. მესი მშვიდ კომბინაციებს აწყობდა რონალდინიოსთან ერთად.

2005-06 წლების სეზონში მესიმ 6 გოლი გაიტანა ლა ლიგის 17 თამაშში და 1 გოლი ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში. 2006 წლის 7 მარტს, „ჩელსისთან“ მეორე მატჩსისას, მესის კუნთი გაუწყდა და ამით დამთავრა სეზონი. რაიკაარდის „ბარსელონამ“ იმ წელს ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

2006–07

მესი „რეინჯერსის“ წინააღმდეგ 2007 წელს.

2006-07 წლების სეზონში მესი სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა და 26 თამაშში 14 გოლი გაიტანა. 12 ნოემბერს, „სარაგოსასთან“ მატჩში მესიმ ტერფი მოიტეხა, რომელმაც 3-თვიანი პაუზა გამოუწერა. მესიმ ტრავმა არგენტინაში იმკურნალა და 11 თებერვალს დაბრუნდა „რასინგთან“ მატჩში, რომელშიც მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. 11 მარტის „ელ კლასიკოს“ მესი საუკეთესო ფორმაში შეხვდა, რომელშიც ჰეთთრიკი შეასრულა. მესიმ სამივე გოლით გაათანაბრა ანგარიში, რომლისგანაც ბოლო დამატებით დროში გაიტანა. ჰეთთრიკით, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში, ვინც ჰეთთრიკი შეასრულა ელ კლასიკოში („რეალში“ ეს ივან ზამორანომ შეძლო 1995-96 წლების სეზონში). სეზონის დასასრულისკენ მესიმ შედეგიანობას უმატა - 14 გოლიდან 11 მესიმ ბოლო 13 შეხვედრაში გაიტანა.

მესი „ხეტაფესთვის“ გოლის გატანამდე

მესიმ დაამტკიცა, რომ მისი მეტსახელი - „ახალი მარადონა“ - არ იყო გადამეტებული, გაიტანა რა მარადონას 2 ყველაზე ცნობილი გოლი ერთ სეზონში. 2007 წლის 18 აპრილს მესიმ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ხეტაფეს“ 2 გოლი გაუტანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა მარადონას მიერ გატანილ გოლს ინგლისის ნაკრების კარში 1986 წელს, რომელიც საუკუნის საუკეთესო გოლად არის ცნობილი. მსოფლიო პრესამ მესისა და მარადონას შორის პარალელები გაავლო. ესპანურმა პრესამ მესის „მესიდონა“ შეარქვა. მესიმ იგივე მანძილი გაირბინა, რაც მარადონამ - 61 მეტრი; იმდენივე კაცს გაცდა - 6-ს; დაახლოებით იმავე კუთხიდან გაიტანა და გატანის შემდეგ ისევე გაიქცა კუთხურის დროშასთან, როგორც მარადონა 21 წლის წინ. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაში მესის თანაგუნდელმა დეკუმ თქვა: „ეს საუკეთესო გოლია, რომელიც ოდესმე მინახავს“. „ესპანიოლთან“ მატჩში მესიმ მარადონას მსგავსი „ღვთის ხელის“ გოლი გაიტანა, როგორიც დიეგომ ინგლისს მეოთხედფინალებში გაუტანა. მესის ჩაუწოდეს, ამ დროს იგი საჯარიმოში იყო და რიკოშეტით მისულ ბურთს ხელი დაახვედრა და ისე შეაგდო კარლოს კამენის კარში. მოუხედავად „ესპანიოლის“ ფეხბურთელების პროტესტისა, გოლი ჩაითვალა.

2007-08

ფაილი:Messi 22 Sep 07 v Sevilla.JPG
მესი აგებინებს „ბარსელონას“ 2-0-ს „ვალენსიასთან“ 2007 წლის 22 სექტემბერს.

2007-08 წლების სეზონის განმავლობაში, მესიმ ერთ კვირაში 5 გოლი გაიტანა და „ბარსელონა“ ლა ლიგის 4-ეულში მოაქცია. 19 სექტემბერს „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლიონი“ დაამარცხა 3-0 - აქედან 1 გოლი მესიმ გაიტანა. 22 სექტემბერს მესიმ დუბლი შეასრულა „სევილიასთან“ და 26 სექტემბერს მორიგი დუბლი შეასრულა „სარაგოსასთან“. 2007 წლის 27 თებერვალს „ვალენსიასთან“ მესიმ მე-100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ მაისურით. მესიმ ნომინაცია მიიღო FIFPro-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. ესპანურმა გამომცემლობა „მარკამ“ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მესიმ ხმების 77% მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. კატალონიურმა გაზეთებმა - „ელ მუნდო დეპორტივომ“ და „სპორტმა“ დაწერეს, რომ „ოქროს ბურთი“ მესის უნდა მიეღო, რომლებსაც ფრანც ბეკენბაუერიც დაეთანხმა. ფრანჩესკო ტოტიმაც განაცხადა, რომ მესი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მესიმ 6 კვირა ვერ ითამაშა 4 მარტს გაწყვეტილი კუნთის გამო „სელტიკტან“ საჩემპიონთალიგო მატჩში. ბოლო 3 სეზონში მესიმ ამ ტიპის ტრავმა მე-4 ჯერ მიიღო.

2008-09

მესი „დეპორტივოსთან“ მატჩში

რონალდინიოს კლუბიდან წასვლის შემდეგ, მესის 10-ნომრიანი მაისურა ერგო. 2008 წლის 1 ოქტომბერს, „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ტიერი ანრის მაგივრად შემოსულმა მესიმ ბოლო 7 წუთში 2 გოლი გაიტანა და 0-1-იანი წაგება 2-1-იან მოგებად შემოაბრუნა. ლიგის მომდევნო მატჩის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იყო, რომელიც ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მეგობრულ დუელად ითვლებოდა. მესიმ გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და „ბარსელონამ“ 6-1 მოიგო. მესიმ მორიგი შთამბეჭდავი დუბლი „სევილიას“ შეუსრულა. ერთო გოლი მან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით გაიტანა, ხოლო მეორე გოლის დროს მახვილი კუთხიდან დაარტყა. 2008 წლის 13 დეკემბერს, სეზონის პირველ „ელ კლასიკოზე“ მესიმ „ბარსელონას“ მე-2 გოლი გაიტანა. მატჩში „ბარსელონამ“ 2-0 მოუგო მადრიდის „რეალს“. მესი მე-2 ადგილზე გავიდა ფიფას 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე 678 ქულით. 2009 წლის პირველი ჰეთთრიკი მესიმ ესპანეთის თასის მატჩის დროს შეეუსრულა „ატლეტიკოს“, რომელსაც „ბარსელონამ“ 3-1 მოუგო. მესიმ მორიგი მნიშვნელოვანი დუბლი 2009 წლის 1 თებერვალს შეასრულა, როცა „ბარსელონა“ 0-1-ს აგებდა რასინგის „სანტანდერთან“ და შეცვლაზე შემოსულმა მესიმ თამაში შემოაბრუნა. მე-2 გოლი მე-5000 აღმოჩნდა „ბარსელონას“ მიერ ლა ლიგაში გატანილ გოლებში. ლა ლიგის 28-ე ტურში მესიმ მიმდინარე სეზონში თავისი 30-ე გოლი „მალაგას“ გაუტანა და გუნდს დაეხმარა „მალაგას“ 6-0 განადგურებაში. 2009 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მესიმ 2-ჯერ შეუგდო „ბაიერნს“ და დაეხმარა გუნდს 4-0 გამარჯვებაში. მისმი მე-2 გოლი მე-8 აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც მისთვის რეკორდი აღმოჩნდა. 18 აპრილს „ბარსელონა“ „ხეტაფეს“ მესიმ ლა ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა, გუნდმა 1-0 მოიგო და 6 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილზე მყოფ „რეალს“. სეზონის მიწურულს, მესიმ დუბლი შეასრულა სეზონის მე-2 „კლასიკოში“ (სეზონის 35-ე და 36-ე გოლები ყველა შეჯიბრებაში) და „ბარსელონამ“ „რეალი“ 6-2 დაამარცხა. ეს იყო „რეალის“ ყველა მწარე მარცხი 1930 წლიდან. თითოეული გოლის გატანის შემდეგ მესი ტელეკამერებთან მირბოდა და მაისურს იწევდა, რომლის ქვეშაც მეორე მაისური იყო წარწერით „Sindrome X Fragil“. ამით მესიმ დაავადებულ ბავშვებს გაუწია ანგარიში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩში მესიმ ბოლო წუთზე საგოლე პასი გაუკეთა ანდრეს ინიესტას, რომლის გოლის წყალობითაც „ბარსელონა“ ფინალში გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შესახვედრად. მესიმ თავისი პირველი ესპანეთის თასი 13 მაისს მოიგო, რომლის ფინალშიც მესიმ 1 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა. გუნდმა ბილბაოს „ატლეტიკს“ 4-1 მოუგო და თასი აწია. მესი დიდა დაეხმარა „ბარსელონას“ ლა ლიგის მოგებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მან მე-2 გოლი გაიტანა 70-ე წუთზე (ჩავის პასით) და ასე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა 9 გოლით. მესიმ უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და თავდამსხმელის ჯილდოებიც მიიღო. ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და ესპანეთის თასი მოგებით „ბარსელონა“ გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა.

2009-10

მესი „კამპ ნოუზე“ ხოან გამპერის თასის მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ

2009 წლის უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ „ბარსელონას“ მწვრთნელმა, ჟოზეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მესი ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ნანახი აქვს. 19 სექტემბერს მესიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი მოაწერა, რომლის ვადაც 2016 წელს გადიოდა. კონტრაქტში შეტანილი იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, მესის მსურველ კლუბს 250 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. მესის ხელფასიც გაეზარდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა 9.5 მილიონი ევროთი წელიწადში. კონტრაქტის მოწერიდან 4 დღეში მესიმ 2 გოლს 1 საგოლე პასი მიამატა რასინგის „სანტანდერთან“ მატჩში, რომელიც „ბარსელონამ“ 4-1 მოიგო. სეზონის პირველი ევროპული გოლი მან კიევის „დინამოსთან“ გაიტანა 29 სექტემბერს, რომელიც გუნდმა 2-0 მოიგო. 25 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ „სარაგოსასთან“ 6-1 მოგებაში მესიმ ბოლო გოლი გაიტანა, რომელმაც მესის გოლების სერია 6-მდე აიყვანა 7 მატჩში. 2009 წლის 1 დეკემბერს მესიმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მიიღო. მან კრისტიანო რონალდოს 240 ქულით გაუსწრო, რაც „ოქროს ბურთის“ ისტორიაში რეკორდია. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში მესიმ თქვა: „მას მე ოჯახს ვუძღვნი. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ რთულ პერიოდში და ზოგჯერ ჩემზე მეტადაც განიცდიდნენ ჩემ გასაჭირს“.

მესი 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩის დროს

19 დეკემბერს, 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მესიმ „ესტუდიანტესს“ მკერდით გამარჯვების გოლი გაუტანა. გუნდმა წლის მე-6 ტიტული მოიგო. 2 დღის შემდეგ მან ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო კრისტიანო რონალდოს, ჩავის, კაკასა და ანდრეს ინიესტას ძლევით. ეს ჯილდო მას იქამდე არ ჰქონდა მოგებული და პირველი არგენტინელი გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიგო. 2010 წლის 10 იანვარს მან ტენერიფეს ჰეთთრიკი შეუსრულა, რომელიც პირველი იყო სეზონში; 17 იანვარს კი მან „ბარსელონას“ მაისურით თავისი მე-100 გოლი გაუტანა „სევილიას“, რომელიც გუნდმა 4-0 მოიგო. ამის შემდეგ მესის გოლების შთამბეჭდავი დაიწყო, გაიტანა რა 11 გოლი 5 თამაშში. პირველი მან 84-ე წუთზე გაუტანა „მალაგას“ (გუნდმა 2-1 მოიგო); შემდეგ მან 2 გოლი გაუტანა „ალმერიას“ (2-2); „ვალენსიას“ მესიმ ჰეთთრიკი შეუსრულა (3-0); შემდეგი იყო 2 გოლი „შტუტგართან“ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც „ბარსელონამ“ 4-0 მოიგო და გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა; დაბოლოს, მან მორიგი ჰეთთრიკი შეუსრულა „სარაგოსას“ (4-2 გასვლით შეხვედრაში). მან თავისი მე-200 მატჩი „ოსასუნასთან“ ითამაშა 2010 წლის 14 მარტს. 2010 წლის 6 აპრილს მან კარიერაში პირველი პოკერი „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის შეხვედრაში შეასრულა, რომელიც „ბარსელონამ“ 4-1 მოიგო. ამ პოკერით მან რივალდოს გადაუსწრო და გახდა „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონტა ლიგაზე. 10 აპრილს მესიმ სეზონის მე-40 გოლი გაუტანა მადრიდის „რეალს“ სეზონის მე-2 „ელ კლასიკოზე“. 1 მაისს მესიმ სეზონის 50-ე მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუტანა „ვილიარეალს“ 4-1 მოგებულ გასვლით შეხვედრაში. 3 დღეში მესიმ მორიგი გოლი გაიტანა „ტენერიფესთან“ 4-1 მოგებულ შეხვედრაში. 8 მაისს მესიმ სეზონში 32-ე გოლი გაუტანა „სევილიას“. მესიმ 33-ე და 34-ე გოლები „ვალიადოლიდს“ გაუტანა ლა ლიგის ბოლო მატჩში, რომლითაც რონალდოს გაუთანაბრდა, რომელმაც 1996-97 წლებში დაამყარა კლუბის რეკორდი. მესის სულ რაღაც 4 გოლი დააკლდა ტელმო სარას რეკორდამდე, რომელმაც ერთ სეზონში 28 გოლი გატანა შეძლო. 2010 წლის 3 ივნისს მესი ზედიზედ მეორედ ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2010-11

2010 წლის 21 აგვისტოს მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა სეზონის პირველ მატჩში „სევილიასთან“ ესპანეთის სუპერთასზე, რომლის მეშვეობითაც „ბარსელონამ“ მაინც მოახერხა ტიტულის დაცვა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ხელი 1-3 ჰქონდა წაგებული.[1] მესიმ ლა ლიგის პირველ თამაშშიც გაუტანა რასინგის „სანტანდერს“ თამაშის მე-3 წუთზე 29 აგვისტოს. მესიმ თავისი შესანიშნავი ფორმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში დაამტკიცა, როდესაც „ბარსელონა“ „პანათინაიკოსს“ ეთამაშებოდა და მესიმ 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. მესის ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ააცილა. „ბარსელონამ“ თამაში 5-1 მოიგო. 2010 წლის 19 სექტემბერს მესი „ატლეტიკოს“ მცველმა, ტომაშ უიფალუშიმ დაამტვრია 92-ე წუთზე ლა ლიგის მესამე ტურში. თავიდან ჩანდა, რომ მესიმ კოჭი მოიტეხა და მინიმუმ 6 თვე მოუწევდა უქმობა, მაგრამ მეორე დღეს დადასტრუდა, რომ მესიმ კოჭი იღრძო და 2 კვირაში დაბურნდებოდა.[2] მატჩის შემდეგ მესის თანაგუნდელმა დავიდ ვილიამ მომენტის ვიდეო უყურა და თქვა, რომ „ვარდნა ცუდი სანახავი იყო“, მაგრამ ისიც დაამატა, რომ უიფალუშის ეს განზრახ არ უქნია.[3] ინციდენტმა ჟურნალისტების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და წავიდა დებატები, რომ ყველა ფეხბურთელი თანაბრად უნდა იყოს დაცული მოედანზე.

2011-14

2013-2014 წლების სეზონში მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 41 გოლი გაიტანა, ოთხჯერ შეასრულა ჰეტ-ტრიკი.

2014 წელს კი შეეძლო მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინასთან ერთად მოგების საშუალება, თუმცა მათ გერმანიამ მარიო გეცეს გოლით დამატებით დროში 1-0 აჯობა. მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.მან 4 გოლი გაიტანა.

კარიერული სტატისტიკა

კლუბი სეზონი ლიგა თასი სუპერთასი ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს სუპერთასი საკლუბო ჩემპიონატი სულ
მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი
ბარსელონა 2004–05 7 1 0 1 0 0 1 0 0 9 1 0
2005–06 17 6 3 2 1 0 0 0 0 6 1 1 25 8 4
2006–07 26 14 2 2 2 1 2 0 0 5 1 0 1 0 0 0 0 0 36 17 3
2007–08 28 10 12 3 0 0 9 6 1 40 16 13
2008–09 31 23 11 8 6 2 12 9 5 51 38 18
2009–10 35 34 10 3 1 0 1 2 0 11 8 0 1 0 1 2 2 0 53 47 11
[2010–11 21 25 15 6 7 3 2 3 0 7 6 2 36 41 20
სულ კარიერაში 165 113 53 25 17 6 5 5 0 51 31 9 2 0 1 2 2 0 250 168 69

სტატისტიკა განახლებულია 2011 წლის 20 თებერვლის მატჩის შემდეგ[4][5]

საერთაშორისო

ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი პასი
არგენტინა 2005 5 0 0
2006 7 2 1
2007 13 6 3
2008 8 2 1
2009 10 3 2
2010 10 2 2
2011 13 4 10
სულ 66 19 20

საერთაშოირსო გოლები

20-წლამდელთა

ანგარიშებში ჯერ არგენტინის გოლია აღნიშნული.[6][7]
გოლი თარიღი სტადიონი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრება
1 14 ივნისი 2005 არკე სტადიონი, ენსკედი, ნიდერლანდი ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 1–0 2–0 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
2 22 ივნისი 2005 უნივე სტადიონი, ემენი, ნიდერლანდი კოლუმბიის დროშა კოლუმბია 1–1 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
3 24 ივნისი 2005 არკე სტადიონი, ენსკედი, ნიდერლანდი ესპანეთის დროშა ესპანეთი 3–1 3–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
4 28 ივნისი 2005 გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდი ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1–0 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
5 2 ივლისი 2005 გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდი ნიგერიის დროშა ნიგერია 1–0 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
6 2 ივლისი 2005 გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდი ნიგერიის დროშა ნიგერია 2–1 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი

23-წლამდელთა

გოლი თარიღი სტადიონი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრება
1 7 აგვისტო 2008 შანხაი სტადიონი, შანხაი, ჩინეთი კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 1–0 2–1 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008
2 16 აგვისტო 2008 შანხაის სტადიონი, შანხაი, ჩინეთი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1–0 2–1 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

გოლი თარიღი სტადიონი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრება
1 1 მარტი 2006 სანქტ-იაკობ პარკი, ბაზელი, შვეიცარია ხორვატიის დროშა ხორვატია 2–1 2–3 ამხანაგური
2 16 ივნისი 2006 ფელტინს-არენა, გელზენკირხენი, გერმანია სერბეთის და ჩერნოგორიის დროშა სერბეთი და ჩერნოგორია 6–0 6–0 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006
3 5 ივნისი 2007 კამპ ნოუ, ბარსელონა, ესპანეთი ალჟირის დროშა ალჟირი 2–2 4–3 ამხანაგური
4 5 ივნისი 2007 კამპ ნოუ, ბარსელონა, ესპანეთი ალჟირის დროშა ალჟირი 4–2 4–3 ამხანაგური
5 8 ივლისი 2007 ესტადიო მეტროპოლიანო, ბარკისიმეტო, ვენესუელა პერუს დროშა პერუ 2–0 4–0 2007 კოპა ამერიკა
6 11 ივლისი 2007 პოლიდეპორტივო, პუერტო ორდასი, ვენესუელა მექსიკის დროშა მექსიკა 2–0 3–0 2007 კოპა ამერიკა
7 16 ოქტომბერი 2007 ხოსე პაჩენკო რომერო, მარაკაიბო, ვენესუელა ვენესუელის დროშა ვენესუელა 2–0 2–0 მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
8 20 ნოემბერი 2007 ესტადიო კაპინი, ბოგოტა, კოლუმბია კოლუმბიის დროშა კოლუმბია 1–2 1–2 მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
9 4 ივნისი 2008 ქუალკომი სტადიუმი, სან-დიეგო, აშშ მექსიკის დროშა მექსიკა 2–0 4–1 ამხანაგური
10 11 ოქტომბერი 2008 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა ურუგვაის დროშა ურუგვაი 1–0 2–1 მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
11 11 თებერვალი 2009 ველოდრომი, მარსელი, საფრანგეთი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2–0 2–0 ამხანაგური
12 28 მარტი 2009 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა ვენესუელის დროშა ვენესუელა 1–0 4–0 მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
13 14 ნოემბერი 2009 ვისენტე კალდერონი, მადრიდი, ესპანეთი ესპანეთის დროშა ესპანეთი 1–1 1–2 ამხანაგური
14 7 სექტემბერი 2010 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა ესპანეთის დროშა ესპანეთი 1–0 4–1 ამხანაგური
15 17 ნოემბერი 2010 ხალიფას საერთაშორისო სტადიონი, დოჰა, კატარი ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1–0 1–0 ამხანაგური

ჯილდოები

კლუბი

ბარსელონა
2005, 2006, 2009, 2010, 2011
2009
2005, 2006, 2009, 2010, 2011
2006, 2009, 2011
2009, 2011
2009, 2011

არგენტინა

2005
2008

ინდივიდუალური

2009, 2010, 2011, 2012
2009, 2010, 2011, 2012
2008, 2009, 2010, 2011
2007
2009, 2010
2009, 2010, 2011
2010, 2009, 2011
2007, 2009, 2010
2007, 2009, 2010, 2011
2009, 2010, 2011
2010
2009, 2010
2010
2009, 2010
2009
2009
2009
2008, 2009, 2010
2005, 2007, 2008, 2009, 2010
2009, 2010
2007, 2008, 2009, 2010
2006, 2007, 2008
2007, 2008
2005
2005
2007
2009
2006, 2007, 2008
2009
2005-06, 2007-08, 2008-09, 2009-10

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Barcelona 4–0 Sevilla: Brilliant Blaugrana Outclass Rojiblancos To Lift Supercopa. Goal.com (22 August 2010). ციტირების თარიღი: 22 August 2010.
  2. .Messi injured. FCBarcelona.cat (20 September 2010). ციტირების თარიღი: 22 September 2010.
  3. Villa on Messi's injury. FCBarcelona.cat (20 September 2010). ციტირების თარიღი: 22 September 2010.
  4. 101 „'Pichichi' y centenario“ შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება) (Spanish). elmundodeportivo. ციტირების თარიღი: 17 January 2010.
  5. Player – Lionel Messi. National Football Teams. ციტირების თარიღი: 29 June 2010.
  6. Lionel Andrés Messi – Goals in International Matches. RSSSF. ციტირების თარიღი: 2011-02-02.
  7. Lionel Messi. FIFA.com. ციტირების თარიღი: 2011-02-02.