სელიმ I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
|წარწერა =
|წარწერა =
|კორონაცია =
|კორონაცია =
|მმართველობის დასაწყისი = [[1512]]
|მმართველობის დასაწყისი = [[25 აპრილი]], [[1512]]
|მმართველობის დასასრული = [[1520]]
|მმართველობის დასასრული = [[22 სექტემბერი]], [[1520]]
|წინამორბედი = [[ბაიაზიდ II]]
|წინამორბედი = [[ბაიაზიდ II]]
|მემკვიდრე = [[სულეიმან I]]
|მემკვიდრე = [[სულეიმან I]]

21:32, 12 ივლისი 2015-ის ვერსია

სელიმ I
სელიმ I მრისხანე
ოსმალეთის მე-9 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 25 აპრილი, 1512
მმართ. დასასრული: 22 სექტემბერი, 1520
წინამორბედი: ბაიაზიდ II
მემკვიდრე: სულეიმან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ოქტომბერი, 1465
დაბ. ადგილი: ამასია, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 22 სექტემბერი, 1520
გარდ. ადგილი: ედირნე, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: აიშე ჰაფსა სულთანი
ესმეჰან შაჰ სულთანი
ჰარანგენჰან სულთანი
შვილები: სულეიმანი
ორჰანი
ქორქუთი
მუსა
ჰატიჯე
ფატმა
ბეიჰანი
შაჰი
სრული სახელი: სელიმ I მრისხანე იავუზი
დინასტია: ოსმანები
მამა: ბაიაზიდ II
დედა: გულბაჰარ ხათუნი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

სელიმ I იავუზი (Selim I Yavuz) (დ. 1467/1468 ან 1470/1471 — გ. 20 სექტემბერი 1520, სტამბოლი) — ოსმალეთის სულთანი 1512 წლიდან. განაგრძობდა თავისი წინაპრების დამპყრობლურ პოლიტიკას.

მამის, სულთან ბაიაზიდ II-ის მმართველობის პერიოდში იყო ტრაპიზონის სანჯაყ-ბეი. იგი არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ, რადგან ჰყავდა უფროსი ძმები. მიუხედავად ამისა, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სულთან ბაიაზიდის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო და ამასთან ერთად, იყო გაცილებით ჭკვიანი ვიდრე მისი უფროსი ძმები. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მამა იძულებული გაეხადა ტახტი სწორედ მისთვის დაეთმო და ეს გამოუვიდა კიდეც. 1512 წლის 25 აპრილს სულთან ბაიაზიდი გადადგა და ტახტი სელიმს დაუთმო. ერთი თვის შემდეგ ბაიაზიდი გარდაიცვალა და არსებობს ვერსია, რომ მისი მოკვლის ბრძანება სწორედ სელიმმა გასცა.

ტახტზე ასვლის შემდეგ, შიიზმთან ბრძოლის დევიზით გამოვიდა სეფიანთა ირანის წინააღმდეგ და ანატოლიაში მოაწყო შიიტების ჟლეტა, 1514 წელს ჩალდირანის ბრძოლაში დაამარცხა ისმაილ I და მიიტაცა დასავლეთ სომხეთი, ქურთისტანი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. 1515 წელს დაასრულა აღმოსავლეთ ანატოლიისა და სომხეთის დაპყრობა, 1516 წელს დაიპყრო ჩრდილოეთი ერაყი, სირია, პალესტინა, 1517 წელს — ეგვიპტე. ამის შემდეგ წმინდა მუსულმანურმა ქალაქებმა მექამ და მედინამ აღიარეს ოსმალეთის სულთნების უზენაესობა. სელიმმა მიითვისა ხალიფას წოდება, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მუსულმანურ სამყაროში. 1519 წელს ჩაახშო ჯელალიების აჯანყება.

ლიტერატურა