მეჰმედ III: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 48: | ხაზი 48: | ||
[[კატეგორია:ოსმალეთის სულთნები]] |
[[კატეგორია:ოსმალეთის სულთნები]] |
||
[[კატეგორია:ოსმანების დინასტია]] |
|||
[[კატეგორია:დაბადებული 1568]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1568]] |
||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1603]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1603]] |
21:12, 24 ივნისი 2015-ის ვერსია
მეჰმედ III | |
---|---|
ოსმ. محمد ثالث, თურქ. Üçüncü Mehmet | |
ოსმალეთის მე-13 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1595 |
მმართ. დასასრული: | 1603 |
წინამორბედი: | მურად III |
მემკვიდრე: | აჰმედ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 მაისი 1568 |
დაბ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 22 დეკემბერი 1603 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | ჰანდან სულთანი |
შვილები: |
აჰმედ I მუსტაფა I იაჰია |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | მურად III |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
მეჰმედ III (ოსმ. محمد ثالث — Mehmed-i sâlis , თურქ. Üçüncü Mehmet) ( დ. 26 მაისი 1568 — გ. 22 დეკემბერი 1603) — ოსმალეთის იმპერიის მე-13 სულთანი. მურად III-ის მემკვიდრე.
მეჰმედ III ტახტზე 1595 წელს ავიდა და მაშინვე სიკვდილით დასაჯა თავისი 19 ძმა, რადგან მათი მხრიდან შეთქმულების ეშინოდა. იგივე შიში გახდა იმის მიზეზი, რომ მეჰმედმა შემოიღო დამღუპველი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც უფლისწულებს ეკრძალებოდათ მამის სიცოცხლეში მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს მართვის საქმეებში, რის გამოც ისინი შინა პატიმრობაში ჰყავდათ ჰარამხანაში, სპეციალურ «გისოსებში».
მეჰმედ III-ის მმართველობის დასაწყისში კონსტანტინოპოლში დაიჭირეს რუსეთის ელჩი დანილო ისლენიევი, რომელიც მოგვიანებით უკვალოდ გაქრა.
ავსტრიელების წარმატებამ დუნაიზე გამოიწვია ხალხისა და იანიჩარების აჯანყება კონსტანტინოპოლში. 1596 წელს დიდი ვეზირისა და შეიჰულ ისლამის რჩევით მეჰემდი ჯარით დაიძრა უნგრეთისაკენ და გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და დაუბრუნდა თავის განებივრებულ ცხოვრებას კონსტანტინოპოში.
აზიურ ოლქებში, რომლებიც სპარსეთს ემორჩილეობდა, მიმდინარეობდა აჯანყებები, ამიტომ მის ჩასახშობად შეიჭრნენ სპარსელები. მოიშალა როგორც შიდა მმართველობა, ასევე კონტროლი ჯარზე. მეჰმედ III-ის მმართველობიდან დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაცემის ხანა.
გარყვნილ და სისხლისმსმელ მეჰმედ III-ს (რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ქრისტიანების მიმართ) ყველაფრის მიუხედავად უყვარდა ლიტერატურა და პოეზია და თვითონაც წერდა ლექსებს.
ლიტერატურა
- Quataert, Donald. The Ottoman Empire, 1700-1922, p.90. Cambridge University Press, 2000. ISBN 0-521-63328-1
- Kinross, John Patrick. Ottoman Centuries, p.288. William Morrow & Co., 1977. ISBN 0-688-03093-9