დრავიდული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 34: ხაზი 34:


== გრამატიკა ==
== გრამატიკა ==
[[ფონოლოგია|ფონოლოგიაში]] გაირჩევა ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე, უხვადაა რეტროფლექსიური თანხმოვნები, არ აღინიშნება ფონემატური მახვილი, სიტყვას თავსა და ბოლოში მოუდის ხმოვნები, იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთი თანხმოვანიც. [[მორფოლოგია|მორფოლოგიაში]] სჭარბობს სუფიქსური აგლუტინაცია. მკვიდრი დრავიდული სიტყვების ძირი ერთმარცვლიანია. სახელებში განარჩევენ 2 რიცხვსა და ბრუნვებს. სქესის კატეგორია ლექსიკურ-გრამატიკული ხასიათისაა, განირჩევა თითქმის ყველა დრავიდულ ენაში. [[ნაცვალსახელი]] მრავლობითი რიცხვის პირველ პირში განასხვავებს ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორმებს. [[ზედსართავი სახელი]] ფორმაუცვლელია. [[ზმნა]]ს აქვს ცალკე ფორმები პოზიტივისა და ნეგატივისათვის, ასევე ნატვრითი, პირობითი და პოტენციალისის კილოთა მწკრივები. ზმნის გვარი არ განირჩევა. ნაზმნარ სახელთა და მიმღეობათა მდიდარ ფორმებს, სქესის, რიცხვისა და ბრუნვის გარდა აქვთ პირის კატეგორია.
[[ფონოლოგია|ფონოლოგიაში]] გაირჩევა ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე, უხვადაა რეტროფლექსიური თანხმოვნები, არ აღინიშნება ფონემატური მახვილი, სიტყვას თავსა და ბოლოში მოუდის ხმოვნები, იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთი თანხმოვანიც. [[მორფოლოგია (ენათმეცნიერება)|მორფოლოგიაში]] სჭარბობს სუფიქსური აგლუტინაცია. მკვიდრი დრავიდული სიტყვების ძირი ერთმარცვლიანია. სახელებში განარჩევენ 2 რიცხვსა და ბრუნვებს. სქესის კატეგორია ლექსიკურ-გრამატიკული ხასიათისაა, განირჩევა თითქმის ყველა დრავიდულ ენაში. [[ნაცვალსახელი]] მრავლობითი რიცხვის პირველ პირში განასხვავებს ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორმებს. [[ზედსართავი სახელი]] ფორმაუცვლელია. [[ზმნა]]ს აქვს ცალკე ფორმები პოზიტივისა და ნეგატივისათვის, ასევე ნატვრითი, პირობითი და პოტენციალისის კილოთა მწკრივები. ზმნის გვარი არ განირჩევა. ნაზმნარ სახელთა და მიმღეობათა მდიდარ ფორმებს, სქესის, რიცხვისა და ბრუნვის გარდა აქვთ პირის კატეგორია.


== ნათესაობა სხვა ენებთან ==
== ნათესაობა სხვა ენებთან ==

04:06, 22 ივნისი 2015-ის ვერსია

დრავიდული ენები
გეოგრაფიული
გავრცელება:
სამხრეთი აზია, მეტწილად სამხრეთი ინდოეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია: მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი ენათა ოჯახი
პროტო-ენა: პროტო-დრავიდული
ქვედანაყოფები:
  • ჩრდილოური
  • ცენტრალური
  • სამხრეთული
ISO 639-2 / 5: dra
Glottolog: drav1251[1]
{{{mapalt}}}
დრავიდული ენების ქვეჯგუფების განაწილება:

დრავიდული ენები — ენათა ოჯახი რომელიც ძირითადად გავრცელებულია ინდოეთის სამხრეთ ნაწილში. სულ მოიცავს 30-ზე მეტ ენას და იყოფა სამ, სამხრეთულ, ცენტრალურ და ჩრდილოურ ჯგუფებად. დღესდღეობით, დრავიდულ ენებზე მოსაუბრეთა რიცხვი 220 მილიონს აღწევს. დრავიდულ ენებზე საუბრობენ დრავიდები.

ენები

გამოარჩევენ 4 ძირითად დრავიდულ ენას. ესენია:

აღნიშნული ენები ინდოეთში ტამილნადუს, კერალას, მაისური და ანდჰრა-პრადეშის შტატების ოფიციალური ენებია. ოთხივე მათგანს გააჩნია გარკვეული ლიტერალურული ტრადიციები, თუმცა მათგან მხოლოდ ტელუგუს ენას აქვს დამწერლობა რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნეში.

გრამატიკა

ფონოლოგიაში გაირჩევა ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე, უხვადაა რეტროფლექსიური თანხმოვნები, არ აღინიშნება ფონემატური მახვილი, სიტყვას თავსა და ბოლოში მოუდის ხმოვნები, იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთი თანხმოვანიც. მორფოლოგიაში სჭარბობს სუფიქსური აგლუტინაცია. მკვიდრი დრავიდული სიტყვების ძირი ერთმარცვლიანია. სახელებში განარჩევენ 2 რიცხვსა და ბრუნვებს. სქესის კატეგორია ლექსიკურ-გრამატიკული ხასიათისაა, განირჩევა თითქმის ყველა დრავიდულ ენაში. ნაცვალსახელი მრავლობითი რიცხვის პირველ პირში განასხვავებს ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორმებს. ზედსართავი სახელი ფორმაუცვლელია. ზმნას აქვს ცალკე ფორმები პოზიტივისა და ნეგატივისათვის, ასევე ნატვრითი, პირობითი და პოტენციალისის კილოთა მწკრივები. ზმნის გვარი არ განირჩევა. ნაზმნარ სახელთა და მიმღეობათა მდიდარ ფორმებს, სქესის, რიცხვისა და ბრუნვის გარდა აქვთ პირის კატეგორია.

ნათესაობა სხვა ენებთან

დრავიდულ ენებში სინტაქსი ტოპოლოგიურად თურქული და მონღოლური ენების მსგავსია. ამავდროულად ზოგიერთი მეცნიერი (რ. კოლდუელი, ჰ. ფეენრიხი) შესაძლებლად თვლის დრავიდული ენების იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახთან უძველეს ნათესაობას.

ლიტერატურა

  • Caldwell R., A comprative grammar of the Dravidian or South-Indian family of languages, 3ed., L., 1913
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 631.

სქოლიო

  1. (2013) „Dravidian“, Glottolog. Leipzig: Max Planck Institute for Evolutionary Anthropology.