დემოკრიტე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = დემოკრიტე აბდერელი |პორტრ...
(განსხვავება არ არის)

14:50, 30 მაისი 2015-ის ვერსია

დემოკრიტე აბდერელი

დემოკრიტე
დაბადების თარიღი ჩწ.აღ.მდე 460
აბდერა
გარდაცვალების თარიღი ჩწ.აღ.მდე 370
აბდერა
პროფესია ფილოსოფია, მატერიალიზმი

დემოკრიტე (ბერძ.Δημόκριτος; დაახ. 460 ჩწ.აღ.მდე., აბდერა — დაახ. 370 ჩწ.აღ.მდე.) წარმოშობით იყო ქალაქ აბდერიდან. დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, ერთერთი დამფუძნებელი ატომიზმის და მატერიალური ფილოსოფიის, დემოკრიტეს ზედმეტ სახელად მცინარე ფილოსოფოსსაც უწოდებდნენ.

ბიოგრაფია

იმოგზაურა ეგვიპტეში, ბაბილონში, სპარსეთში, არაბეთში, ინდოეთსა და ეთიოპიაში. დემოკრიტე იყო ენციკოპედიური განათლების მქონე ფილოსოფოსი, მას აქვს დაწერილი მრავალი თხზულება, მაგრამ დღემდე შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები.

დემოკრიტეს მოძღვრება

დემოკრიტეს მოძღვრების გამოსავალს წარმოადგენდა ბუნება ე.ი. მრავალ და მოძრავ საგანთა არსებობა. მისი აზრით, საჭიროა სიმრავლის, მოძრაობის, თვალხილული საგნების ახსნა და არა უარყოფა, რასაც ელეტებთან ქონდა ადგილი. თუ პარმენიდე გამოდიოდა გარკვეული აქსიომატური დებულებიდან და შემდეგ ასკვნიდა სიმრავლისა და მოძრაობის არარსებობას, დემოკრიტემ საწინააღმდეგო გზა აირჩია, მიიღო ბუნების - სიმრავლისა და მოძრაობის არსებობა და შეეცადა მათი პირობების მონახვას ანუ მათ ახსნას. თუ არსებობს არარსი მაშინ შეიძლება არსებობდეს მოძრაობა და სიმრავლე, მაგრამ არარსი არ არსებობს, მაშასადამე, არც მოძრაობა და სიმრავლე არ არსებობს, ფიქრობდნენ ელეატები, დემოკრიტე ეთანხმება ელეატებს იმაში, რომ მოძრაობისა და სიმრავლის პირობა არის არარა, სიცარიელე. არ უნდა მტკიცება იმას, რომ მოძრაობა და სიმრავლე არსებობს, ეს არის ფაქტი. თუ არსებობს მოძრაბა და სიმრავლე, მაშინ აუცილებლობით უნდა არსებობდეს მათი პირობა - სიცარიელე, ამით დასაბუთებულია სიცარიელეს არსებობა. რომ არ არსებობდეს სიცარიელე, მაშინ მოძრაობას გასაქანი არ ექნებოდა, ის არ იარსებებდა, რომ არ არსებობდეს სიცარიელე, მაშინ არც სიმრავლე იარსებებდა, რადგან სიმრავლეს ქმნის საზღვარი ერთეულებს შორის,საზღვარი კი სიცარიელეა. არსებობს მოძრაობა და სიმრავლე, მაშასადამე, არსებობს სიცარიელე.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ფილოსოფიის ისტორია.თბილისი.1962წ.