ლივერპული (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
|პრეზიდენტი = {{flagicon|USA}} [[ჯონ ჰენრი]] და<br />{{flagicon|USA}} [[ტომ ვერნერი]]
|პრეზიდენტი = {{flagicon|USA}} [[ჯონ ჰენრი]] და<br />{{flagicon|USA}} [[ტომ ვერნერი]]
|მწვრთნელი = [[ბრენდან როჯერსი]]
|მწვრთნელი = [[ბრენდან როჯერსი]]
|კაპიტანი = [[სტივენ ჯერარდი]]
|კაპიტანი = [[ჯორდან ჰენდერსონი]]
|ლიგა = პრემიერ-ლიგა
|ლიგა = პრემიერ-ლიგა
|სეზონი = 2013-14
|სეზონი = 2014-2015
|ადგილი = მე-2 ადგილი
|ადგილი = მე-5 ადგილი
| pattern_la1 =_liverpool1314h
| pattern_la1 =_liverpool1314h
| pattern_b1 = _liverpool1314h
| pattern_b1 = _liverpool1314h

09:49, 15 ივნისი 2015-ის ვერსია

ლივერპული
Liverpool
ლოგო
სრული სახელი Liverpool Football Club
მეტსახელი The Reds (წითლები)
დაარსდა 15 მარტი, 1892
სტადიონი ენფილდი
ლივერპული, ინგლისი
(ტევადობა: 45.362 მაყურებელი)
პრეზიდენტი აშშ-ის დროშა ჯონ ჰენრი და
აშშ-ის დროშა ტომ ვერნერი
მწვრთნელი ბრენდან როჯერსი
კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი
ლიგა პრემიერ-ლიგა
2014-2015 მე-5 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ლივერპული — ინგლისის საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლივერპულიდან. „ლივერპული“ არის პრემიერლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „მანჩესტერ იუნატედის“ შემდეგ მოგებული ჩემპიონატების მიხედვით და ინგლისურ კლუბთაგან ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა

ისტორია

ეს სტატია წამოყენებულია წაშლის კანდიდატად.
დეტალური მიზეზების გაგება და განხილვაში მონაწილეობა შეგიძლიათ განხილვის გვერდზე.

განხილვის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ სტატიის გაუმჯობესება, თუმცა გთხოვთ, თავი შეიკავოთ სახელის შეცვლისა და შინაარსის არამოტივირებული წაშლისაგან. განხილვის დასრულებამდე არ ამოიღოთ ეს თარგი სტატიიდან.


სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წაშლის კანდიდატი/გაფრთხილება|ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|{{{მიზეზი}}}}}


ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი < ოპერატორი.


თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:წაშლის კანდიდატი}}
თარგის ჩასმის მიზეზი:
{{{მიზეზი}}}

დაარსება

1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას "ანფილდი" ლიგის ერთ-ერთი არსებული სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის პირველ "შაბათს" "აკრინგტონის" საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა "წითლები", არამედ "ლურჯები" დახვდნენ, "ევერტონის" სახით. როგორც "ევერტონის", ისე "ლივერპულის" დაბადება "წმ. დომინგოს" ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა "ენფილდი" "ევერტონს" და მანვე დააარსა "საფეხბურთო კლუბი ლივერპული".

წმ. დომინგოს საფეხბურთო კლუბი მოყვარულთა გუნდი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ახალგაზრდები რელიგიური, სწორი ცხოვრების გზაზე ჯანმრთელი გუნდური შეჯიბრის საშუალებით უფრო მყარად იდგებოდნენ. "სტენლი პარკზე" ჩატარებული ორიოდე წლის შემდეგ გუნდს სახელი გადაერქვა და მათი დამაარსებელი ეკლესიის საპატიოდ "საფეხბურთო კლუბი ევერტონი" ეწოდა, თუმცა წმ. დომინგოს გუნდი არა ეკლესიაში, არამედ "ვილიჯ სთრითზე" მდებარე "ქუინზ ჰედ ჰოტელში" შეიკრიბა, რომელიც "ევერტონის ძველი საკონდიტროს გვერდზე მდებარეობდა. აქედან გამომდინარეობს "ევერტონის" ზედმეტსახელი "კანფეტები" (The Toffees). სახელწოდება "ევერტონის" აღებით გუნდმა სამუდამოდ გასწირა თავი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისათვის - თითქმის საუკუნის შემდეგ წარმოიშვა კითხვა "მითხარი ერთი, ქვეყნის რომელ ნაწილშია ქალაქი "ევერტონი""?

"ევერტონმა" რამდენიმე ადგილას გამართა მატჩები, სანამ "ანფილდ როუდსა" და "უოლტონ ბრექ როუდს" შორის მდებარე მოედანს აირჩევდა. ასე გაჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი სახელი - "ანფილდი". გუნდი თანდათან ფინანსურად გაძლიერდა და წარმატებაც მოიპოვა პრეზიდენტის - ბ-ნი ჯონ ჰოულდინგის ხელმძღვანელობის ქვეშ. ჰოულდინგი ლუდსახარშის მფლობელი, ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით - ქალაქ ლივერპულის მერი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემდგომში იგი ქალაქში მეტ-ნაკლებად დაივიწყეს, თუმცა "ანფილდის" დირექტორთა ოფისის გარეთ გაკრული ბრინჯაოს დაფა და კლუბის მუზეუმში არსებული ზეთში შესრულებული მისი პორტრეტი ახლაც ინახავს ჰოულდინგის გამოსახულებას.

საკითხავია, შეძლებდა თუ არა "ევერტონი", გამხდარიყო ლიგის ერთ-ერთ დამაარსებელი 1888 წელს ჰოულდინგის დახმარების გარეშე. მან მიიყვანა "ევერტონი" "ანფილდზე" 1884 წელს. მანამდე გუნდი "ფრაიორი როუდზე", "სტენლი პარკის" ჩრდილოეთით მდებარე მოედანს ქირაობდა, თუმცა იქ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქმებოდა თამაშების დღეებში არსებული ხმაურის გამო. ჰოულდინგი მეგობართან, ასევე ლუდსახარშის მფლობელ ბ-ნ ორელთან გაემართა, რომელიც "ანფილდ როუდის" ტერიტორიას ფლობდა. ჰოულდინგმა ორელთან შეთანხმების შედეგად გუნდისათვის ახალი საშინაო მოედანი მიიღო, თუმცა ამას "ევერტონის" ხელმძღვანელთა საბჭოსთან პრობლემების წარმოშობა მოჰყვა, რომელმაც კულმინაციას 1892 წლის კრიზისში მიაღწია. პრობლემა არა მხოლოდ ქირის მოცულობაში იყო. ჰოულდინგს თამაშების დღეებში მოედანზე საკუთარი ბიზნესიდანაც სურდა მოგების მიღება. თუმცა, სწორედ ჰოულდინგი ეხმარებოდა გუნდს ფინანსურად - მისი დახმარებით ყიდულობდა კლუბი მოთამაშეებს და უკეთებდა მოდერნიზაციას სტადიონს. კლუბის გასახდელად "სანდონ ფაბის" გამოყენებაც ჰოულდინგის ბიზნესს ეხმარებოდა - მოთამაშეების მის სასმელებს სვამდნენ. 1892 წლის იანვარში "ლივერპულის ექო" აღნიშნავდა, რომ ჰოულდინგს არ სურდა, გუნდს ფაბი დაეტოვებინა. "სირცხვილია, როდესაც "ევერტონის" მსგავსი დიდი კლუბის მოთამაშეებს თამაშის დღეებში ხალხის ბრბოში გავლა უწევთ."

კლუბის მართვასთან დაკავშირებული კონფლიქტი 1889-1890 წლებში გართულდა. "ანფილდის" ქირამ იმატა. "ევერტონმა" ქირისათვის 1884 წელს 100 ფუნტი გადაიხადა, 1889-90 წლებში კი ჰოულდინგი მათ 250 ფუნტს ართვამდა. ჰოულდინგს ამ პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მრავალი იდეა გააჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი "ევერტონის" PLC (Public Limited Company)-ად გადაკეთება იყო, რასთან დაკავშირებითაც მან 1891 წლის 15 სექტემბერს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადგილობრივი პრესა არ დაუშვეს, რადგან ჰოულდინგმა იცოდა, რომ სიტუაცია დაძაბული იქნებოდა. ჰოულდინგმა "ევერტონის" მიერ "ანფილდისა" და მიმდებარე ტერიტორიის ყიდვის იდეა წამოაყენა, თუმცა შეკრების მონაწილეებს ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენათ და უარი განაცხადეს, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთისა და კლუბის განვითარების შედეგად, სტადიონი მალე აანაზღაურებდა ამ ხარჯს.

ჰოულდინგისა და "ევერტონის" ოფიციალური დაშორება 1892 წლის 12 მარტს შედგა. ერთ-ერთი შეკრებისას, რომელიც ჰოულდინგის ოპონენტს, ჯორჯ მეჰონს მიჰყავდა, ჰოულდინგი მოულოდნელად გამოჩნდა. მეჰონი ადგა, რათა პრეზიდენტისათვის ადგილი დაეთმო, თუმცა ჰოულდინგმა ახლა უკვე ცნობილი სიტყვები განაცხადა: "მე აქ დამნაშავის როლში ვარ, ეჭვმიტანილი კი არასოდეს ზის." ამას მის მიერ, 18-19 თანამოაზრესთან ერთად, კლუბის დატოვება მოჰყვა. "ევერტონში" დარჩენილმა ხელმძღვანელობამ გუნდისათვის "სტენლი პარკის" ტერიტორიაზე ახალი მიწა იყიდა და სათამაშოდ სწორედ იქ, "გუდისონ პარკზე" გადავიდა. ჰოულდინგს კი დარჩა ”ანფილდი”, რომელზეც ახალი კლუბის დაარსება გადაწყვიტა.

"საფებურთო კლუბი ლივერპული" 1892 წლის 15 მარტს დაარსდა ჯონ ჰოულდინგის სახლში, ანფილდ როუდზე. კლუბისთვის "ლივერპულის" დარქმევის იდეა უილიამ ბერქლეიმ, ფეხბურთის დიდმა ენთუზიასტმა გამოხატა. კლუბის ფერი წითელი (ქალაქის ფერი) გახდა 1894 წელს, ემბლემად კი Liverbird (ასევე ქალაქის ემბლემა) 1901 წელს აირჩიეს.

ახალი გუნდის შექმნა ცარიელი ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო. დაკომპლექტების სამუშაოს უდიდესი ნაწილი ჯონ მაკკენამ ითავა. ის "ანფილდზე" დირექტორის როლს 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ჰოულდინგი კლუბის დამაარსებელი იყო, მაკკენა კი გუნდის ტვინი. "ლივერპულის" სწრაფი პროგრესი მაკკენას, როგორც მწვრთნელის, დონის აშკარა მაჩვენებელი იყო. მან რამდენიმე შოტლანდიელი მოთამაშე მოიყვანა, რომელთა გარშემოც აიწყო გუნდი და კლუბს მალე "Team of all the Macs" უწოდეს, გვარების გამო, თუმცა მათ შორის ერთი არა-შოტლანდიელი "მაკიც" იყო - ინგლისელი მეკარე ბილ მაკ'ოუენი.

საფეხბურთო ლიგაში ლივერპულის შესვლის პირველადი განაცხადი უარყვეს, ამიტომ კლუბს თავდაპირველად ასპარეზობა "ლანკაშირის ლიგაში" მოუხდა. 1892 წლის 1 სექტემბერს გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მოწინააღმდეგე "როტერჰემი" იყო, ამხანაგურ თამაშში. იმავე დღეს "ევერტონმა" პირველი მატჩი ჩაატარ "გუდისონზე", "სტენლი პარკის" მეორე მხარეს. სწორედ აქედან დაიწყო მეტოქეობა გუნდებს შორის. სამწუხაროდ, "ანფილდზე" მხოლოდ რამდენიმე მაყურებელი მივიდა, მაშინ როდესაც "გუდისონის" მატჩს 10000-ზე მეტი დაესწრო. რამდენიმე დღის შემდეგ "ლივერპულმა" "ლანკაშირის ლიგის" პირველი თამაშიც ჩაატარა, რომელშიც 8-0 გაიმარჯვა. კაპიტანმა მაკ'ვინმა მატჩის დაწყების წინ "ანფილდ როუდის" ტრიბუნისკენ შეტევა არჩია - ამ ტრადიციას ახლაც მიჰყვება "ლივერპულის" ბევრი კაპიტანი. "ლივერპულმა" დიდი ანგარიშით გამარჯვებები ერთმანეთს მიაყოლა და ადვილად მოიგო "ლანკაშირის ლიგა", რასაც ლივერპულის დასახლების თასიცა და რეზერვების თასიც მიაყოლა - ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გუნდი ჯერ 12 თვისაც კი არ იყო.

პირველი საჩემპიონო ტიტული

საფეხბურთო ლიგაში შესვლიდან მხოლოდ 8 წელი იყო გასული, როდესაც ”ლივერპულმა” ინგლისური ფეხბურთის მწვერვალს მიაღწია და ამით მომავალ თაობებს საჭირო დონე მიანიშნა.

წარმატებას საფუძველი 1896 წელს ტომ უოტსონის მწვრთნელად დანიშვნით ჩაეყარა. გუნდზე მისი გავლენის გადაფასება შეუძლებელია. მისი პირველი ტრანსფერებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალექს რაისბეკის გადმოყვანა იყო, ვის გარშემოც აიწყო ”ლივერპულის” პირველი საჩემპიონო გუნდი.

რაისბეკი დანარჩენებს მაგალითს დაცვიდან აძლევდა, კარში ბილ პერკინსი იდგა, შოტლანდიელი ბილი დანლოპი მტკიცე დაცვის კიდევ ერთი შემადგენელი რგოლი იყო, ჯეკ კოქსი მფრინავი ვინგერის როლს ასრულებდა, წინ კი გოლებს სემ რეიბოლდი აგროვებდა. ეს იყო ”ლივერპულის” 1900-01 სეზონის გუნდი. ამ დროისათვის ”ანფილდი” 20000 მაყურებელს იტევდა.

სეზონი ”ბლექბერნ როვერსის” დამარცხებით დაიწყო ანგარიშით 3-0. გოლები 20000 მაყურებლის წინ რობერტსონმა, სათერთუეითმა და რეიბოლდმა შეაგდეს. ამას ”სტოუკთან” და ”ვესტ ბრომვიჩთან” გამარჯვებები მოჰყვა, თუმცა ცხრილის სათავეში ”ასტონ ვილა” იყო, მეტი ჩატარებული მატჩის შედეგად. ამას ”ლივერპულის” შედეგების ვარდნა მოჰყვა და არასტაბილური თამაშის შედეგად, თებერვლის შუა პერიოდში გუნდი მერვე პოზიციაზე აღმოჩნდა, ლიდერისგან 9 ქულის დაშორებით. გამარჯვებების გზაზე გუნდი თებერვლის ბოლო რიცხვების შემდეგ დადგა. ახალი ლიდერი ”სანდერლენდი” იყო, რომელმაც აპრილის ბოლოს საკუთარი კალენდარი დაასრულა და ცხრილის სათავეში ”ლივერპულს” ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებდა. ყველაფერი მერსისაიდელების ბოლო მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული, ”ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ 29 აპრილს. ”ბრომვიჩი” უკვე გავარდნილი იყო და ელოდნენ, რომ ”ლივერპული” ადვილად გაიმარჯვებდა, თუმცა ეს სიმართლისგან შორს აღმოჩნდა. პირველი ტაიმის ბოლოს ”ლივერპული” მხოლოდ 1 გოლის სხვაობით იგებდა, რომელიც უოკერმა შეაგდო. მეორე ნახევარში ”ვესტ ბრომის” მოთამაშეებმა ბილ პერკინსის კარი დაბომბეს, თუმცა ”ლივერპულმა” გაუძლო და პირველი საჩემპიონო ტიტული გაიფორმა. ბომბარდირის წოდება რეიბოლდმა მიიღო 16 გოლით, რაისბეკი კი სამაგალითო კაპიტანი იყო. ”ლივერპულის ექო” გუნდის ქებით იყო სავსე და მათ მიერ ნაჩვენებ შედეგებსა და სტატისტიკას გადმოსცემდა. მოთამაშეები და ხელმძღვანელობა ”ანფილდზე” ეტლებით დაბრუნდა, ჩემპიონობის აღმნიშნავი თასი კი კაბინეტში პირველად დაიდგა.

შენკლის მოსვლა

1959 წლის 1 დეკემბერი ”ლივერპულის” ისტორიაში სამუდამოდ შევა, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი. ამ დღეს გუნდმა ფილ ტეილორის შემცვლელად ”ჰადერსფილდის” მწვრთნელი ბილ შენკლი გამოაცხადა.

1954 წელს მეორე დივიზიონში გავარდნილი გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას და არავინ იცოდა, თუ შენკლის მოსვლით სულ ახალი, სრულიად განსხვავებული ერა დაიწყებოდა.

ბილ შენკლი: ”ჩემთვის ”ლივერპულის”, ასეთი დიდი პოტენციალის მქონე გუნდის მწვრთნელად არჩევა დიდი პატივია, გამოწვევასთან ერთად. ჩემი აზრით, ”ლივერპულის” გულშემატკივრები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ისინი წარმატებას იმსახურებენ და იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში ჩემს წვლილს შევიტან. ამ გამოწვევის მიღებაზე უარის თქმა უბრალოდ არ შემეძლო.”

გუნდი და მისი ინფრასტრუქტურა მეტად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ”ანფილდის” შენობებში წყალი არ მოდიოდა, ”მელვუდის” სავარჯიშო ბაზის ბალახი კი ქუჩის სტადიონისას ჰგავდა. მოთამაშეები უსწორმასწორო ნიადაგზე, ან ასფალტზე დარბოდნენ.

შენკლიმ გუნდში მოიტანა სრულებით ახალი ფსიქოლოგია - ვარჯიშებზე ის მხოლოდ სირბილით არ შემოიფარგლებოდა - შოტლანდიელმა ვარჯიშში შემოიტანა სხვადასხვაგვარი თამაში და დაკვირვებით ადევნებდა თვალს მოთამაშეებს ამ დროს - მისი აზრით, თუკი ფეხბურთელი სრული დატვირთვითა და მონდომებით არ ივარჯიშებდა, იგი არც თამაშს შეძლებდა საჭირო დონეზე. მან ხელმძღვანელობას დააჯერა, რომ საჭირო იყო თანხების დახარჯვა ახალი მოთამაშეების შესაძენად. მეტად ქარიზმატული პიროვნება იყო და შესანიშნავად ახერხებდა გუნდის მოტივაციას. მთელი მისი შრომა და ამ შრომის შედეგები გუნდის გაძლიერებისა და ფანების ბედნიერებისაკენ იყო მიმართული - იგი უშუალოდ ინაწილებდა სიხარულს გულშემატკივრებთან, პირადად გადიოდა ფანებთან და მათთან ერთად განიცდიდა გუნდის ყოველ მნიშვნელოვან მომენტს.

ბილ შენკლი: ”ჩემი სურვილი იყო ”ლივერპულის” შეუხებელ ციხესიმაგრედ გადაქცევა. ბასტიონის იდეა თავის დროზე ნაპოლეონს ჰქონდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია ამ გზაზე; სწორედ ამის გაკეთება მსურდა ”ლივერპულში” - ამეშენებინა გუნდი, რომელიც საბოლოოდ იმდენად გაძლიერდებოდა, რომ ყველა მეტოქეს დანებება მოუწევდა.”

პირველი ჩემპიონთა თასი

1977 წლის 25 მაისი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ინგლისის ყველა დროის უდიდესი გუნდის ბრწყინვალე ისტორიაში. ამ დღეს, იტალიის დედაქალაქ რომში, ემლინ ჰიუზმა უდიდესი საკლუბო ტურნირის თასი ასწია.

ფინალში ”წითლების” მხარდასაჭერად ჩასული მერსისაიდელი ფანების რაოდენობა მანამდე ინგლისური კლუბებიდან ევროპაში გამგზავრებულ გულშემატკივართა რიცხვთან შედარებით არნახული იყო.

ტერი მაკდერმოტი: ”რომის ტრიბუნები არასდროს დამავიწყდება - მინდორზე თამაშის დაწყებამდე გავედი და როდესაც წითელ-თეთრად შეღებილი ტრიბუნები დავინახე, გაოცებამ მომიცვა. გავიფიქრე, რომ ამ არმიის წინაშე წაგების უფლება არ გვქონდა”

ემლინ ჰიუზი: ”ტრიბუნების შეთვალიერებისას გავიფიქრე: ”ღმერთო ჩემო, ლივერპულში ხომ არ ვართ?” ალბათ ”ბორუსიას” ფეხბურთელებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ხედმა.” ”მიონხენგლადბახის” შემადგენლობაში ევროპული კლასის მოთამაშეები იყვნენ - ფოგტსი, ბონჰოფი, ჰეინკესი და სიმონსენი; ”ლივერპულისათვის” ევროპულ სარბიელზე გამოცდილ გუნდთან დაპირისპირება მეტად მძიმე იყო, მაგრამ ტრიბუნებიდან ფანატიკური მხარდაჭერის შედეგად გუნდი შესვენებაზე მაკდერმოტის გოლის წყალობით 1-0 ანგარიშზე გავიდა.

შესვენებაზე გუნდი ბობ პეისლიმ გააფრთხილა, რომ არ მოშვებულიყვნენ, თუმცა გერმანელებმა მატჩის განახლებისას მაინც მოახერხეს გათანაბრება. შეცდომა ჯიმი კეისმა დაუშვა, რომელმაც კლემენსისთვის დაბრუნებული გადაცემა ცუდად გათვალა და ალან სიმონსენმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ”ლივერპულმა” მაინც აღადგინა სხვაობა ანგარიშში - ტომი სმითმა, რომელიც კუთხურის ჩაწოდებისას არ აიყვანეს, თავური დარტყმით გაიყვანა წინ გუნდი. მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე კევინ კიგანი, რომელიც თავისი კარიერის მატჩს თამაშობდა, ბერტი ფოგტსს გაექცა, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და იმ მომენტში, როდესაც დარტყმას აპირებდა, იგი ფოგტსმა მოცელა. პენალტი უყოყმანოდ დაინიშნა და ბურთთან ფილ ნილი მივიდა. ფილ ნილი: ”პენალტის ნიშნულამდე ნახევარი მოედნის გავლა მომიწია და ვხვდებოდი, რომ მატჩის ბედის გადაწყვეტა ჩემზე იყო დამოკიდებული. ყველაზე ნათლად მახსოვს, თუ როგორ იდგა კალი (იან კალაჰანი) საჯარიმოს კუთხეში, ხელები თითქოს ლოცვასავით ეჭირა სიტყვებით 'Come on Nealy, please!' არ ვნერვიულობდი - მატჩამდე მოედანზე გამომავალ გვირაბში გავლისას შევამჩნიე, რომ ვოლფგანგ კნაიბი კლემზე (რეი კლემენსი) მაღალი იყო და გავიფიქრე, რომ დაბალი დარტყმის აღება გაუჭირდებოდა. ასეც მოვიქეცი და ბურთი ბადეში ძელიდან შევარდა.” ბობ პეისლი: ”მათ მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ჩვენი პასუხი აჩვენებს, თუ რამდენად მტკიცე ვიყავით ფსიქოლოგიურად. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ და ეს ჩემი კარიერის უდიდესი მომენტი იყო.”

ემლინ ჰიუზი: ”თასის მისაღებად ასვლისას ჩემზე ან ჩვენი გუნდის ბიჭებზე არ ვფიქრობდი - თავში იან სენტ ჯონის, რონ იეტსის, შენკსის (შენკლი) და რუბენ ბენეტის სახელები მიტრიალებდა. სწორედ მათ გადააქციეს ”ლივერპული” გუნდად, რომლითაც ჩვენ ამ დღეს მივაღწიეთ.”

ეიზელი და ჰილსბორო

1985 წლის 29 მაისს ”ლივერპული” ჩემპიონთა თასის ფინალში ”იუვენტუსს” ხვდებოდა. ეს ინგლისის უდიდესი კლუბის ისტორიის მორიგი ლამაზი თარიღი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი კოშმარულ დღედ შევიდა არქივში.

ბრიუსელის სტადიონი არ შეეფერებოდა საფინალო სტანდარტს; ამასთან, ბილეთების განაწილებისას გამოიყო ნეიტრალთა სექცია, რომელიც ”ლივერპულისა” და ”იუვენტუსის” ფანებს შორის განთავსდა, თუმცა, მატჩის დღეს ეს ბილეთები ფინალში მონაწილე გუნდების ფანებმა იყიდეს და შეიქმნა სახიფათო არეული სექციები.

დაწყებამდე ერთი საათით ადრე ფანებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინგლისელი ფანების ტრიბუნას მაშხალები დაუშინეს, რასაც ინგლისელთა ნაწილის მიერ ”იუვენტუსის” ფანების მიმართულებით შეტევა მოჰყვა; იტალიელები გაიქცნენ, თუმცა მათ წინ მდებარე კედელი ჩამოინგრა და 39 გულშემატკივარი ადგილზევე დაიღუპა. ტრაგედიის მასშტაბებს პოლიციის არაორგანიზებული მოქმედებაც უწყობდა ხელს. მატჩი ”იუვენტუსმა” მოიგო ანგარიშით 1-0, პლატინის საეჭვო პენალტის წყალობით, თუმცა თამაში აღარავის ახსოვდა.

1989 წლის 15 აპრილს ”ლივერპულის” 25000 ფანი სტადიონი "ჰილსბოროსაკენ" გაემართა ”ნოტინჰემ ფორესტთან” ასოციაციის თასის ნახევარფინალის საყურებლად. 96 მათგანი აღარასდროს დაბრუნებულა.

მატჩის დაწყებამდე "ლეპინგს ლეინის" ტრიბუნაზე ფანების კრიტიკულ რაოდენობაზე მეტი შეიკრიბა; გულშემატრივართა წყებები ერთმანეთს ემატებოდა და სიმჭიდროვე მატულობდა. წინ მდგომი მაყურებლები ტრიბუნებისა და მოედნის გამყოფ ღობეს იყვნენ მიკრულები და ყოველი წუთის გასვლასთან ერთად მეტად ისრისებოდნენ. პოლიცია ასეთ შემთხვევებში წინა რიგებთან იდგა და ზედმეტი რაოდენობის მაყურებელს გვერდითა ტერასებისაკენ ანაწილებდა, თუმცა ამჯერად, აუხსნელი მიზეზების გამო, ისინი იქ არ იდგნენ. საბოლოოდ მაყურებლების სიმჭიდროვე უკიდურესად გაიზარდა, მოხდა ჭყლეტვა და ამასთან ერთად გატყდა ღობე; შედეგად, 94 მაყურებელი ადგილზევე დაიღუპა. ოთხი დღის შემდეგ საავადმყოფოში 14 წლის ლი ნიკოლის გარდაცვალებით მსხვერპლი 95-მდე გაიზარდა, 1993 წლის მარტში კი ტონი ბლანდი გარდაიცვალა ოთხი წლის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ. დაღუპულ გულშემატკივართა საბოლოო რიცხვი 96-ია. ტრაგედიის მიუხედავად, მომხდარით გამოწვეულმა თანაგრძნობისა და მხარში დგომის აუცილებლობამ გააერთიანა ”ლივერპულის” ფანები მსოფლიო მასშტაბით და დროებით დაავიწყა მეტოქეობა მერსისაიდის გუნდის ფანებსა და მათ პრინციპულ მოწინააღმდეგეებს. 96 დაღუპულ ფანს ყოველ წელს იხსენებენ ლივერპულში.

1985–2001 წლები

1985 წელს მომხდარი ეიზელის ტრაგედიის შემდეგ ინგლისურმა კლუბებმა 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს ევროპული ტურნირებიდან. ამან ინგლისური ფეხბურთის განვითარება მკვეთრად შეანელა. ”ლივერპულის” შემთხვევაში ამას გუნდში განვითარებული პრობლემები დაემატა - 90-იანი წლების განმავლობაში გუნდში დასუსტდა დისციპლინა და არ გამოჩენილა ძლიერი მწვრთნელი. იზრდებოდნენ მეტად ნიჭიერი მოთამაშეები, თუმცა დაკარგული იყო გუნდის ორგანიზებულობა და შედეგად, 1990 წლიდან 2001 წლამდე გუნდს მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია. ამის საპირისპიროდ, ინგლისის მრავალი ჩემპიონობა გაიფორმა ”ლივერპულის” უპრინციპულესმა მოწინააღმდეგემ, ”მანჩესტერ იუნაიტედმა” და მერსისაიდელების რეკორდულ შედეგებს მიუახლოვდა.

1998 წელს კლუბმა მწვრთნელად მოიწვია ფრანგი ჟერარ ულიე, რომელმაც გუნდში აღადგინა დისციპლინა, მოიტანა ევროპული ტაქტიკური ცოდნა, ჩამოაყალიბა დაბალანსებული კოლექტივი, სადაც სხვადასხვა წარმოშობის მოთამაშეები წარმატებით ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ როლებს. შედეგად, 2000-2001 სეზონი გუნდმა ტრიუმფალური დაბრუნებით აღნიშნა. ინგლისის ლიგის თასისა და ასოციაციის თასის (რომლის ფინალშიც ”წითლებმა” ”არსენალი” მერსისაიდული გუნდის აღსაზრდელის, მაიკლ ოუენის დუბლის წყალობით დაამარცხეს) მოგების შემდეგ ”ლივერპულმა” უეფას თასის ფინალს მიაღწია, სადაც მათი მეტოქე ესპანური ”ალავესი” იყო. ულიეს გუნდს ფინალამდე გზაზე რომა, პორტო და ბარსელონა ჰყავდათ დამარცხებული. გუნდს ფინელი სემი ჰიპია კაპიტნობდა, ნახევარდაცვის ცენტრში გერმანელი დიტმარ ჰამანისა და 37 წლის შოტლანდიელი გარი მაკალისტერის დუეტი თამაშობდა. ”ლივერპულის” მარჯვენა ფლანგზე ჩანდა 21 წლის სტივენ ჯერარდი, გუნდის მიერ აღზრდილი ინგლისელი ნახევარმცველი.

„ლივერპულმა” მატჩი შედეგიანად დაიწყო და 15 წუთის შემდეგ ანგარიში 2-0 იყო. ამას მოჰყვა მოვლენების კალეიდოსკოპური ცვლილება, რომლის განმავლობაშიც ანგარიში რამდენიმეჯერ შეიცვალა ერთბურთიანი სხვაობიდან ორბურთიანამდე და ფრემდე. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, რომლის ბოლოსაც ”ალავესის” ორი მოთამაშე გაძევებული იქნა, გადამწყვეტი მომენტი კი 118-ე წუთზე, გარი მაკალისტერის მიერ ჩაწოდებულმა ბურთმა გამოიწვია, რომელიც ესპანელმა მოთამაშემ საკუთარ კარში გადაგზავნა. დორტმუნდში ”ლივერპულის” ევროპული დაბრუნება შედგა.

სტამბოლის ფინალი

”ლივერპულის” ისტორიის უდიდესი ღამე 2005 წლის 25 მაისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც უკვე ახალი მწვრთნელის, ესპანელი რაფაელ ბენიტესის მერსისაიდელები ევროპული ფეხბურთის გრანდს, ”მილანს” დაუპირისპირდნენ.

რაფაელ ბენიტესმა ”ლივერპული” არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩაიბარა - ჟერარ ულიეს მიერ 2001 წელს მიღწეული წარმატებები ვერ გარდაისახა მეტ მიღწევებში ვერც ინგლისურ და ვერც ევროპულ სარბიელზე - გუნდი განიცდიდა ფინანსურ პრობლემებს, ”ლივერპული” დატოვა უკვე ვარსკვლავმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულად მოხვედრას კლუბი დიდი გაჭირვებით ახერხებდა. ბენიტესი, რომელმაც მანამდე ესპანეთში ორი გრანდის - ”რეალისა” და ”ბარსელონას” ჰეგემონია დაარღვია გაცილებით ნაკლები ბიუჯეტის მქონე ”ვალენსიათი” გაჩემპიონებით, შემდეგ კი ამას უეფას დასიც დაუმატა, ”ლივერპულში” 2004-05 სეზონის წინ მიიწვიეს ულიეს შემცვლელად. გუნდის შედეგები ინგლისის ჩემპიონატში (რომელიც ”ლივერპულს” 1990 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული და მის რეკორდულ 18-გზის ჩემპიონობას ”მანჩესტერ იუნაიტედი” უახლოვდებოდა) არასაკმარისად კარგი იყო, თუმცა ამის საპირისპიროდ, გუნდი ბენიტესის გენიალური ტაქტიკური მიდგომისა და ყველა წვრილმანის დეტალური ანალიზის შედეგად, ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე წარმატებით მიიწევდა წინ. არა-ვარსკვლავური დონის შემადგენლობით დაკომპლექტებული გუნდი ევროპის გრანდებს ხვდებოდა და ყველას გასაოცრად ახერხებდა მათი ბარიერის დაძლევას. ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ ”ლივერპულმა” დაამარცხა ლევერკუზენის ”ბაიერი”, მეოთხედფინალში ტურნირს გამოთიშა იტალიის ჩემპიონი ”იუვენტუსი”, რასაც უკვე ინგლისის ჩემპიონი ”ჩელსი” მიაყოლა და სტამბოლის სტადიონზე მაისში გასამართ ფინალში გავიდა. მერსისაიდულ კლუბს მოედანზე ახლა უკვე კაპიტნის რანგში გაუძღვა სტივენ ჯერარდი, რომელიც ამ პერიოდისათვის სეზონების განმავლობაში სტაბილური, უმაღლესი დონის თამაშით უკვე ”ლივერპულის” მორიგი ლეგენდის სტატუსში განიხილებოდა.

”მილანი” ევროპის ყველაზე ძლიერი დაცვითი ხაზის მქონე გუნდად ითვლებოდა და მათთან 0-1 ანგარიშის აღმოფხვრაც კი რთულ საქმედ მიიჩნეოდა. მატჩის დაწყებიდან 53 წამში იტალიური გუნდი უკვე წინ იყო, მათი კაპიტნის, პაოლო მალდინის მიერ გატანილი გოლის შედეგად. ამას 23-ე წუთზე არგენტინელმა ერნან კრესპომ მეორე გოლი დაუმატა, პირველი ნახევრის ბოლოს კი კიდევ ერთხელ შეარხია პოლონელი ირჟი დუდეკის კარის ბადე და შესვენებაზე ინგლისური გუნდი 0-3 დეფიციტით გავიდა. სტივენ ჯერარდი: ”მილანი იმდენად სწრაფად და გონივრულად ათამაშებდა ბურთს, რომ მხოლოდ მათი ჩრდილის ადევნებას ვახერხებდით. გაგვიმართლა, რომ მეტი ბურთი არ გავუშვით.” ჯეიმი კარაგერი: ”ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ. კაკა (მილანის ნახევარმცველი) უამრავ პრობლემას გვიქმნიდა და შესვენებაზე გასვლისას ყველანაირი იმედი მქონდა დაკარგული.”

სტივენ ჯერარდი: ”შესვენებაზე მწვრთნელი ჩვენს დამშვიდებას და დაიმედებას ცდილობდა. მან დაფაზე გარკვეული მონახაზები გააკეთა და განგვიცხადა, რომ სწრაფი გოლის გატანა უნდა მოგვეხერხებინა მეორე ნახევარში და რომ ამას თუ მოვახერხებდით, შემდეგ უკვე შეგვეძლებოდა თამაშში დაბრუნება. ამ დარიგებაზე კონცენტრირება რთული იყო - თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ვერაფერზე ვფიქრობდი.” ლუის გარსია: ”შესვენებაზე გასახდელში ჯდომისას გარკვევით გვესმოდა ჩვენი გულშემატკივრების მიერ ნამღერი ”You'll Never Walk Alone”. ჩემპიონთა ლიგის ფინალს 0-3 ანგარიშით ვაგებდით, ისინი კი კლუბის საყვარელ სიმღერას მღეროდნენ, წარმოგიდგენიათ?” იოჰან კრუიფი: ””ლივერპულის” მსგავსი ჰიმნი ევროპის არც ერთ კლუბს აქვს. არც ერთი კლუბია ასეთი ერთიანი თავის გულშემატკივართან. ვიჯექი, ვუყურებდი ”ლივერპულის” ფანებს და ტანში ჟრუანტელი მივლიდა. 40000 გულშემატკივარი გუნდის უკან ერთიანდებოდა. ამისათვის ”ლივერპულს” ყველაფერზე მეტად ვაფასებ.”

ყველა დროის ყველაზე დიდი დაბრუნება 54-ე წუთზე დაიწყო. იონ არნე რიისეს ჩაწოდება, სიმბოლურად, კაპიტანმა ჯერარდმა მოათავსა ”მილანის” კარში. გატანილი გოლის შემდეგ მოთამაშეების მიმართ მისი მოწოდება დღესაც სიმბოლურ კადრად რჩება. მეორე ბურთი ვლადიმირ შმიცერმა შეაგდო 20 მეტრიდან, მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში. მესამე გოლი ხაბი ალონსოს მიერ შესრულებულ პენალტს მოჰყვა, რომელიც ”მილანის” მეკარე დიდამ მოიგერია, თუმცა ესპანელმა ნახევარმცველმა მაინც მოათავსა კარში. ”ლივერპულმა” ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი დაცვის მქონე გუნდისათვის 3 ბურთის შეგდება 6 წუთში მოახერხა. ამ ენერგიული მონაკვეთის შედეგად ინგლისური გუნდის მოთამაშეებს მეორე ტაიმში შეტევების ორგანიზებისათვის ძალები აღარ დარჩათ; ამის მაგივრად, მათ თავდაცვა მოუწიათ, რომლის განმავლობაშიც შეუცვლელი კაპიტანი ჯერარდი მარჯვენა მცველის პოზიციაზე იხარჯებოდა, მეკარე ირჟი დუდეკმა კი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელ ანდრეი შევჩენკოს 2 მეტრიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. პენალტების სერიაში ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ინგლისური გუნდის მხარეს იყო და დუდეკმა აქაც მოახერხა რამდენიმე დარტყმის მოგერიება. ”ლივერპულმა” 21-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის სახელი. თასი სტივენ ჯერარდმა, გუნდის სიმბოლომ ჩაიბარა.

იააპ სტამი (”მილანის” მცველი): ””ლივერპულს” ტაში უნდა დავუკრათ თავდადებისა და ხასიათის გამოჩენილი სიმტკიცის გამო.” დიეგო მარადონა: ”ინგლისურმა კლუბმა აჩვენა, რომ საოცრებები არსებობს. ”ლივერპული” ახლა ჩემი საყვარელი ინგლისური გუნდია. მათ აჩვენეს, რომ ფეხბურთი ყველაზე ლამაზი სპორტია. ცნობილი იყო, რომ თავდაცვა შეეძლოთ, თუმცა დღეს შემტევი ფეხბურთის დემონსტრირება მოახდინეს და ისტორია დაწერეს. ”ლივერპულის” გულშემატკივრების გამო წინა ღამით ვერ დავიძინე, მათ უპირობო მხარდაჭერის მაგალითი აჩვენეს, როდესაც 0-3 ანგარიშის დროს, შესვენებისას, სიმღერა არ შეუწყვეტიათ.” იოჰან კრუიფი: ”ამ გამარჯვებით ”ლივერპულმა” აჩვენა, რომ მათი დიადი წარსულის შესაფერისი მწვრთნელი ჰყავთ.” რაფაელ ბენიტესი: ”ეს ჩემ კარიერის უდიდესი საფეხბურთო ღამეა. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.”

2005-2010 წლები

2007-08 წლების სეზონი კლუბმა უტიტულოდ დაასრულა. სეზონის ბოლოს გუნდიდან გაუშვეს პიტერ კრაუჩი, ლი ტალეკი და ანდრეი ვორონინი და მოიყვანეს რობი კინი და დევიდ ნ’გოგი. შემდეგი სეზონი „ლივერპულმა“ კარგად დაიწყო, მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს“ და ლიდერობდა პრემიერლიგას. რობი კინმა 7 გოლი გაიტანა. სეზონის მეორე ნახევარში რობი კინი გუნდიდან გაუშვეს, „ლივერპულმა“ მნიშვნელოვან მატჩებში დაკარგა ქულები, ფრედ ითამაშა „ჰალ სიტისთან“ და „სტოკ სიტისთან“ და ჩემპიონობა „მაჩესტერ იუნაიტედს“ დაუთმო. სეზონის ბოლოს ჩაბი ალონსო „რეალ მადრიდში“ წავიდა და „ლივერპულმა“ 20 მილიონად ალბერტო აკვილანი შეიძინა. 2009-10 წლების სეზონი გუნდმა ჩააგდო: მე-7 დაიკავა ადგილი პრემიერლიგაში, ხოლო ევროპა ლიგაზე ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა.

2010-იანები

2009-10 წლების სეზონის ჩაგდების შემდეგ ბენიტესის ნაცვლად მწვრთენლად როი ჰოჯსონი დაინიშნა. კლუბი გაკოტრების ზღვარზე იყო და ის ამერიკელმა ბიზნესმენმა, ჯონ უილიამ ჰენრიმ იყიდა 2010 წლის ოქტომბერში. ცუდი შედეგების გამო ჰოჯსონი კლუბიდან გაუშვეს და მის ნაცვლად „ლივერპულში“ კენი დალგლიში დაბრუნდა, რომელმაც კლუბის ისტორიაში ბოლო 18 წლის მანძილზე ყველაზე უარესი შედეგი, პრემიერლიგაში მე-8 ადგილი აჩვენა. ამის შემდეგ მწვრთნელად ბრენდან როჯერსი დაინიშნა

ჰიმნი

მუსიკა დაწერილია Richard Rodgers-ის, ხოლო ტექსტი – Oscar Hammerstein – ის მიერ. მათ ეს სიმღერა შექმნეს მიუზიკლ “კარუსელისთვის” 1945 წელს. თავდაპირველად სიმღერა პოპულარული იმან გახადა, რომ თავის დროზე მას ისეთი მომღერლები ასრულებდნენ, როგორებიც იყვნენ: ფრენკ სინატრა, ელვის პრესლი და სხვები. დიდი წარმატება You”ll never walk alone -ს 60-იანმა წლებმა მოუტანა, რადგანაც სიმღერა ჩაიწერა და გადააკეთა ცნობილმა ჯგუფმა ლივერპულიდან – Gerry & The Pacemakers-მა. 1963 წლის 26 ოქტომბერს სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი დიდი ბრიტანეთის ჩარტებში. მალე სიმღერა გახდა ჰიმნი საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ასრულებდნენ ამ სიმღერას რამდენიმე წუთით ადრე მატჩის დაწყებამდე და საფინალო სასტვენის შემდეგ.სიტყვები – You”ll never walk alone გამოჩნდა კლუბის ემბლემაზე,აგრეთვე გაკეთდა წარწერა იგივე სიტყვებით ენფილდ როუდის შესასვლელში. მთელ მსოფლიოში ამ სიმღერის დასახელება ასოცირდება სწორედ საფეხბურთო კლუბ “ლივერპულთან”. დღეს You”ll never walk alone შეიძლება მოისმინო შემდეგი ქვეყნების კლუბების ქომაგთა მიერ:

ინგლისი-”ლივერპული”, “იფსვიჩი” ; შოტლანდია – “სელტიკი” ; ბულგარეთი – “ცსკა” (სოფია) (ამ კლუბის გულშემატკივრებმა თავდაპირველ ტექსტს თავიანთი სიტყვები დაუმატეს); ავსტრია-”რაპიდი”(ვენა); ჰოლანდია-”აიაქსი”,”ფეინოორდი”. გერმანია – “შტუტგარტი”, “ბორუსია” (დორტმუნდი) , “შალკე”, “ვერდერი”, “სანქტ-პაული”, “ალემანია”,”მაინცი”, “კაიზერსლაუტერნი”; იაპონია – “ტოკიო”; იტალია – “ჯენოა”, “ვერონა”; ბელგია-”ბრიუგე”,”ანტვერპენი”,”მეხელენი”; ისრაელი-”მაკაბი”(ჰაიფა),”ბეითარი”(იერუსალიმი)

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ავსტრალია ავსტრალია ბრედ ჯონსი
2 მცველი ინგლისი ინგლისი გლენ ჯონსონი
3 მცველი ესპანეთი ესპანეთი ხოსე ენრიკე
4 მცველი კამბოჯა კამბოჯა კოლო ტურე
5 მცველი დანია დანია დანიელ აგერი
6 მცველი ხორვატია ხორვატია დეიან ლოვრენი
8 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი სტივენ ჯერარდი ()
9 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი რიკი ლამბერტი
10 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ფელიპე კოუტინიო
11 ნახევარმცველი მაროკო მაროკო ოსამა ასაიდი
12 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი დანი პაჩეკო
14 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯორდან ჰენდერსონი
15 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი დანიელ სტარიჯი
16 მცველი ურუგვაი ურუგვაი სებასტიან კოატესი
18 მცველი ესპანეთი ესპანეთი ალბერტო მორენო
19 მცველი ესპანეთი ესპანეთი ჩავი მანკილო
20 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი ადამ ლალანა
21 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ლუკას ლეივა
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
22 მეკარე ბელგია ბელგია სიმონ მინოლე
23 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ემრე ჯანი
24 ნახევარმცველი უელსი უელსი ჯო ალენი
29 თავდამსხმელი იტალია იტალია ფაბიო ბორინი
31 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი რაჰიმ სტერლინგი
33 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯონჯო შელვი
34 მცველი ინგლისი ინგლისი მარტინ კელი
36 თავდამსხმელი გერმანია გერმანია სამედ იეჟილი
37 მცველი სლოვაკეთი სლოვაკეთი მარტინ შკრტელი
38 მცველი ინგლისი ინგლისი ჯონ ფლანაგანი
43 მცველი ჩრდილოეთი ირლანდია ჩრდილოეთი ირლანდია რაიან მაკლაულინი
45 თავდამსხმელი იტალია იტალია მარიო ბალოტელი
47 მცველი ინგლისი ინგლისი ანდრე უისდომი
48 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი ჯერომ სინკლერი
50 თავდამსხმელი სლოვენია სლოვენია ლაზარ მარკოვიჩი
51 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯორდან აიბე
52 მეკარე უელსი უელსი დენი ვორდი

განათხოვრებული ფეხბურთელები

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
11 ნახევარმცველი მაროკო მაროკო უსამა ასაიდი (განათხოვრებულია სტოკ სიტიში 2014 წლის, 31 მაისამდე)
25 მეკარე ესპანეთი ესპანეთი პეპე რეინა (განათხოვრებულია ნაპოლიში 2014 წლის, 30 ივნისამდე)
30 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი სუსო (განათხოვრებულია ალმერიაში 2014 წლის, 31 მაისამდე)
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
35 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი კონორ კოადი (განათხოვრებულია შეფილდ იუნაიტედში 2014 წლის, 3 იანვრამდე)
49 მცველი ინგლისი ინგლისი ჯეკ რობინსონი (განათხოვრებულია ბლეკპულში 2014 წლის, 30 ივნისამდე)

ტიტულები

  • ინგლისის ჩემპიონი: 18
    • 1900–01, 1905–06, 1921–22, 1922–23, 1946–47, 1963–64, 1965–66, 1972–73, 1975–76, 1976–77, 1978–79, 1979–80, 1981–82, 1982–83, 1983–84, 1985–86, 1987–88, 1989–90
  • ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული: 7
    • 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006
  • ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული: 8
    • 1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012
  • ინგლისის სუპერთასის მფლობელი: 15
    • 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006
  • ჩემპიონთა თასის/ლიგის გამარჯვებული: 5
    • 1977, 1978, 1981, 1984, 2005
  • უეფას თასის გამარჯვებული: 3
    • 1973, 1976, 2001
  • უეფას სუპერთასის მფლობელი: 3
    • 1977, 2001, 2005

რესურსები ინტერნეტში