ჩოხა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჩოხა''' — მამაკაცის ძირითადი სამოსი ქართულ წყაროებში გვხვდ...
(განსხვავება არ არის)

12:12, 26 ივნისი 2015-ის ვერსია

ჩოხა — მამაკაცის ძირითადი სამოსი ქართულ წყაროებში გვხვდებაIX საუკუნიდან. სიტყვა ჩოხის ფონეტიკურად სხვადასხვა ფორმა დასტურდება კავკასიის, აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ენებში. ჩოხას უწოდებენ როგორც მამაკაცის, ისე ქალის სხვადასხვა მოსაცმელ სამოსელს, ხშირად — საჩოხე შალის ქსოვილსაც. მეგრულად ჩოხას ერქვა ღართი, ამავე სახელით ქსოვილსაც იხსენიებდნენ.

ჩოხა კაბების სახის სამოსელს განეკუთვნება. მათი საერთო ნიშანია მკვეთრად გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭიანი კალთა. არსებობს ე. წ. სამამაკაცო და სადიაცო ჩოხები.

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგისათვის დამოწმებულია ჩოხის სამი ძირითადი ტიპი:

  1. ხევსურული ჩოხა — მოკლე უღილკილო სამოსი, შედგენილი ტრაპეციული დეტალებისაგან, აზღოტებისაგან. წინა მხარე, ფარაგი, მდიდრულად იყო მორთული აპლიკაციებით. გვერდებზე ჰქონდა კალთის შენაჭერი, ჩაქი, ანუ სამხედრო, რომელიც წელამდე ამოდიოდა. ჩოხაზე გამოსახული იყო სხვადასხვა ორნამენტული სიმბოლო, მ. შ. ჯვრები (ხატნი).
  2. ქართლ-კახური ჩოხა — გრძელი, მუხლებს ჩამოცილებული სამოსი, მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო. მას მეტწილად უსარტყლოდ ატარებდნენ, კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად ზეაკეცილს ატარებდნენ. საჩოხედ იხმარებოდა ქართული, დაღესტნური და ოსური შალი, უპირატესად შავი, წაბლისფერი და ლურჯი.
  3. ზოგადკავკასიური ჩოხა (რუს. черкезка) — ძირიტადად ისევე იკერებოდა, ოღონდ ზედატანი მკვიდრად იყო ამოსხმული და წელზე მჭიდროდ იყო მორგებული. მკერდის ორსავე მხარეს ჰქონდა სამასრეები, მასრების თავზე ზოგჯერ ვერცხლის ძეწკვებს აბამდნენ, რომელტაც თავშეყრით ბეჭზე იმაგრებდნენ. ამ ტიპის ჩოხაზე ერტყათ ტყავის, აბზინდიანი ქამარი, რომლის ვერცხლის დეტალები მდიდრულად იყო შემკული. იკერებოდა როგორც შინაური ქსოვილის ისე ფაბრიკული მაუდისაგან (შავი, რუხი, თეთრი, ლურჯი, წითელი, ყავისფერი, ან უფრო იშვიათად სხვა ფერისა).

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩოხა ხმარებიდან გამოვიდა.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩოხა&oldid=2936075“-დან