იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
*''კიკნაძე რ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 64, თბ., 1980
*''კიკნაძე რ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 64, თბ., 1980


[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]
[[კატეგორია:ლაშქრობები საქართველოში]]

11:11, 9 ივნისი 2015-ის ვერსია

იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში, XV საუკუნის 80-იან წლებში აყ-ყოიუნლუს თურქმანებმა "საღვთო ომის" საბაბით ორგზის ილაშქრეს საქართველოში. 1482 წლის ოქტომბერში იაყუბ ფადიშაჰი სამცხეში შეიჭრა, ალყა შემოარტყა ახალციხეს, ბრძოლით დაიკავა ქალაქი და დიდი ალაფი წაიღო; მეორე თურქმანები აწყურს მიადგნენ. ციხის დამცველები და მაწყვერელი დამორჩილდნენ იაყუბს და აწყურის ციხე ჩააბარეს. ყვარყვარე ათაბაგმა თურქმანებს ხარაჯის მიცემა აღუთქვეს. 1487 წელს იაყუბმა თავისი სარდალი ხალილ-ბეგი გაგზავნა საქართველოში. იგი აქ მთელი წელიწადი აშენებდა ციხეებს და ქართველთა რაზმებს ებრძოდა. 1488 წლის ზამთარში თურქმანთა ლაშქარი დედაქალაქისაკენ დაიძრა. ზარბაზნებით აღჭურვილმა მტერმა ჯერ კოჯრის ციხე აიღო, შემდეგ თბილისს მიადგა, მაგრამ მისი დამორჩილება გაუჭირდა. მეფე კონსტანტინე II-მ თურქმანებს ზავი შესთავაზა. მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა და კონსტანტინე იძულებული გახდა დედაქალაქს გასცლოდა. 1489 წლის თებერავლში თურქმანებმა დაიკავეს თბილისი და იქ თავისი რაზმი ჩააყენეს.

ლიტერატურა

  • კიკნაძე რ., საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV საუკუნის მეორე ნახევარში, „ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, 1964, ტ. 7;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
  • კიკნაძე რ., ქსე, ტ. 5, გვ. 64, თბ., 1980