ვიკიპედია:Microsoft Lumia/საკონკურსო/20150524110323/Microsoft Mobile (Oy): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 15: ხაზი 15:
| პარტნიორი =
| პარტნიორი =
| დარგი = [[ტელეკომუნიკაციის მოწყობილობები]]
| დარგი = [[ტელეკომუნიკაციის მოწყობილობები]]
| პროდუქცია = [[მობილური ტელეფონი|მობილური ტელეფონები]]<br/>სმარტფონები<br/>პლანშეტური კომპიუტერები<br/>მობილურის აპლიკაციები
| პროდუქცია = [[მობილური ტელეფონი|მობილური ტელეფონები]]<br/>[[სმარტფონი|სმარტფონები]]<br/>პლანშეტური კომპიუტერები<br/>მობილურის აპლიკაციები
| შემოსავალი =
| შემოსავალი =
| საწარმოო შემოსავალი =
| საწარმოო შემოსავალი =

უკანასკნელი რედაქცია 16:32, 8 ივნისი 2015-ის მდგომარეობით

„Microsoft Mobile“

ლევან კაცაძე
Microsoft Mobile Oy
ტიპი Osakeyhtiö
(Limited company)
დარგი ტელეკომუნიკაციის მოწყობილობები
დაფუძნდა კეილანიემი, ესპოო, ფინეთი (25 აპრილი, 2014)
სათავო ოფისი ესპოო, ფინეთი
პროდუქცია მობილური ტელეფონები
სმარტფონები
პლანშეტური კომპიუტერები
მობილურის აპლიკაციები
მფლობელი Microsoft Corporation
თანამშრომელი სტივენ ელოპი
ჯო ჰარლოუ
საიტი Microsoft Mobile-ის სმარტფონები

Microsoft Mobile არის მობილური ტელეფონების და მობილური გამოთვლითი მოწყობილობების მწარმოებელი მულტინაციონალური კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფინეთის ქალაქ ესპოოში. ის მთლიანად ეკუთვნის კორპორაცია Microsoft-ს. მისი ძირითადი საქმიანობა არის დამზადება, განვითარება და დისტრიბუცია მობილური ტელეფონების, სმარტფონების, პლანშეტური კომპიუტერებისა და შესაბამისი აქსესუარების.

Microsoft Mobile შეიქმნა მას შემდეგ, რაც Microsoft-მა შეიძინა Nokia-ს მოწყობილობებისა და სერვისების განყოფილება. შეძენის პროცესი 2014 წლის აპრილში დასრულდა. Microsoft-ი ინარჩუნებს Nokia-ს სახელისა და ლოგოს გამოყენების უფლებას ფუნქციურ ტელეფონებზე (feature phones), თუმცა კომპანიას მხოლოდ გარდამავალი ლიცენზია მიეცა Nokia-ს ბრენდის სახელზე.

10 წლიანი ლიცენზიის ხელშეკრულების მიხედვით, Microsoft Mobile-მა მიიღო უფლება რომ გაყიდოს Nokia-ს ბრენდის სახელის ქვეშ მყოფი ის მობილური ტელეფონები, რომელთა პროგრამული უზრუნველყოფა დაფუძნებულია S30+ პლათფორმაზე, რაც მოიცავს ფუნქციურ ტელეფონებს (Feature phone). შეთანხმების მიხედვით, მომავალ "Lumia" სმარტფონებს Nokia ვეღარ გამოუშვებდა საკუთარი ბრენდის სახელით;[1][2] 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომ მომავალი Lumia მოწყობილობები გამოვიდოდა Microsoft-ის სახელითა და ლოგოთი, "Nokia"-ს მაგივრად.[3]

2010 წლიდან გამოსული მობილური ტელეფონების მოკლე სიცოცხლის მქონე ხაზის - Kin-ის შემდეგ, Microsoft Mobile არის Microsoft-ის მეორე სარისკო წამოწყება მობილური ტელეფონების წარმოების ბიზნესში.

Microsoft Mobile-ის სრული სახელი არის Microsoft Mobile Oy. ამ შემთხვევაში "Oy" არის სიტყვა "Osakeyhtiö"-ს შემოკლება, რაც ფინურად ნიშნავს შეზღუდულ კომპანიას (Limited company).

Nokia-ს მოწყობილობების და სერვისების განყოფილების შეძენით, Microsoft-ი ხელახლა შეიჭრა სმარტფონების ბაზარზე, მისი პირველი მცდელობის შემდეგ. პირველი მცდელობა, რომელმაც წარმატება ვერ ჰპოვა, იყო Microsoft Kin, შედეგი კომპანია Danger-ის შესყიდვისა.[4][5]


Microsoft-ს აქვს Nokia-ს სახელის გამოყენების 10 წლიანი ლიცენზია, თუმცა ეს ლიცენზია ეხება მხოლოდ ფუნქციურ ტელეფონებს (Feature phones) რომლებიც მუშაობენ სერია 30, და სერია 30+[6] მობილურ ოპერაციულ სისტემებზე, რომლებიც თავის მხრივ დაფუძნებულია შესაბამისად J2ME და MediaTek ტექნოლოგიებზე.[7][8][9] სამაგიეროდ Lumia-ს მომავალ მოდელებს აწარმოებს პირდაპირ Microsoft-ი.[10]

ამჟამინდელი ტელეფონების სერიები[წყაროს რედაქტირება]

Lumia[წყაროს რედაქტირება]

Microsoft Lumia 535 და Microsoft Lumia 435, რომლებიც მუშაობენ Windows Phone 8.1 პლათფორმაზე.

Lumia არის სენსორული ეკრანის მქონე სმარტფონების და ადრე პლანშეტური კომპიუტერების ხაზი, რომელიც წარადგინეს 2011 წლის ნოემბერში. Lumia-ს ყველა მობილური ტელეფონი მუშაობს Windows Phone ოპერაციულ სისტემაზე, ხოლო Nokia Lumia 2520 მუშაობს Windows RT-ზე. Lumia-ს ერთადერთი პლანშეტი Lumia 2520 წარადგინეს 2013 წლის ნოემბერში და მისი წარმოება მალევე შეწყვიტეს.[11] Lumia წარმოადგენს Microsoft-ის ფლაგმანური ტელეფონების პორტფოლიოს.[12][13]

2014 წლის ოქტომბერში, Microsoft-მა ოფიციალურად გამოაცხადა რომ Nokia-ს ბრენდის პოპულარიზებაზე უკვე აღარ მუშაობდა, და რომ მომავალი Lumia მოდელები იწარმოება Microsoft-ის ბრენდითა და ლოგოთი.[14][15][16][17] 2014 წლის ნოემბერში, Microsoft-მა ხალხს წარუდგინა მისი ბრენდის პირველი ტელეფონი, Microsoft Lumia 535.[18][19] Lumia-ს ხაზის "Nokia"-დან "Microsoft"-ზე რებრენდინგმა არ მოახდინა გავლენა გაყიდვებზე, თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევდა რომ ეს ცვლილება გავლენას მოახდენდა მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე, რადგანაც Nokia დიდი რეპუტაციით სარგებლობდა მისი პროდუქციის გამძლეობის გამო, ხოლო Microsoft-ი შედარებით ახალი იყო მობილური ტელეფონების მომხმარებელთა სივრცეში.[20][21]

2015 წლის თებერვალში Microsoft-მა გამოუშვა Windows 10 (mobile)-ის ოფიციალური ბეტა ვერსია (technical preview) ამ Lumia მოწყობილობებზე: Nokia Lumia 630, Nokia Lumia 635, Nokia Lumia 636, Nokia Lumia 638, Nokia Lumia 730, და Nokia Lumia 830 თანდათანობითი გაუმჯობესებისა და ასევე სხვა მოწყობილობებზე გამოშვების პერსპექტივით.[22] Microsoft-მა აღნიშნა რომ Lumia მოწყობილობების უმრავლესობა განახლდებოდა Windows Phone 8.1-დან Windows 10-მდე. 2015 წლის თებერვალში, ჯო ბელფიორემ (Joe Belfiore) განაცხადა რომ Microsoft-ი მუშაობდა მე-10 ვერსიაზე შედარებით სუსტი (Low-end) მოწყობილობებისთვის - 512 MB RAM-ით, რაც ძირითადაც ეხებოდა Nokia Lumia 520-ს, - მოდელს, რომლის გაყიდვები იმ დროისთვის შეადგენდა გაყიდული Windows Phone მოწყობილობების 24.5%-ს, მაგრამ დადასტურდა რომ Windows 10-ის ყველა ფუნქცია არ ჩაიტვირთებოდა ასეთ მოდელებში.[23][24]

Nokia-ს ბრენდის ქვეშ მყოფი ფუნქციური ტელეფონები (feature phones)[წყაროს რედაქტირება]

Nokia 130, რომელიც მუშაობს Series 30+ პლათფორმაზე.

Microsoft-ი იყენებს Series 30 და Series 30+ პლათფორმებს მისი ფუნქციური ტელეფონებისთვის (feature phone), რომლებიც Nokia-ს სახელით არიან ბრენდირებულნი. ამ მოწყობილობებს ექსკლუზიურად აქვთ T9 კლავიატურა და ყველა აგურის (Candybar) ფორმის კორპუსით არის წარმოდგენილი. ეს მოწყობილობები გათვლილია იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც პირველად აქთ შეხება მობილურ ტელეფონებთან.[25] Windows Phone პლათფომის შექმნის შემდეგ, Microsoft-მა გადაწყვიტა კვლავ აწარმოოს Series 30 და Series 30+ სისტემებზე დაფუძნებული ფუნქციური ტელეფონები, და ამ სიას პირველად დაემატა სწორედ Nokia 130.[26][27] Nokia 130 ვერ უკავშირდება ინტერნეტს, რაც იმას ნიშნავს რომ არ გვაქვს Bing, Outlook, ან Microsoft-ის სხვა მობილური სერვისები, თუმცა ის უზრუნველყოფს ტელეფონისთვის დამახასიათებელ ბევრ ფუნქციას, მაგალითად flashlight, FM radio, USB დატენვა, და ვიდეოს ჩვენება, რომელიც microSD ბარათზე შეგვიძლია შევინახოთ 32GB-მდე, ასევე Bluetooth და USB სხვა მოწყობილობებთან ფაილების გაზიარებისთვის. მართალია Nokia 130-ს არ აქვს ინტერნეტი, მაგრამ 2014 წელს გამოვიდა მისი ძმობილი - Nokia 215, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევიდეთ ინტერნეტში Bing-ით, MSN Weather-ითა და ასევე უკვე დაინსტალირებული Opera Mini აპლიკაციით.[28]

ადრეული ტელეფონების სერიები[წყაროს რედაქტირება]

Nokia X[წყაროს რედაქტირება]

Nokia X მოდელი

2013 წლის სექტემბერში გაცხადდა, რომ Nokia ტესტავდა Android ოპერაციულ სისტემას როგორც Lumia-ზე, ასევე Asha მოწყობილობებზე.[29] 2013 წლის 11 დეკემბერს გაჟღერდა კიდევ ერთი სიახლე, რომ გამოვიდოდა Asha-ს მაგვარი მოწყობილობა, კოდური სახელით: 'Normandy' (Nokia X), და გვამცნობდა რომ მიუხედავად კომპანიის განყოფილების გაყიდვისა, ამ მოწყობილობის წარმოება კვლავ გრძელდებოდა.[30] Nokia X-ის ოჯახი წარადგინეს Mobile World Congress-ზე ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, 2014 წლის თებერვალში. ეს მოწყობილობები გათვლილია განვითარებადი ბაზრისთვის, და მუშაობს Android ოპერაციული სისტემის რედაქტირებულ ვერსიაზე, რომელიც ცნობილია როგორც Nokia X Software Platform. ეს პლათფორმა Microsoft-ის სერვისებში შედის და არ იყენებს Google Play Store-ს. 2014 წლის ივლისში, კომპანიის მემორანდუმში Microsoft-მა განაცხადა რომ ის შეწყვეტს Asha, Series 40, და X ხაზების წარმოებას მთლიანად, რათა გზა დაუთმოს ახალ პროდუქტებს, რომლებიც ახალ ინოვაციურ სისტემაზე, Windows Phone-ზე, იმუშავებენ.

Asha[წყაროს რედაქტირება]

Nokia Asha 501

Asha სერიები მოიცავს ფუნქციურ ტელეფონებსა (feature phones) და დაბალ-ტექნოლოგიურ (low-end) სმარტფონებს, რომლებიც ძირითადად განვითარებადი ბაზრებისთვის არის გამიზნული. ეს არის ნარევი სრულად-სენსორული, ნახევრად სენსორული ("touch and type"), QWERTY, და ტრადიციული T9-კლავიატურის მქონე მოწყობილობებისა. თავდაპირველად Asha მოწყობილობებში ჩატვირთული იყო Nokia-ს ვეტერანი ოპერაციული სისტემა - Series 40. Nokia-მ მოგვიანებით შექმნა Asha platform - კომპანია Smarterphone-ის შეძენის შედეგად. Asha 501, რომელიც 2013 წლის 24 ივნისს გამოვიდა, იყო ამ ახალი ოპერაციული სისტემის პირველი მოწყობილობა, და მას შემდეგ ყველა ახალი Asha მოდელი მუშაობს Asha platform სისტემაზე.[31] 2014 წლის ივლისის თვის განმავლობაში, Microsoft-ის რესტრუქტურიზაციის შედეგად, მოწყობილობების ეს ხაზი გადავიდა "ტექნიკური მომსახურების რეჟიმში" ("maintenance mode"), და მისი წარმოება შეწყდება Nokia X-ისა და Series 40-ის ხაზთან ერთად[32] რათა უფრო მეტი ძალებით შეუდგნენ Windows Phone სმარტფონებისა და Nokia Series 30+ პლათფორმების მქონე ფუნქციური ტელეფონების (feature phones) წარმოებას.

სერია 40[წყაროს რედაქტირება]

Nokia 6300

Series 40, ხშირად შემოკლებულად მოიხსენიებენ როგორც S40, არის კომპიუტერული პლათფორმა და სამომხმარებლო ინტერფეისის (UI) პროგრამა Nokia-ს მრავალ ნახევრად-სმარტფონულ ფუნქციურ ტელეფონებში (feature phones), ასევე კომპანია Vertu-ს ლუქს-ტელეფონების ზოგიერთ მოდელში. ის იყო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონების პლათფორმა და ჩატვირთულია იყო ასობით მილიონ მოწყობილობაში.[33] 2012 წლის 25 იანვარს, Nokia-მ განაცხადა, რომ კომპანიას გაყიდული ჰქონდა უკვე 1.5 მილიარდზე მეტი Series 40 მოწყობილობა.[34] S40-ს ბევრად მეტი ფუნქციები გააჩნია Series 30-თან შედარებით. ეს პლათფორმა არ გამოიყენება სმარტფონებისთვის, Symbian-ისგან და Windows Phone-ისგან განსხვავებით. თუმცა, 2012 და 2013 წლებში, რამდენიმე Series 40 ტელეფონი, Asha-ს ხაზიდან, როგორიცაა 308, 309 და 311, რეკლამირებული იყო როგორც "სმარტფონები" მიუხედავად იმისა რომ მათ რეალურად არ გააჩნდათ სმარტფონის ფუნქციები, როგორიცაა მრავალამოცანიანობა (multitasking) ან სრულფასოვანი HTML ბრაუზერი.[35] 2014 წლის ივლისის თვეში, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ Microsoft-ი შეწყვეტდა Asha, Series 40, და X ხაზების წარმოებას მთლიანად, რათა გზა დაუთმოს ახალ პროდუქტებს, რომლებიც ახალ ინოვაციურ სისტემაზე, Windows Phone-ზე, იმუშავებენ.

მობილურის აქსესუარები[წყაროს რედაქტირება]

ტელეფონების გარდა, Microsoft Mobile ასევე აწარმოებს მობილური ტელეფონების აქსესუარებს, როგორიცაა Bluetooth სიგნალის მქონე Treasure Tag-ები. ახალი მოწყობილობების შეფუთვაში Microsoft-მა დაამატა შვედური კომპანია Coloud-ის ყურსასმენები (headset).[36] 2014 წლის ბოლოს, Microsoft-მა ასევე გამოუშვა ბატარეის პორტაბელური დამტენი, რომელსაც დაერქვა Microsoft Portable Power.[37]

Treasure Tag[წყაროს რედაქტირება]

Treasure Tag (ადრე ერქვა Nokia Treasure Tag) თავდაპირველად შექმნა Nokia-მ 2014 წელს და ის არის NFC და Bluetooth სიგნალების მქონე ბრელოკი (keychain), კომპანიონი გაჯეტი Lumia მოწყობილობებისთვის. ბრელოკი ხელმისაწვდომია ლურჯ, ყვითელ, თეთრ და შავ ფერებში, და აქვს სპეციალური აპლიკაცია Windows Phone Store-ში რათა დაუკავშირდეს Lumia მოწყობილობებს. თუ Treasure Tag-ი მოსცილდება Lumia სმარტფონს, აპლიკაცია გამოაჩენს რუკას (რომელიც იყენებს Nokia HERE-ის რუკებს, და არა Microsoft-ის Bing Maps-ს) რომელზეც მონიშნული იქნება ის ადგილი სადაც ბოლოს დაუკავშირდა სმარტფონი ბრელოკს. თითოეულ Lumia მოწყობილობას შეიძლება შეუერთდეს მაქსიმუმ 4 Treasure Tag. Nokia-მ გაამჟღავნა, რომ არასაფირმო (third party) დეველოპერებსაც შეუძლიათ შექმნან აპლიკაცია Android-ზე და iOS-ზე, რომელიც იმუშავებს Treasure Tag-თან.[38][39]

Treasure Tag Mini (თავდაპირველად ერქვა Nokia Treasure Tag Mini) გამოუშვა Microsoft-მა 2014 წელს, თავდაპირველი Nokia Treasure Tag-ის მემკვიდრის სახით, მასში დამატებულია iOS-ისა და Android-ის (Nokia X მოწყობილობების ჩათვლით) მხარდაჭერა. პირველი თაობის treasure tag-ისგან განსხვავებით, Treasure Tag Mini ხელმისაწვდომია მხოლოდ წითელ და თეთრ ფერებში, მისი ბატარეა შედარებით ცოტა ხანს ძლებს ლოდინის (standby) რეჟიმში, არ აქვს NFC შესაძლებლობები, და ასევე არც შეტყობინების ხმები (notification tones).[40][41]

მობილურის ვიდეო თამაშები[წყაროს რედაქტირება]

Microsoft Mobile აწარმოებს რამდენიმე ვიდეო თამაშს Microsoft Lumia-ს ტელეფონებისთვის, ძირითადი ტენდენცია ამ თამაშებისა არის გარემოს დაცვა.

  • Modern Mayor (ადრე ერქვა Nokia Modern Mayor, ითარგმნება როგორც "თანამედროვე მერი") არის SimCity-ის ტიპის თამაში სადაც მოთამაშე არის შავბნელი და გაჩანაგებული ქალაქის მერი, და მისი მიზანია აღადგინოს და განავითაროს ქალაქი. თამაში აცნობს ადამიანებს თუ რაოდენ ბინძურდება გარემო, და აპლიკაციის შიდა შეძენებით შესაძლებელია პირდაპირ რეალური ქველმოქმედებისთვის თანხის გაღება.[42]
  • Climate Mission (ადრე ერქვა Nokia Climate Mission) და Climate Mission 3D (ადრე ერქვა Nokia Climate Mission 3D) არის მობილურის თამაშები რომლებიც მოთამაშეს აძლევს ცოდნას თუ როგორ შეამციროს ნახშირბადის ნაკვალევი (carbon footprint). ნახშირბადის ნაკვალევი ნიშნავს სათბურის აირების საერთო რაოდენობას, რაც გამოყოფილია ორგანიზაციის, მოვლენის, პროდუქტის ან პიროვნების მიერ. ორივე თამაშს აქვს სამი ძირითადი კატეგორია: ჭიანჭველები; ხეები; და აისბერგები და თითოეული კატეგორია შეიცავს 20 დონეს.[43][44]

კორპორაციული საქმიანობები[წყაროს რედაქტირება]

როდესაც Nokia-ს მოწყობილობებისა და სერვისების ჯგუფი შევიდა Microsoft-ის შემადგენლობაში, Nokia-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO), სტივენ ელოპმა Microsoft Devices-ის (რომელიც შეიცავს სხვა Microsoft Hardware-ის პროდუქტებსაც, როგორიცაა Surface და Xbox) ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა, ახალ საქმეში ელოპს შეუერთდნენ Nokia-ს სხვა ხელმძღვანელებიც: ჯო ჰარლოუ (Jo Harlow) (სმარტ მოწყობილობები), იუჰა პუტკირანტა (Juha Putkiranta) (ოპერაციები), ტიმო ტოიკანენი (Timo Toikkanen) (ფუნქციური ტელეფონები - feature phones), და კრის ვებერი (Chris Weber) (გაყიდვები და მარკეტინგი) რომლებმაც მსგავსი თანამდებობები დაიკავეს Microsoft-ში. Microsoft Devices-მა შთანთქა Nokia-ს ჯგუფების უმეტესობა, მოწყობილობების გუნდებისა და სტუდიების ჩათვლით, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის გუნდები შეერწყა Microsoft-ის შესაბამის გუნდებს.[45] კომპანიის გარდასახვამ დიდი სირთულეების გარეშე ჩაიარა, რადგან ელოპმა თავის დროზე მოახდინა Nokia-ს სტრუქტურის რეორგანიზება, რათა Microsoft-ის სტანდარტებს ადვილად შერწყმოდა.[46]

Nokia-ს ყოფილი ხელმძღვანელებიდან მრავალი შეუერთდა Microsoft-ს სხვადასხვა პროექტებში. ერთერთი მაგალითია პასი საარიკო (Pasi Saarikko) რომელიც გახდა ინჟინერიის მთავარი მენეჯერი Microsoft HoloLens-ის პროექტში.[47]

სათაო ოფისი[წყაროს რედაქტირება]

Microsoft Talo - საჰაერო ხედი

Microsoft Talo არის Microsoft Mobile-ის სათაო ოფისის შენობა (რაც ადრე Nokia Corporation-ს ეკუთვნოდა), რომელიც მდებარეობს ფინეთის ქალაქ ესპოოს სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში - კეილანიემში. ეს ადგილი პირდაპირ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკთანაა იქვე.

შენობას ადრე ერქვა The Nokia House. სამხრეთ ნაწილის ორი ნაგებობა აიგო 1990-იანი წლების ადრეულ ხანებში, ხოლო მესამე, ჩრდილოეთ ნაწილის ნაგებობა აშენდა 2000 წელს. შენობებში დაახლოებით 5000 ადამიანი მუშაობს.

2012 წლის დეკემბერში, Nokia-მ განაცხადა რომ სათაო ოფისის შენობა მიჰყიდა ფინურ ინსტიტუციას - Exilion-ს, €170 მილიონ ევროდ, გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებით.[48]

2014 წლის აპრილში, Microsoft-ის მიერ Nokia-ს მოწყობილობების ბიზნესის შესყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ, შენობას ახალი სახელი დაერქვა: Microsoft Talo. [49][50] სიტყვა "Talo" - ფინურად ნიშნავს სახლს.

აგრეთვე იხილეთ[წყაროს რედაქტირება]

  • Microsoft, მფლობელი კომპანია.
  • Microsoft Kin, Microsoft-ის წინა მცდელობა მობილური ტელეფონების ბაზარზე შესვლისა.
  • Windows 10 Mobile, Microsoft Lumia-ს ოპერაციული სისტემა.
  • Windows Phone, Microsoft Lumia-ს ძველი ოპერაციული სისტემა.
  • Windows Mobile, Microsoft-ის პირველი ოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისთვის.
  • Microsoft Surface, Microsoft-ის პლანშეტური კომპიუტერების სერია.
  • Microsoft Hardware Microsoft-ის ძირითადი ტექნიკა.
  • Nokia, კომპანია, რომელიც ფლობდა მობილური ტელეფონების ამ განყოფილებას.
  1. Microsoft-მა დაასრულა Nokia-ს შეძენა, 2014 წლის 25 აპრილი.
  2. Nokia-ს მოწყობილობებისა და სერვისების ბიზნესი ახლა Microsoft-ის ხელშია, betanews.com, 2014 წლის 25 აპრილი.
  3. Warren, Tom (24 October 2014). „Microsoft Lumia-ს დიზაინი ოფიციალურად ცხადდება Nokia-ს ბრენდის გარეშე“. The Verge.
  4. Kin-ის წარუმატებლობა. InformationWeek (30 June 2010).
  5. მკვდარი ვარდისფერი ტელეფონი. The Register (8 July 2010).
  6. Sawers, Paul (5 January 2015). „Microsoft-მა გამოუშვა Nokia 215, $29 დოლარიანი ფუნქციური ტელეფონი, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომ ინტერნეტ მოწყობილობად ითვლება ჯერჯერობით“. Venture Beat.
  7. Sándor, Nacsa (15 August 2012). „MediaTek-ის ‘ნახევრად-სმარტფონი’“. Lazure.
  8. Foley, Mary Jo (25 April 2014). „Microsoft-ი იღებს კონტროლს Nokia-ს ტელეფონების ბიზნესზე; ასაქმებს 25,000 ახალ თანამშრომელს“. ZDNet.
  9. Lunden, Ingrid (3 September 2013). „Nokia თავისი ბრენდის ლიცენზიას აძლევს Microsoft-ს, მაგრამ კვლავ თავისუფლად შეუძლია კვლავ აწარმოოს მოწყობილობები“. Tech Crunch.
  10. Tung, Liam. (September 5, 2013) აპირებს თუ არა Microsoft-ი შეიტანოს Office-ი და XBox-ი Nokia-ს Asha ტელეფონებში?. CBS Interactive. ციტირების თარიღი: May 9, 2012.
  11. მოკვდა Windows RT? Microsoft-ი წყვეტს Nokia Lumia 2520-ის წარმოებას | ITworld
  12. Wingfield, Nick. (October 22, 2013) Nokia-ს ახალი პლანშეტი გამოდის, Microsoft-თან დადებული ხელშეკრულების მიუხედავად. The New York Times. ციტირების თარიღი: 24 October 2013.
  13. Chang, Alexandra. Nokia World: პირველი Windows პლანშეტი, დიდი Lumia ტელეფონი, და Instagram (როგორც იქნა) | Gadget Lab. Wired.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 October 2013. ციტირების თარიღი: 2013-10-24.
  14. Microsoft Lumia ოფიციალურად Nokia-ს ბრენდის გარეშე იწარმოება. ციტირების თარიღი: 24 October 2014.
  15. Warren, Tom (10 September 2014). „Microsoft-ი კლავს Nokia-ს და Windows Phone ბრენდს“. The Verge. ციტირების თარიღი: 12 September 2014.
  16. „Microsoft-ი კლავს Nokia-ს და Windows Phone-ის სახელებს, ოფიციალური ინფორმაცია“. PC World. ციტირების თარიღი: 12 September 2014.
  17. Microsoft Lumia შეცვლის Nokia-ს ბრენდს. ციტირების თარიღი: 21 October 2014.
  18. Bright, Peter (11 November 2014). „Lumia 535 არის პირველი Microsoft-ბრენდირებული სმარტფონი“. Ars Technica.
  19. Saxena, Anupan (11 November 2014). „Microsoft ბრენდის პირველი სმარტფონი Lumia 535 უკვე გამოვიდა“. The Times of India.
  20. Dasani, Jill (28 January 2015). „AdDuplex-ის სტატისტიკა – Lumia 535 - მასიური ჰიტი ინდოეთში, Lumia 730-იც მიჰყვება კვალდაკვალ“. Nokia the One.
  21. Tre, Tuoi (6 February 2015). „Nokia-ს ტელეფონები კვლავ პოპულარულია ვიეტნამში“. Tuoi Tre News.
  22. Aul, Gabe. გამოდის Windows 10 Technical Preview-ს პირველი Build-ი ტელეფონებისთვის. Microsoft Corporation. ციტირების თარიღი: 12 February 2015.
  23. ჯო ბელფიორე: Windows 10-ის განახლება 512MB RAM-იან ტელეფონებზე. ციტირების თარიღი: 9 February 2015.
  24. Saleem, Hammad (24 March 2015). „Windows Phone-ი 2015 წლის მარტში, ხელმისაწვდომი ფასის მქონე ტელეფონები კვლავ დომინირებენ“. WinBeta.
  25. Tung, Liam, "Microsoftis axali Nokia 130 გაიყიდება $25 დოლარად", ZDNet, August 11, 2014
  26. Trenholm, Rich, "Nokia 130-ის ღირებულება 19 ევრო", CNet, August 11, 2014
  27. Ricknäs, Mikael, "Microsoft still believes in basic phones, launches Nokia 130 for $25", PCWorld, August 11, 2014
  28. გაიცანით Nokia 215: ჩვენი ყველაზე ხელმისაწვდომი ფასის მქონე ინტერნეტ-ტელეფონი. ციტირების თარიღი: January 5, 2015.
  29. Tom Warren. (13 September 2013) Nuclear options: Microsoft-ი ტესტავდა Surface Phone-ს, როდესაც Nokia ექსპერიმენტებს ატარებდა Android-ით. The Verge. Vox Media. ციტირების თარიღი: 23 September 2013.
  30. Nokia-ს Android ტელეფონი
  31. Rigg, Jamie, "Nokia-მ გამოუშვა სენსორული Asha 501 ახალი პლათფორმით", Engadget, May 9, 2013
  32. Microsoft to abandon mobile phones, X-series Android smartphones: internal Jo Harlow memo - BGR, 17 July 2014
  33. Forum Nokia - Nokia Series 40 პლათფომა. Nokia. ციტირების თარიღი: 2010-10-27.
  34. Nokia-მ გაყიდა 1.5 მილიარდზე მეტი Series 40 ტელეფონი. ციტირების თარიღი: 2012-01-25.
  35. Nokia-ს ტელეფონები Asha 308 და 309, Series 40 ტელეფონები. ციტირების თარიღი: 2012-09-25.
  36. Gaskell, Helen (31 March 2015). „Microsoft Lumia 640 XL to make UAE debut at GITEX Shopper“. ITP.net.
  37. Bamburic, Mihaita (2 October 2014). „Microsoft-ის ახალი პორტაბელური დამტენი 6,000 მილიამპერიანი ბატარეით“. Beta News.
  38. Russel, Jon (19 February 2014). „Nokia Treasure Tag არის $30 დოლარიანი Lumia-ს აქსესუარი გაყიდვაში აპრილში გამოვა“. The Next Web.
  39. Haselton, Todd (12 May 2014). „Nokia Treasure Tag - Windows Phone-ის აქსესუარი უკვე ხელმისაწვდომია“. TechnoBuffalo.
  40. Fajardo, JR., Romeo (10 May 2014). „უფრო თხელი წინასთან შედარებით: Microsoft-მა გამოუშვა Nokia Treasure Tag Mini“. Nokia Revolution.
  41. Villamarin, Jenalyn (14 May 2014). „Nokia Treasure Tag Mini WS-10: უფრო თხელი აქსესუარი Nokia Lumia სმარტფონებისთვის მალე ჩაეშვება გაყიდვაში“. International Business Times Australia.
  42. Fedewa, Joe (20 February 2014). „‘Modern Mayor’ არის Nokia-ს პირველი Windows Phone თამაში, რომელიც ძალიან ჰგავს SimCity-ს“. WinSource.
  43. Kee, Edwin (7 June 2011). „Climate Mission 3D – ითამაშე თამაში, გადაარჩინე პლანეტა“. Übergizmo.
  44. Szegedi, Nóra (21 June 2012). „Nokia-მ გამოუშვა ‘Climate Mission 3D’ თამაში ექსკლუზიურად Lumia Windows Phone-ებისთვის“. Xpat Loop.
  45. Huang, Ryan (3 September 2013). „ელოპი უერთდება Microsoft-ის გუნდს“. ZDNet.
  46. Ricker, Thomas (11 February 2011). „Nokia-ს ელოპკალიფსი და Microsoft-ი“. Engadget.
  47. Mäntylä, Juha-Matti (26 January 2015). „გასაოცარი HoloLense-ი“. Talouselämä.
  48. Official: Nokia House-ის საიჯარო გატიდვა. InfaTech (December 4, 2012).
  49. Nokia House-ი ახლა Microsoft-ის ბრენდის ქვეშ არის
  50. Microsoft Talo

რესურსები ინტერნეტში[წყაროს რედაქტირება]