ანდრია რუბლიოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი შეცვლა: no:Andrej Rubljov
რობოტი დამატება: da:Andrei Rublev
ხაზი 33: ხაზი 33:


[[bg:Андрей Рубльов]]
[[bg:Андрей Рубльов]]
[[da:Andrei Rublev]]
[[de:Andrei Rubljow]]
[[de:Andrei Rubljow]]
[[en:Andrei Rublev]]
[[en:Andrei Rublev]]

21:46, 15 სექტემბერი 2007-ის ვერსია

რუბლიოვის ”სამება”.

ანდრია რუბლიოვი (რუს.: Андре́й Рублёв) (1360? – 1430?) -- საყოველთაოდ აღიარებული უდიდესი რუსი ფერმწერი - ხატმწერი.

მისი ცხოვრების შესახებ მცირე ინფორმაცია არსებობს. დაბადების ადგილი ცნობილი არ არის. სავარაუდოდ ცხოვრობდა ტროიცე-სერგიევის ლავრაში ბერობის სახელით რადონეჟი, რომელიც სერგი რადონეჟსკის გარდაცვალების შემდეგ იღუმენი ხდება.

პირველი ცნობები რუბლიოვის ხატწერის შესახებ 1405 წელს ჩნდება, როდესაც მან მოსკოვის კრემლის საკათედრო ტაძრის ფრესკები მოხატა თეოფანე გრეკსა და პროხორ გოროდეცთან ერთად. მისი სახელი ხელოსანთა სიაში ბოლოს იყო, როგორც ყველაზე უმცროსის რანგითაც და ასაკითაც.

ქრონიკებში მოხსენიებულია, რომ 1408 წელს მას დანიილ ჩერნისთან ერთად ვლადიმირის მიძინების ტაძარი მოუხატავს, ხოლო 1425-27 წლებში კი წმინდა სამების ტაძარი და ტროიცე-სერგიევის ლავრა. დანიილის გარდაცვალების შემდეგ ანდრია გადადის მოსკოვის ანდრონიკოვის მონასტერში, სადაც ასრულებს მის ბოლო ნამუშევარს -- მაცხოვრის საკათედრო ტაძრის ფრესკებს.

ერთადერთი ქმნილება, რომელიც ცნობილია, როგორც მხოლოდ მისი პირადი ნამუშევარი არის ძველი აღთქმის სამების ხატი (დაახ. 1410), ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. ხატის ცნობილია როგორც ”აბრაამის მასპინძლობა”.

რუბლიოვის ხელოვნებაში ორი ტრადიცია არის გაერთიანებული: უმაღლესი ასკეტიზმი და ბიზანტიურ მანერათა კლასიკური ჰარმონია. მისი ფერწერული ტილოების პერსონაჟები მუდამ მშვიდნი არიან. დროთა განმავლობაში მისი ხელოვნება ეკლესიური მხატვრობისა და ხატწერის იდეალად იქნა აღიარებული.

რუბლიოვი გარდაიცვალა ანდრონიკოვის მონასტერში 1430 წლის 29 იანვარს. მისმა ხელოვნებამ უდიდესი გავლენა იქონია მომავალ მხატვართა მთელ თაობაზე. სტოგლავი სობორში (1551) რუბლიოვის ფრესკები საეკლესიო მხატვრობის მოდელად გამოცხადდა. 1988 წელს წმინდანად იქნა შერაცხული. რუსული ეკლესია მის სახელს ყოველი წლის 4 ივლისს მოიხსენიებს.

1959 წლიდან ანდრია რუბლიოვის მუზეუმი გაიხსნა ანდრონიკოვის მონასტერში, სადაც მისი ეპოქის ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი. 1966 წელს ანდრია ტარკოვსკიმ გადაიღო ფილმი რუბლიოვის ცხოვრების შესახებ.

რჩეული ნამუშევრები

რესურსები ინტერნეტში