ფოვიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
რობოტი დამატება: bs:Fovizam
ხაზი 12: ხაზი 12:


[[an:Faubismo]]
[[an:Faubismo]]
[[bs:Fovizam]]
[[ca:Fauvisme]]
[[ca:Fauvisme]]
[[cs:Fauvismus]]
[[cs:Fauvismus]]

21:00, 8 სექტემბერი 2007-ის ვერსია

ფაილი:Vlaminck-TheCircus.jpg
მორის დე ვლამინკი - ცირკი, 1910.

ფოვიზმი (ფრანგ. Les Fauves - გარეული მხეცები) — მიმდინარეობა ფრანგულ ფერწერაში XX ს. დასაწყისში. დამახასიათებელი იყო კაშკაშა ფერები და გამარტივებული ფორმები. როგორც მიმდინარეობამ მცირე ხანი იარსება - დაახლ. 1898-1908 წლებში.

ფოვისტების შთაგონებად იქცნენ პოსტიმპრესიონისტი ვან გოგი და გოგენი, რომლებიც უპირატესობას სუბიექტურ ინტენსიურ ფერს ანიჭებდნენ, იმპრესიონისტების რბილი და ბუნებრივი პალიტრის ნაცვლად. ამ სკოლის დამაარსებლად ანრი მატისი ითვლება, რომელიც სრულიად განუდგა ოპტიკურ ფერს. მის სურათზე ქალის ცხვირი სავსებით შესაძლებელი იყო მწვანე ფერის ყოფილიყო, თუ ეს მას გამომსახველობასა და კომპოზიციურობას შესძენდა. მატისი ამტკიცებდა: "მე ვხატავ არა ქალებს, მე ვხატავ ტილოებს."

სახელი "ფოვისტები" მათ მიმდევრებს შეარქვა კრიტიკოსმა ლუი ვოსელმა 1905 წელს. თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს უღიარებიათ.