PureView: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
ახალი გვერდი: {{საკონკურსო/მ|სახელი, გვარი = ლევან კაცაძე |ელ.ფოსტა=LeoKac@live.com|სათ... |
No edit summary |
||
ხაზი 30: | ხაზი 30: | ||
== აპები == |
== აპები == |
||
*[http://www.windowsphone.com/s?appid=991cc82e-80d8-4fa0-a929-c6c7e6ea20e8 Rawer - Windows Phone-ის აპი Pureview (dng) ფაილების ნახვისთვისა და რედაქტირებისთვის ] |
*[http://www.windowsphone.com/s?appid=991cc82e-80d8-4fa0-a929-c6c7e6ea20e8 Rawer - Windows Phone-ის აპი Pureview (dng) ფაილების ნახვისთვისა და რედაქტირებისთვის ] |
||
[[კატეგორია:ვიკიპედია:Microsoft Lumia:საკონკურსო სტატიები]] |
|||
[[კატეგორია:ვიკიპედია:Microsoft_Lumia:ავტორები]] |
13:04, 23 მაისი 2015-ის ვერსია
Nokia PureView ეწოდება სხვადასხვა ტექნოლოგიების ერთობლიობას, რომელსაც იყენებენ კომპანია Nokia და ახლა უკვე Microsoft Mobile-იც, მათი უმაღლესი დონის სმარტფონების კამერებისთვის. PureView-ს საუკეთესო მაგალითებია Nokia 808 და Nokia Lumia 1020. ორივე ტელეფონს აქვს ძალიან მაღალი გარჩევადობის (41 MP) მქონე ფოტოსენსორი System on a chip ტიპის ინტეგრირებული მიკროსქემით, რომელსაც გამოსახულების დამუშავების როლი აკისრია, კერძოდ ასრულებს სურათის სკალირებას (Image scaling) Pixel Oversampling-ის ტექნოლოგიით, რაც იძლევა გაუმჯობესებულ ციფრულ ზუმირებას (digital zoom) და შემცირებულ ხმაურს. Pixel Oversampling ტექნოლოგია გულისხმობს იმას, რომ ხდება რამდენიმე ფიქსელის გაერთიანება, რათა შეიქმნას ერთი (სუპერ) ფიქსელი.[1] ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სურათის ხარისხს. ორივე მოწყობილობა აღჭურვილია Xenon flash განათებით, 1080p HD ვიდეო კამერითა და მაღალი გაფართოების მქონე Zeiss-ის სრულად-ასფერული (Aspheric lens) 1-ჯგუფიანი ლინზებით. Nokia 808-სგან განსხვავებით, Nokia Lumia 1020-ს და სხვა Lumia PureView სმარტფონებს აქვს სურათის ოპტიკური სტაბილიზაცია (Optical image stabilization), რაც ახლა უკვე გახდა Lumia PureView სტანდარტის კრებულის წევრი.[2] მიუხედავად ამისა, Nokia 808 მაინც ახდენს კომპენსაციას მისი ექსკლუზიური და კამერასთან დაკავშირებული ფუნქციების წყალობით, როგორიცაა Micro HDMI TV-out შესაერთებელი და ჩაშენებული ვიდეო რედაქტირების პროგრამა.[3]
Microsoft-ის მიერ Nokia-ს ტელეფონებისა და სერვისების ბიზნესის შესყიდვის დეტალების მიხედვით, Microsoft-მა PureView-ს სავაჭრო ნიშანიც შეიძინა.[4]
მოდელები
- Nokia 808 PureView (Symbian)
- Nokia Lumia 830 (Windows Phone 8.1)
- Nokia Lumia 920 (Windows Phone 8)
- Nokia Lumia 925 (Windows Phone 8)
- Nokia Lumia 928 (Windows Phone 8)
- Nokia Lumia 930 (Windows Phone 8.1)
- Nokia Lumia 1020 (Windows Phone 8)
- Nokia Lumia 1520 (Windows Phone 8)
- Nokia Lumia Icon (Windows Phone 8)
აგრეთვე იხილეთ
სქოლიო
- ↑ Nokia, PureView სურათის ტექნოლოგია, გვერდი 4.
- ↑ Nokia Lumia 1020-მა სმატფონების კამერების ახალ საფეხურზე აიყვანა, 12 აგვისტო, 2013.
- ↑ Nokia 808 PureView-ს განხილვა: მობილური გრაფიკის მომავალი, 26 ივნისი, 2012.
- ↑ Microsoft-ის ხელშია ClearBlack, Lumia, PureView და Nokia-ს სხვა სავაჭრო ნიშნები, 16 ივნისი, 2014.
გარე ლინკები / სურათების ნიმუშები
- Google Image: Nokia 808-ის კამერით გადაღებული სურათების ნიმუშები, >20MPix
- Google Image: Nokia 1020-ის კამერით გადაღებული სურათების ნიმუშები, >20MPix