სუპერგის ბაზილიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11: ხაზი 11:
*[http://www.basilicadisuperga.com/ ეკლესიის ოფიციალური საიტი]
*[http://www.basilicadisuperga.com/ ეკლესიის ოფიციალური საიტი]


[[კატეგორია:იტალიის არქიტექტურა]]
[[კატეგორია:იტალიის არქიტექტურული ძეგლები]]

14:44, 19 ივლისი 2015-ის ვერსია

სუპერგას ბაზილიკა

სუპერგას ბაზილიკა (იტალ. Basilica of Superga) — ეკლესია ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, პიემონტში, ტურინი სიახლოვეს მდებარე სუპერგას მთაზე.

ეკლესია აგებულია 1717-1731 წლებში, სუპერგას მთის წვერზე, სავოის ჰერცოგის, შემდგომში სარდინიის პირველი მეფის ვიტორიო ამადეო II-ს ბრძანებით ტურინის ბრძოლის მიმდინარეობისას, მას შემდეგ რაც ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის ფარგლებში, მოალყე საფრანგეთის სამეფოს არმია დაამარცხეს. ბაზილიკა დაპროექტებულია ცნობილი იტალიელი არქიტექტორის ფილიპო იუვარას მიერ, არქიტექტორმა ძველებურ სტილს შეურწყა ბაროკოს თანამედროვე ელემენტები.

ბაზილიკასთან მდებარეობს პანთეონი, სადაც სავოიის საჰერცოგოს, სარდინიის სამეფოს და იტალიის სამეფოს მმართველები და მათი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული. ბაზილიკას ტურინის გარეუბან სასისთან აერთებს ტრამვაის ხაზი, რომელიც ასევე ტურინის კოლორიტად ითვლება.

1949 წელს სუპერგას გორაკზე მოხდა ცნობილი ავიაკატასტროფა, როდესაც ლისაბონიდან გამოფრენილი ტორინოს საფეხბურთო კლუბის თვითმფრინავი დაშვებისას ბაზილიკის უკანა კედელს დაეჯახა და ჩამოვარდა. შემთხვევისას დაიღუპა თვითმფრინავში მსხდომი ყველა პიროვნება, იტალიის მაშინდელი საფეხბურთო ფლაგმანის, მოქმედი და ხუთგზის ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელები და საწვრთნელი შტაბის წევრები, მათ შორის ნამდვილი საფეხბურთო სუპერვარსკვლავი ვალენტინო მაცოლა. კედელი, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა, ტრაგედიის სამახსოვროდ არ შეუკეთებიათ და დღემდე ისეა შემონახული, როგორც კატასროფამ დააზიანა.

რესურსები ინტერნეტში