ბამბა (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q719312
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q719312
ხაზი 32: ხაზი 32:
[[კატეგორია:ბალბისებრნი]]
[[კატეგორია:ბალბისებრნი]]


[[it:Cotone (botanica)]]
[[ja:綿]]
[[ja:綿]]

05:48, 9 აგვისტო 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბამბა (მრავალმნიშვნელოვანი).
ბამბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Gossypium

ბამბა (Gossypium), მრავალწლოვანი მცენარის გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. გაერთიანებულია 35, მათ შორის 5 კულტურული სახეობა (საბჭოთა მეცნიერ ფ. მაუერის კლასიფიკაციით): ინდოჩინური ბამბა(Gossypium arboreum), აფრიკულ-აზიური ბამბა(Gossypium herbaceum), მექსიკური ბამბა(Gossypium hirsutum), პერუული ბამბა(Gossypium barbadense) და სამკბილა ბამბა (Gossypium tricuspidatum). კულტურული სახეობებიდან ფართოდაა გავრცელებული მექსიკური ბამბა (ბამბის ბოჭკოს მსოფლიო წარმოების თითქმის 70%), რომელიც მოჰყავთ აშშ-ში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ერგენტინაში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეტში. მეორე ადგილზეა ინდოჩინური ბამბა (ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი), პერუული ბამბა სიგრძის, სიწმინდისა და სიმაგრის მხრივ საუკეთესო ბოჭკოს იძლევა. მოჰყავთ პერუში, ეგვიპტეში, სუდანში, ბრაზილიაში.

ბამბა სინათლის მოყვარული მცენარეა. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-30 °C; 0 °C-ზე დაბალ ტენპერატურაზე იღუპება. ცხელ და უღრუბლო ამინდში ბამბა, თუ სისტემატურად ირწყვება, მაღალ მოსავალს იძლევა. სუბტროპიკულ ზონაში და ამ ზონის ჩრდილოეთით იგი ერთწლოვანი კულტურაა. ჩვეულებრივ პირობებში ბამბის მცენარე ბუჩქია, რომელსაც სწორი დატოტვილი ღერო და 1-1,4 მ-ზე მეტი სიმაღლე აქვს (წმინდაბოჭკოიანი ჯიშები). ფოთოლი 3-7 ნაკვთიანია, ყვავილი მსხვილი. ბამბა ძირითადად თვითდამმტვერავია, თუმცა გვხვდება ჯვარედინმტვერიებიც. ნაყოფი 3-5 ბუდიანი კოლოფია, რომელშიც ბოჭკოთი დაფარული 20-40 თესლია მოთავსებული. მომწიფებული კოლოფის საგდულების გადაღუნვის შემდეგ გამოჩნდება ბამბის ბოჭკო, ე. ი. თესლკვირტის გარსის (ეპიდერმისის) ცალკეული გრძელი (25-იდან 50 მმ-მდე) უჯრედები. მოსავლის აღებისას ბოჭკოსა და თესლს ერთად იღებენ (ხამი ბამბა). ჯიშთა უმეტესობას თესლი დაფარული აქვს მოკლე ბეწვით - ღინღლით. ბამბა გავრცელებულია 50-ზე მეტ ქვეყანაში.

ბამბის თესვა-მოყვანას მისდევდნენ საქართველოშიც. უფრო ფართოდ აღმოსავლეთში (ახლანდელი გარდაბნისა და მარნეულის რაიონები, მდინარე ივრის ნაპირები, ალაზნის ველი და გაღმამხარი). 1933 წელს ბამბის ნათესმა ფართობმა ჩვენში 18 ათას ჰა-ს მიაღწია. 1939 წლიდან საქართველოში ბამბის თესვა შეწყდა.

ბამბის ბოჭკოსაგან ამზადებენ ქსოვილებს, ტყავს, რეზინსა და სხვას. თესლიდან ხდიან ზეთს, რომელსაც კვენის მრეწველობასა და ტექნიკაში იყენებენ, ხოლო გადამუშავების ნარჩენებს - ცხოველთა საკვებად. ბამბას ბამბის საკრეფი მანქანით კრეფენ. მოსავლის აღებამდე საჭიროა ფოთლების მოცილება და თან დეფოლიანტების შეფრქვევა ან შესხურება.

ბამბის მავნებლებია: ბამბის ხვატარი, ბამბის ბუგრი, აბლაბუდიანი ტკიპა; დაავადებები: ჭკნობა(ვილტი) და გუმოზი ანუ ბაქტერიოზი. ბრძოლის ღონისძიებანი: თესლის თესვისწინა დამუშავება ფორმალინით, გოგირდმჟავათი და გრანოზანით.

ლიტერატურა

  • ჯაფარიძე ა., ქსე, ტ. 2, გვ. 182, თბ., 1977