მამია V გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21: ხაზი 21:
|გარდაცვალების თარიღი = [[20 სექტემბერი]], [[1826]]
|გარდაცვალების თარიღი = [[20 სექტემბერი]], [[1826]]
|გარდაცვალების ადგილი = [[ჩარშამბა]], [[ოსმალეთის იმპერია]]
|გარდაცვალების ადგილი = [[ჩარშამბა]], [[ოსმალეთის იმპერია]]
|ქორწინება = [[სოფიო წულუკიძე|სოფიო გურიელი]]
|ქორწინება = [[სოფიო|სოფიო წულუკიძე]]
|შვილები =[[დავით გურიელი]]
|შვილები =[[დავით გურიელი]]
|დინასტია = [[გურიელები]]
|დინასტია = [[გურიელები]]

19:31, 29 ივნისი 2015-ის ვერსია

ტერმინს „მამია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მამია.
მამია V გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1809
მმართ. დასასრული: 1826
წინამორბედი: ქაიხოსრო ბატონიშვილი
მემკვიდრე: სოფიო წულუკიძე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1789
გარდ. თარიღი: 20 სექტემბერი, 1826
გარდ. ადგილი: ჩარშამბა, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: სოფიო წულუკიძე
შვილები: დავით გურიელი
დინასტია: გურიელები
მამა: სიმონ III გურიელი
დედა: მარინე წერეთელი

მამია V გურიელი (დ. 1789 — გ. 20 სექტემბერი, 1826, ჩარშამბა) — გურიის სამთავროს უკანასკნელი მთავარი 1809-1826 წლებში, სიმონ III გურიელის ძე.

ბიოგრაფია

1792 წელს გარდაიცვალა მამიას მამა, სიმონ III გურიელი. მაშინ მამია სამი წლის იყო. მისი აღზრდა იკისრა ბიძამ, ქაიხოსრომ, რომელიც სიმონის ქვრივთან, მარინესთან შეთანხმებით სამთავროს რეგენტის უფლებით განაგებდა 1797-1809 წლებში.

ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან

მამია V გურიელის სახელს უკავშირდება გურიის სამთავროს მიღება რუსეთის იმპერიის მფარველობაში. 1804 წლის 4ივლისის ტრაქტატით რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთ-იმერეთის ხელშეკრულებით, გურია იმერეთის ნაწილად იქნა მიჩნეული. ამით მამია V გურიელი უკმაყოფილო იყო. რუსეთზე განაწყენებული მამია გურიელი ოსმალეთის დასახმარებლად ემზადებოდა. მის გადასაბირებლად დიდი როლი ითამაშა რუსული ორიენტაციის მქონე ნიკოლოზ II-მ, ჯუმათელმა ეპისკოპოსმა. რუსეთმა დაარწმუნა გურიელი, რომ თუ რუსეთის მხარეს დაიჭერდა, მას ისეთივე საქვეშევრდომო ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ, როგორც დადიანს. გურიელი, რომლისთვისაც მთავარი იმერეთისგან დამოუკიდებლობა იყო, რუსეთის მხარეს გადავიდა.[1] გურიელი დიდად დაეხმარა რუსეთის სარდლებს ფოთის აღებაში. 1809 წელს მან წერილობით მიმართა რუსეთის სარდლობას, სადაც სთხოვდა, რომ გურიის სამთავრო შესულიყო მათ მფარველობაში. გურიელს მისცეს წინადადება, რომ წარედგინა თავისი თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში გურიის შესვლის სამართლებრივი პირობები. რუსეთის სარდლობამ ისე მოაწყო საქმე, რომ არათუ გადაიბირა გურიელი რუსეთის მხარეზე, არამედ უნარიანად გამოიყენა ის სოლომონ II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1809 წლის 2 ნოემბერს მამია V გურიელი ზურგიდან თავს დაესხა გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის დაბანაკებულ ოსმალთა ჯარს და სრულად გაანადგურა. 1810 წელს მამია გურიელი თავისი 1000 კაციანი ჯარით რუსეთთან ერთად ცდილობდა სოლომონის შეპყრობას. სოლომონის წინააღმდეგ გამოდიოდა სამეგრელოს მთავარიც. მამია გურიელმა და მისმა დედდამ, მარინე წერეთელმა, დიდად შეუწყვეს რუსებს ხელი ფოთის აღებაში. ამიტომ მათ აღარ შეხვედრიათ წინააღმდეგობა რუსეთის მფარველობაში შესასვლელად.

მამია გურიელის მიერ რუსეთისადმი წარგენილი თხოვნა ითვალისწინებდა :1. გურიის შესვლას რუსეთის მფარველობაში; 2. სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შეეხებოდა ტყვეებით ვაჭრობას, მკვლელობასა და ქურდობას უნდა დაქვემდებარებოდა იმერეთის მმართველის მიერ დანიშნულ სამხედრო სასმართლოს; 3. რუსეთს უნდა დაეცვა გურია გარეშე მტრისაგან, რისთვისაც გურიაში უნდა ჰყოლოდა ჯარი, რომლის შენახვაში გურიელი მიირებდა მონაწილეობას; 4. გურიელს უნდა მიეღო ადგილობრივი მადნეულის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი.

1810 წლის 19 ივნისს |მამია V გურიელმა]] რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა მამია გურიელს არმიის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა და წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მარინა დედოფალს დაენიშნა პენსია წლიურად 2000 მანეთი.

1819-1820 წლებში იმერეთისა აჯანყების დროს აჯანყების ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე გურიაში გამოიქცა. მან თავის ნათესავს, ქაიხოსრო ბატონიშვილს შეაფარა თავი. ქაიხოსრო მამია გურიელის ბიძა იყო. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი. მამია V გურიელმა რუსეთის მხარე დაიჭირა. რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა.1820 წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. გურიაში შევიდა რუსთა დამატებითი ძალები გენერალ ველიამინოვის სარდლობით. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო გრიგოლეთი, ნიგოზდიდი. დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით თურქეთში ემიგრაციაში წავიდა.

მამიას გარდაცვალების შემდეგ გურიის მთავარი მისი მცირეწლოვანი ძე დავითი გახდა, რეგენტი კი — მამიას ქვრივი სოფიო. დაკრძალულია შემოქმედის მონასტერში.

მმართველობა

მამია V გურიელი ატარებდა ანტიოსმალურ პოლიტიკას. გარდაქმნა მმართველობის სისტემა. უმაღლესი მმართველი იყო გურიის მთავარი. სოფლები იმართებოდა მოურავების მიერ. სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებდა მდივანბეგი. მისი გადაწყვეტილება გურიის მთავართან საჩივრდებოდა. მთავრის გადაწყვეტილება საბოლოო იყო. მას ბოქაულთუხუცესი აღასრულებდა.

გურიელმა შემოიღო მკაცრი ანგარიშიანობა, დააწესა ბაზრობა ნაგომარში, ხელს უწყობდა შინამრეწველობის განვითარებას, ევროპულ წეს-ჩვეულებათა დანერგვას, ტექნიკური კულტურების (ინდიგო, რამი) გავრცელებას. მან პირველმა შემოიტანა ჩაი საქართველოში. დააარსა ქსენონი, სკოლა წამოიწყო დიდი საამშენებლო სამუშაოები, ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას, მოიწვია შოტლანდიელი აგრონომი იაკობ მარი, რომელსაც ოზურგეთში ბაღის გაშენება დაავალა. 1823 წელს გურიას ესტუმრა გერმანელ მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთა, ჯამბაზთა და აკრობატთა ჯგუფი, რომელიც გურიელმა თავის კარზე დატოვა სანახაობათა მოწყობის მიზნით.

ლიტერატურა

  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 396.
  • ვალერიან მეტრეველი, „საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია“ გვ. 208-209 — „მერიდიანი“, თბილისი, 2003, ISBN 99928-32-15-0
გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.
  1. მ. რეხვიაშვილი, „იმერეთის სამეფო 1462-1810 წლებში“ გვ. 363 — თბილისი, 1989