რელიეფი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 176.73.5.240 ცვლილებების გაუქმება (№2681072)
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება**|ხმელეთის ზედაპირის უსწორმასწოროებას|სკულპტურული გამოსახულების|რელიეფი (სკულპტურა)|რელიეფი}}
{{მრავალმნიშვნელოვნება**|ხმელეთის ზედაპირის უსწორმასწოროებას|სკულპტურული გამოსახულების|რელიეფი (სკულპტურა)|რელიეფი}}
[[ფაილი:Triglav.jpg|thumb|300პქ|[[ალპები]]]]
[[ფაილი:Triglav.jpg|მინი|[[ალპები]]]]
[[ფაილი:Andes Chile Argentina.jpg|thumb|300პქ|[[ანდები]]ს მაღალმთიანი რელიეფი]]
[[ფაილი:Andes Chile Argentina.jpg|მინი|[[ანდები]]ს მაღალმთიანი რელიეფი]]
[[ფაილი:Everest North Face toward Base Camp Tibet Luca Galuzzi 2006 edit 1.jpg|მინი|მაღალმთანი რელიეფი, [[ევერესტი]]]]
'''რელიეფი''' ([[ფრანგული ენა|ფრანგ]]. ''relief'' <[[ლათინური ენა|ლათ]]. ''relevo'' – მაღლა ვწევ), ([[გეოგრაფია|გეოგრ]].) — ხმელეთის ზედაპირის, [[ოკეანე|ოკეანისა]] და [[ზღვა|ზღვის ფსკერის]] უსწორმასწორობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოიქმნება [[ენდოგენური პროცესები|ენდოგენური]] და [[ეგზოგენური პროცესები|ეგზოგენური ძალების]] დედამიწის ქერქზე მოქმედებით და მოიცავს განსხვავებული სიდიდის, წარმოშობის, ასაკისა და განვითარების ისტორიის მქონე ფორმებს. რელიეფის ფორმები არის დადებითი და უარყოფითი. ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოყოფენ: მეგარელიეფს
([[კონტინენტი]]), მაკრორელიეფს ([[ქედი]], [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკე]]), მეზორელიეფს ([[ხეობა]]), მიკრორელიეფს ([[კარსტული ძაბრი]]), ნანორელიეფს (მცირე ღარტაფი).
'''რელიეფი''' ({{lang-fr|relief}} < {{lang-la|relevo — მაღლა ვწევ}}) — ხმელეთის ზედაპირის, [[ოკეანე|ოკეანისა]] და [[ზღვა|ზღვის ფსკერის]] უსწორმასწორობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოიქმნება [[ენდოგენური პროცესები|ენდოგენური]] და [[ეგზოგენური პროცესები|ეგზოგენური ძალების]] დედამიწის ქერქზე მოქმედებით და მოიცავს განსხვავებული სიდიდის, წარმოშობის, ასაკისა და განვითარების ისტორიის მქონე ფორმებს. რელიეფის ფორმები არის დადებითი და უარყოფითი. ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოყოფენ: მეგარელიეფს ([[კონტინენტი]]), მაკრორელიეფს ([[ქედი]], [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკე]]), მეზორელიეფს ([[ხეობა]]), მიკრორელიეფს ([[კარსტული ძაბრი]]), ნანორელიეფს (მცირე ღარტაფი).


[[ენდოგენური პროცესები]]ს უპირატესი ზეგავლენით წარმოიქმნება პლანეტური მასშტაბის უსწორმასწორობანი - მორფოსტრუქტურები.
[[ენდოგენური პროცესები]]ს უპირატესი ზეგავლენით წარმოიქმნება პლანეტური მასშტაბის უსწორმასწორობანი - მორფოსტრუქტურები.

08:39, 10 ივლისი 2015-ის ვერსია

ეს სტატია ხმელეთის ზედაპირის უსწორმასწოროებას ეხება. სკულპტურული გამოსახულების შესახებ იხილეთ რელიეფი.
ალპები
ანდების მაღალმთიანი რელიეფი
მაღალმთანი რელიეფი, ევერესტი

რელიეფი (ფრანგ. relief < ლათ. relevo — მაღლა ვწევ) — ხმელეთის ზედაპირის, ოკეანისა და ზღვის ფსკერის უსწორმასწორობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოიქმნება ენდოგენური და ეგზოგენური ძალების დედამიწის ქერქზე მოქმედებით და მოიცავს განსხვავებული სიდიდის, წარმოშობის, ასაკისა და განვითარების ისტორიის მქონე ფორმებს. რელიეფის ფორმები არის დადებითი და უარყოფითი. ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოყოფენ: მეგარელიეფს (კონტინენტი), მაკრორელიეფს (ქედი, ვაკე), მეზორელიეფს (ხეობა), მიკრორელიეფს (კარსტული ძაბრი), ნანორელიეფს (მცირე ღარტაფი).

ენდოგენური პროცესების უპირატესი ზეგავლენით წარმოიქმნება პლანეტური მასშტაბის უსწორმასწორობანი - მორფოსტრუქტურები.

ეგზოგენური პროცესების შედეგად ხდება მორფოსტრუქტურების ნგრევა, დანაწევრება, ხმელეთის ზედაპირის გადარეცხვა და რელიეფის მცირე ფორმების – მორფოსკულპტურების წარმოქმნა. ეს პროცესები დედამიწის ზედაპირზე ერთდროულად, მაგრამ დროსა და სივრცეში განსხვავებული სიძლიერით მოქმედებს. დედამიწის ქერქის მოძრაობით განპირობებული რელიეფის დიდი ელემენტების უმეტესობა განვითარდა მეზო-კაინოზოურ ეპოქაში, მაგრამ მისი ზედაპირის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა ტექტონიკურმა მოძრაობებმა ნეოგენურსა და ანთროპოგენურ პერიოდებში.

ტექტონიკური მოძრაობა ორგვარია — დადებითი და უარყოფითი. დადებითი მოძრაობების (აზევების) სიჭარბე, გარეგანი ძალების მოქმედებასთან შედარებით, იწვევს რელიეფის ამაღლებას და დენუდაციის გაძლიერებას. ასეთ მოძრაობას უმთავრესად განიცდიან ახალგაზრდა მთები (მაგ.: კავკასიონი, ჰიმალაი, პამირი). ნგრევითი პროცესის სიჭარბე იწვევს რელიეფის დადაბლებას, ეროზიული და დენუდაციური პროცესების შენელებას. უარყოფითი მოძრაობის (ტექტონიკური დაძირვის) დროს ძლიერდება ჩამორეცხილი მასალის დალექვა, აკუმულაცია. რელიეფის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობს აგრეთვე ადამიანი (ანთროპოგენური რელიეფი).

მორფოსკულპტურული ფორმების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ადგილობრივ ჰავაზე. ამიტომ მათი განლაგება დედამიწის ზურგზე ემორჩილება გეოგრაფიული ზონალურობის კანონს. ვაკეზე მკაფიოდ არის გამოსახული მორფოკლიმატური ზონები, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე ეგზოგენური პროცესების ტერიტორიულ დიფერენციაციას. მთაში ადგილი აქვს ვერტიკალურ მორფოლოგიურ ზონალურობას ანუ სარტყლურობას.

რელიეფის გენეტური ტიპის დადგენა გეომორფოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რელიეფის გენეტური ტიპი ეწოდება ელემენტარული ფორმების კომპლექსს, რომლისთვისაც დამახასიათებელია გარეგნული და გენეტური ერთგვაროვნება.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა