თოიდებერტ I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:


[[ფაილი:Theodebert I 534 548 king of Metz.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|თოიდებერტ I-ის მონეტა]]
[[ფაილი:Theodebert I 534 548 king of Metz.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|თოიდებერტ I-ის მონეტა]]
'''თოიდებერტ I''' ან '''თეუდებერტ I''' ({{lang-de|''Theudebert I.''}}; ({{lang-fr|''Thibert I<sup>er</sup>'' ან ''Théodebert I<sup>er</sup>''}}; დ. [[500]] — გ. [[548]]) — [[ავსტრაზია|ავსტრაზიის]] [[მეროვინგები|მეროვინგი]] მეფე 533 წლიდან 548 წელს მის გარდაცვალებამდე. [[თოიდერიხ I]]-ის ვაჟი და [[თოიდებალდი]]ს მამა.
'''თოიდებერტ I''' ან '''თეუდებერტ I''' ({{lang-de|''Theudebert I.''}}; {{lang-fr|''Thibert I<sup>er</sup>'' ან ''Théodebert I<sup>er</sup>''}}; დ. [[500]] — გ. [[548]]) — [[ავსტრაზია|ავსტრაზიის]] [[მეროვინგები|მეროვინგი]] მეფე 533 წლიდან 548 წელს მის გარდაცვალებამდე. [[თოიდერიხ I]]-ის ვაჟი და [[თოიდებალდი]]ს მამა.


== წყაროები ==
== წყაროები ==

18:43, 4 ივლისი 2015-ის ვერსია


თოიდებერტ I-ის მონეტა

თოიდებერტ I ან თეუდებერტ I (გერმ. Theudebert I.; ფრანგ. Thibert Ier ან Théodebert Ier; დ. 500 — გ. 548) — ავსტრაზიის მეროვინგი მეფე 533 წლიდან 548 წელს მის გარდაცვალებამდე. თოიდერიხ I-ის ვაჟი და თოიდებალდის მამა.

წყაროები

მის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის ძირითადი ნაწილის წყაროა VI საუკუნის მეორე ნახევარში გრიგოლ ტურელის მიერ დაწერილი ფრანკთა ისტორიები ან ისტორია. ამას გარდა, მოიპოვება ავსტრაზიულ სასამართლოსთან დიპლომატიური მიმოწერა (ცნობილი, როგორც ავსტრაზიული წერილები), ვენანციუს ფორტუნატუსის პოემები, ანგარიშები პროკოპი კესარიელის ნაშრომებიდან[1] და მცირე რაოდენობით სხვა წყაროები.

ბიოგრაფია

მამამისის მმართველობის პერიოდში ახალგაზრდა თოიდებერტი წარმოჩინდა, როგორც კარგი მეომარი. დაახლოებით 516 წელს მან დაამარცხა დანიელთა არმია მეფე კლოკილაიკის (ბეოვულფის ჰიგელაკი) მეთაურობით მათ მიერ ჩრდილოეთ გალიის დარბევის შემდეგ. მისი რეპუტაცია კიდევ უფრო განმტკიცდა მის მიერ სეპტიმანიაში ვესტგუთების წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანიების შედეგად.[2]

მამის სიკვდილის შემდეგ, თოიდებერტს სამეფო ტახტის მისაღებად ბიძებთან, ხილდებერტსა და ხლოტართან მოუხდა ბრძოლა. საბოლოოდ, მისმა სამხედრო ძალებმა დაარწმუნეს ხილდებერტი უარი ეთქვა დავაზე და მიეღო თოიდებერტი როგორც მისი მემკვიდრე.[2] მათ ერთად წამოიწყეს კამპანია ხლოტარის წინააღმდეგ, თუმცა მათი ჯარების ქარიშხლში მოხვედრის შემდეგ მშვიდობა ითხოვეს.

ფრანკ მეფეებს შორის ურთიერთობის დასტაბილურების შემდეგ, თოიდებერტი ჩათრეული აღმოჩნდა გოთურ ომებში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა იტალიაში ოსტგუთების დამორჩილება სცადა. იუსტინიანე თოიდებერტს იდეალურ მოკავშირედ განიხილავდა, რადგანაც ავსტრაზიის მიწები ჩრდილოეთ იტალიაში ოსტგუთებს ესაზღვრებოდა. იმპერატორმა კარგად გადაუხადა თოიდებერტს მისი დახმარებისათვის, თუმცა მეფემ დაამტკიცა, რომ იგი არ იყო სანდო მოკავშირე. ფრანკთა არმიამ იტალიური კონფლიქტი ჩრდილოეთ იტალიის გასაძარცვად და მასზე საკუთარი პრეტენზიების წამოსაყენებლად ხელსაყრელ შანსად მიიჩნია, რის შემდეგაც ბიზანტიელებს ოსტგუთების გარდა ფრანკების წინააღმდეგაც მოუწიათ ბრძოლა.

თოიდებერტი გარდაიცვალა მმართველობის მეთოთხმეტე წელს (547 წლის ბოლოს ან 548 წლის დასაწყისში) და ტახტზე ავიდა თოიდებალდი, მისი ვაჟი დოიტერიასაგან. სხვა მეროვინგი მეფეების მმართველობის გამოცდილებისაგან განსხვავებით, თოიდებერტის ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი იყო.

სქოლიო

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თოიდებერტ I
დაიბადა: 500 გარდაიცვალა: 548
წინამორბედი:
თოიდერიხ I
რეიმსის მეფე
533/534–548
შემდეგი:
თოიდებალდი