ანაპა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 68: ხაზი 68:


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
{{დსე|Анапа|ანაპა}}
{{დსე|054755|ანაპა}}
== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
{{ქსე|1|428|}}
{{ქსე|1|428|}}

13:23, 8 ივნისი 2015-ის ვერსია

ქალაქი
ანაპა
რუს. Анапа
ფაილი:Anapacenter.jpg
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 44°52′00″ ჩ. გ. 37°22′00″ ა. გ. / 44.86667° ჩ. გ. 37.36667° ა. გ. / 44.86667; 37.36667
მმართველი Q56310610?
დაარსდა 1781
ფართობი 40 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20 მეტრი
მოსახლეობა 81 447 (2019)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 86133
საფოსტო ინდექსი 353440—353458
საავტომობილო კოდი 23, 91
ოფიციალური საიტი anapa-official.ru
ანაპა — რუსეთი
ანაპა

ანაპა (რუს. Анапа) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, კლიმატური და ტალახის კურორტი. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, რკინიგზის სადგური. ტონელნაიადან 33 კმ. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 66 776 ადამიანი. ქალაქის ტერიტორიაზე ჩამოედინება ტოტი ანაპკა. ანაპის ტერიტორიაზე ძველად სინდების დასახლება იყო. ბოსფორის სახელმწიფოსთან შეერთების შემდეგ ანაპას გორგიპია ეწოდებოდა. 1475 წელს დაიპყრეს თურქებმა, 1829 წელს შეუერთდა რუსეთს ადრიანოპოლის ხელშეკრულების საფუძველზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ანაპა გერმანელ დამპყრობთაგან საბჭოთა არმიის სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლა 414-ე წითელდროშოვანმა ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელსაც შემდგომ ანაპის დივიზია ეწოდა.

დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი თბილი ჰავა, რბილი ზამთარი და მზიანი ზაფხული. მზით მკურნალობა, ზღვაში ბანაობა ივნისიდან ოქტომბრამდე, მინერალური შლამის ტალახი, მინერალური წყაროები. წმინდა ქვიშის, განიერი და გრძელი პლაჟი. ჩვენებები: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, გინეკოლოგიური დაავადებანი, სისხლნაკლებობა და სხვა. არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები. სეზონი მთელი წელი.

არის აეროპორტი და რკინიგზის სადგური, საზღვაო პორტი, ავტოვაგზალი, განვითარებული გზატკეცილების ქსელი. ანაპის მახლობლადაა 414-ე ქართული დივიზის დაღუპულ მებრძოლთა ძმათა სასაფლაო.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  1. http://krsdstat.gks.ru/wps/wcm/connect/rosstat_ts/krsdstat/resources/81e08500497abd16af88ff3fbd401489/Оценка+численности_01.01.2019_окончат1.htm