ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28: ხაზი 28:


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მამა მისი სოლომონი ყოფილა ხელოსანი, უნაგირების მკეთებელი. ალექსანდრე მამა ადრე გარდაეცვლია და მისი აღზრდა მთლიანად დასწოლია კისერზე მის დედას მარინეს.
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მამა მისი სოლომონი ყოფილა ხელოსანი, უნაგირების მკეთებელი. 14 წლის იყო ალექსანდრე მამა რომ გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დასწოლია კისერზე მის დედას მარინეს. იმ რთულ პერიოდში როინაშვილების ოჯახს გვერდში დაუდგა დუშეთის გლეხობა, რომელთაც ითავეს როინაშვილზე მიწერილი ყოველგვარი სახაზინო გადასახადის გადახდა. საარქივო მასალებში შემონახულია ერთი საბუთი რომელსაც ხელს აწერს 32 პირი.
{{ციტატა|<center>'''მოწმობა'''</center>

მიეცი ესე მცხოვრებთგნით შტატ გარეთ ქალაქ დუშეთისა მცხოვრებს მასსავე ქალაქისა სახაზინო ყმას ალექსანდრე სოლომონის ძე როინოვს, მას შინა რომელ ხვედრი მისდა სახაზინო ხარჯი და გამოსაღები ვითარცა ფულით ეგრეთვე ბუნებითი მიგვიღია თავსა ზედა ჩვენზედ საუკუნოთ და ვიკვრით ყოველთვის შევიცნოთ სადაც ჯერ არს, ყოვლის უარის უყოფელად, იგივე ალექსანდრე როინოვი განგვითავისუფლებისა საუკუნოთ ამა ხარჯიდამ: ნება აქვს საფუძველსა ზედა რუსეთის კანონისა შევიდეს სასულიეროს წოდებაში ანუ სადაცა კეთილ განიზრახავს.

ვითარცა პირი თავისუფალი, მასზე ხელის მოწერითა ჩვენთა ვემოწმებით.

ქ. დუშეთი. მარტისა დღესა ჩყვა წელსა.

მოსდევს ოცდათორმეტი ხელმოწერა.}}


პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. ანანურის სკოლას მეტსახელად კაზარმების სკოლას ეძახდნენ, რადგანაც იქ მოხვედრილ ბავშვებს ადმინისტრაცია არუსებდა, უკრძალავდა ქართულად ლაპარაკს, ამ სკოლაში ალექსანდრე დიდხანს არ გაჩერებულა. აუტანელი რეჟიმის გამო მან თავი დაანება სასწავლებელს და სახლში ბრუნდა. ხელმოკლეობისაგან შევიწროებულმა დედამ ის ქალაქ [[ვლადიკავკაზი|კავკავში]] წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე დაანება თავი ვაჭრობას და თბილისში ჩამოვიდა.
პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. ანანურის სკოლას მეტსახელად კაზარმების სკოლას ეძახდნენ, რადგანაც იქ მოხვედრილ ბავშვებს ადმინისტრაცია არუსებდა, უკრძალავდა ქართულად ლაპარაკს, ამ სკოლაში ალექსანდრე დიდხანს არ გაჩერებულა. აუტანელი რეჟიმის გამო მან თავი დაანება სასწავლებელს და სახლში ბრუნდა. ხელმოკლეობისაგან შევიწროებულმა დედამ ის ქალაქ [[ვლადიკავკაზი|კავკავში]] წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე დაანება თავი ვაჭრობას და თბილისში ჩამოვიდა.

12:24, 17 აპრილი 2015-ის ვერსია

ალექსანდრე როინაშვილი
დაბადების თარიღი 1846
დუშეთი
გარდაცვალების თარიღი 1898
თბილისი
ეროვნება ქართველი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
პროფესია ფოტოგრაფი

ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი (ასევე ცნობილი მისი რუსიფიცირებული სახელით ალექსანდრ როინოვი, რუს. Russian: Александр Соломонович Роинов) (დ. 1846, დუშეთი — გ. 11 მაისი, 1898, თბილისი) — პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი.[1][2]

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მამა მისი სოლომონი ყოფილა ხელოსანი, უნაგირების მკეთებელი. 14 წლის იყო ალექსანდრე მამა რომ გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დასწოლია კისერზე მის დედას მარინეს. იმ რთულ პერიოდში როინაშვილების ოჯახს გვერდში დაუდგა დუშეთის გლეხობა, რომელთაც ითავეს როინაშვილზე მიწერილი ყოველგვარი სახაზინო გადასახადის გადახდა. საარქივო მასალებში შემონახულია ერთი საბუთი რომელსაც ხელს აწერს 32 პირი.

ვიკიციტატა
მოწმობა

მიეცი ესე მცხოვრებთგნით შტატ გარეთ ქალაქ დუშეთისა მცხოვრებს მასსავე ქალაქისა სახაზინო ყმას ალექსანდრე სოლომონის ძე როინოვს, მას შინა რომელ ხვედრი მისდა სახაზინო ხარჯი და გამოსაღები ვითარცა ფულით ეგრეთვე ბუნებითი მიგვიღია თავსა ზედა ჩვენზედ საუკუნოთ და ვიკვრით ყოველთვის შევიცნოთ სადაც ჯერ არს, ყოვლის უარის უყოფელად, იგივე ალექსანდრე როინოვი განგვითავისუფლებისა საუკუნოთ ამა ხარჯიდამ: ნება აქვს საფუძველსა ზედა რუსეთის კანონისა შევიდეს სასულიეროს წოდებაში ანუ სადაცა კეთილ განიზრახავს.

ვითარცა პირი თავისუფალი, მასზე ხელის მოწერითა ჩვენთა ვემოწმებით.

ქ. დუშეთი. მარტისა დღესა ჩყვა წელსა.

მოსდევს ოცდათორმეტი ხელმოწერა.“

პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. ანანურის სკოლას მეტსახელად კაზარმების სკოლას ეძახდნენ, რადგანაც იქ მოხვედრილ ბავშვებს ადმინისტრაცია არუსებდა, უკრძალავდა ქართულად ლაპარაკს, ამ სკოლაში ალექსანდრე დიდხანს არ გაჩერებულა. აუტანელი რეჟიმის გამო მან თავი დაანება სასწავლებელს და სახლში ბრუნდა. ხელმოკლეობისაგან შევიწროებულმა დედამ ის ქალაქ კავკავში წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე დაანება თავი ვაჭრობას და თბილისში ჩამოვიდა.

მისი თბილისში წამოსვლის შესახებ ორი ცნობა არსებობს: პირველი ცნობის მიხედვით, რომელსაც გვაწვდის ვასილ როინაშვილი თავის მოგონებაში, ახალგაზრდა ალექსანდრე ვიღაც მეფურგუნის დახმარებით კავკავიდან გაპარულა თბილისში. დედას რომ არ შეეტყო მისი გაპარვა, თავის მშობლიურ დუშეთში არც კი შეუვლია.

დიდ ქალაქში მოხვედრილ ახალგაზრდა ალექსანდრეს მნიშვნელობა არ ჰქონდა ვისთან მოეწყობოდა შეგირდად — დერციკთან თუ ხარაზთან ოღონდაც კი სამუშაო ეშოვნა და რაიმე ხელობა შეესწავლა. სამუშაო ვერსად ვერ უშოვნია ბოლოს ოქრომჭედლების ქუჩაზე ერთ მკერავთან შესულა, იქაც რომ უარი მიუია გულდაწყვეტილი გამობრუნებულა. ამ დროს ის შეუჩერებია ერთ მუშტარს და ვინაობა გამოუკითხვია. უცნობს წინადადება მიუცია მისთვის წაყოლოდა მას და აღუთქვამს მისთვის ხელობის შესწავლა ასევე მისი შენახვა.

შემდეგში უცნობი გამომდგარა ვინმე ხლამოვი, ხელობით ფოტოგრაფი და იმავე დროს ფერმწერი მხატვარი. მას დიდძალი დაკვეთები ჰქონდა ეკლესიის ხატებზე ჩრდილოეთ კავკასიიდან.

მეორე ცნობის მიხედვით, კავკავიდან წამოყვანილი 14 წლის ახალგაზრდა თბილისში მოუყვანიათ ნათესავ მღვდელთან ცამციევთან, რომელსაც ის მოუწყვია ცნობილ ფოტოგრაფ ხლამოვთან[3].

რაიმე ხელობის შესწავლა იმ დროს არ იყო ადვილი საქმე, მით უმეტეს ფოტოგრაფიისა. ყოველი ფოტოგრაფი ცდილობდა სხვისთვის არ გადაეცა თავისი ხელობის საიდუმლო.

ოთხი-ხუთი წლის მუშაობის შემდეგ ნიჭიერი ალექსანდრე ხლამოვის მარჯვენა ხელი ხდება. 1860-1865 წლებში ის ხლამოვის დახმარებით ტფილისში სასახლის ქუჩაზე (რუსთაველის პროსპექტი), ქართველი მედსენატის დავით სარაჯიშვილის ძველ სახლში გახსნა თავისი პირველი ფოტო-სახელოსნო. როგორც თბილისის გუბერნატორის კანცელარიის განსაკუთრებულ მინდობილობათა მოხელის აღწერილობიდან ჩანს (რომელსაც დავალებული ჰქონდა სტამბების, წიგნის მაღაზიების, ბიბლიოთეკების, ფოტოატელიების და სხვათა აღრიცხვა), თბილისში მრავალი არაქართველი ფოტოგრაფი ყოფილა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო ქართველთაგან პირველ ფოტოგრაფად, რომელსაც თავისი საკუთარი სახელოსნო ჰქონდა იყო ალექსანდრე როინაშვილი.

მის შესახებ როინაშვილის თანამედროვე მოსე ჯანაშვილი წერდა:

ვიკიციტატა
„ა. როინაშვილი მიებარა ერთ კეთილ „მესურათხატეს“, ისწავლა მისგან ხატვა. მასწავლებელმა გაგზავნა ის „სურათხატების“ გადასაღებად კახეთს, ნუხას, ბაქოს, დაღესტანს, კავკავს, ოსეთს, იმერეთს, სამცხეს, ქართლს და სხვა. „მესურათხატემ“ მადლობა უთხრა მას და მან შეისყიდა მისგან სასურათხატო.

შემდეგ გაანახლა „სასურათხატო“ და მის კარიბჭეზე ეწერა: ა. როინაშვილი. მოაწყდა ქალი და კაცი, ვისაც სურდა ეხილა მხატვრობა თავისი სახისა, მხატვრობა კოხტად, ლამაზად და ღირსეულის ხელოვნებით გადაღებული.

გაძლიერდა მუშაობა მთიული გლეხის შვილებისავე თანამონაწილეობით. „სასურათხატომ“ გადაიღო სახეები საქართველოს წარჩინებულ მეფეებისა, მწერლებისა, მღვდელ-მთავრებისა სურათები შესანიშნავ ადგილებისა, ტაძრებისა, ციხეებისა, მხატვრობანი ხატთა, სამკაულთა, ქანდაკებათა, ფულთა; გადაიღო ყოველივე ეს და თვის „სასურათხატოს“ შესთვისა ნაციონალური იერი[4].“

ქართული ისტორიული ძეგლების განადგურებამ, სამუზეუმო ნივთების აღვირახსნილმა მიტაცებამ, რის მოწმეც თავად როინაშვილი იყო, ის იმ დასკვნამდე მიიყვანა რომ მხოლოდ ფოტოგრაფიით შეიძლებოდა უტყუარი დოკუმენტური მასალის შემონახვა და დაცვა, უცხოეთში გატანა და ჩვენება იმისა, რისი პატრონი და შემქმნელი იყო ქართველი ერი თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. „ისტორიულ ნივთებს გვპარავენ, ძეგლები ინგრევა, ცხოვრება წინ მიდის, ადამიანის ყოფა-ცხოვრება იცვლება, ფოტოსურათები მაინც დარჩეს წარსულის საბუთადო“ — ამბობდა ხოლმე როინაშვილი.

ალექსანდრე როინაშვილს არ გამორჩენია თითქმის არც ერთი მისი თანადროული საზოგადო მოღვაწე (მწერალი, პოეტი, არტისტი, ისტორიკოსი და სხვა.), რომელთა ფოტოსურათი არ გადაეღოს. მის მიერ არის გადაღებული ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, ნ. ცხვედაძე, დ. კიფიანი, ლ. მესხიშვილი, ილია ხონელი, პ. კარბელაშვილი, ე. ჩერქეზიშვილი, თ. რაზიკაშვილი, დუტუ მეგრელი, დ. ჩუბინაშვილი, ან. ფურცელაძე, ვ. გუნია, ია ეკალაძე, ნინო ორბელიანი, მამია გურიელი და სხვები.

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შოთა რუსთაველის პორტრეტის დაბეჭდვაც რადგანაც მისი სახება ისევე როგორც ვეფხისტყაოსნის ბევრი ხელნაწერითითქმის უკვალოდ განადგურებულიყო დროთა განმავლობაში.

ვიკიციტატა
„უფალი როინოვის ფოტოგრაფიაში ჩვენ ვნახეთ ახლად გადაღებული სურათი შოთა რუსთაველისა. სურათი ფრანცუზულ გამოცემიდან „Caucase puttore due“-დან არის გადმოხატული[5].“

ა. როინაშვილი არა მარტო მის თანამედროვე მოღვაწეების სურათებს იღებდა და ნეგატივებს უნახავდა მომავალ თაობებს, არამედ თავგამოდებით ეძებდა ძველ მხატვრული პირების სურათებს, რათა ფოტორეპროდუქციის საშუალებით დაღუპვისაგან გადაერჩინა და, ამავე დროს, საზოგადოებაში გაევრცელებინა.

ვიკიციტატა
„უფ. ფოტოგრაფი როინოვი გვთხოვს გამოვაცხადოთ, რომ იმას ჰსურს ფოტოგრაფიით გადაიღოს ძველი ქართველი შესანიშნავი პირების სურათები, როგორც მწერლებისა, აგრეთვე მამულისათვის მოღვაწე გმირებისაო, და ამის გამო ის უმორჩილესად სთხოვს საზოგადოებას, ვისაც კი ამისთანა პირის სურათი აქვს, გამოუგზავნოს იმას, დროებით ფოტოგრაფიით გადასაღებად, რომლის შედეგაც დიდის მადლობით დავაბრუნებთ ისევაო[6]

1880 წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. დაახლოებით ერთ წლამდე ის კახეთში მუშაობდა, იღებდა ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. 1881 წლიდან ის დაღესტანში გადადის სადაც რვა წელი იმუშავა. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.

1885 წლის 2 დეკემბერს ის დაღესტნიდან წერილს სწერს ცნობილ ქართველ ისტორიკოსს დიმიტრი ბაქრაძეს.

ვიკიციტატა
„... დღეს ერთი თვეა რაც დავბრუნდი დაღესტანში მოგზაურობიდან, სადაც თითქმის მთელი ზაფხული ვმოგზაურობდი და ბევრი კარგი ხედები გადავიღე. გარდა ხედებისა, დარესტანში მცხოვრებლებთაგან ვიყიდე ოცდაატამდინ ძლიერ კარგი და შესანიშნავი ნივთები... გიგზავნით ორ სურათსა, რომელნიც ადგილობრივ მე გამოვხატე. კუბაჩის ძველი მეჩეის კედლებიდგანა და რომელიც ნამდვილს ამტკიცებს, რომელიც ნამდვილს ამტკიცებს, რომ ეს მეჩეთი ოდესმე ყოფილა ქრისტიანთა ეკლესია... ბატონო დიმიტრი! ახლა ორიოდე სიტყვა მინდა მოგახსენოთ ჩემს მოგროვილ ნივთებზე და ჩემს განზრახვაზედ. ამგვარ ნივთების შეძენა და მოპოება ისე მეხალისება და ისე მიყვარს, რომ თითქმის ყველაფერს ნაკლებულობას დიდის სიამოვნებით ავიტან ხოლმე ოღონდ კი შევიძინო და შევმატო რამე ჩემს კოლექციასა. ამგვარი ხასიათის წყალობით დღეს თითქმის ექვსასი ნაჭერი ნივთი შევიძინე და ვაპირებ მოძრავი მუზეუმის გამართვას. ამგვარი მუზეუმის შედგენა მისთვის განვიზრახე, რომ მინდა ჩემი სიცოცხლის შემდეგ დავუტოვო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; საიდგანაც ექნება მუდმივი შემოსავალი თუ საქმეს კარგად აწარმოებს...“

მოძრავი მუზეუმის გამართვას ალ. როინაშვილი 1887 წლიდან შეუდგა. "კავკასიური მუზეუმის" გამოფენები მოეწყო თემირხანშურაში, ასტრახანში, მოსკოვსა და პეტროგრადში. იგი შედგებოდა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური განყოფილებებისაგან. წარმოდგენილი იყო ათასზე მეტი ფოტოსურათი.

1889 წელს ალ. როინაშვილი თბილისში ბრუნდება საბოლოოდ სადაც მან გააგრძელა ქართული კულტურაზე ზრუნვა და პოპულარიზაცია. როინაშვილს თბილისში სამი ფოტო-ატელიე ეკუთვნოდა. ალექანდრე როინაშვილი იყო იმ პირველთაგანი რომელიც იღწვოდა რომ თბილისში გახსნილიყო ეროვნული მუზეუმი, სადაც თავს მოიყრიდა და შეინახებოდა კავკასიის ეთნოგრაფიული მასალა ნათ შორის კი მის მიერ ოცი წლის მანძილზე დაგროვილი უნიკალური მასალა. 1886 წლის 22 მაისს თავისი ნაღვაწი სანოტარო წერილით უანდერძა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მთელი მისი ქონება: ფოტოგრაფიული სახელოსნები, ნეგატივები, აპარატები, ფოტო სურათები, არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები, აგრეთვე კაპიტალი და მოძრავი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ გადადიოდა საზოგადოების საკუთრებაში. იქედან გამომდინარე რომ საზოგადოებას არ გააჩნდა შენობა სადაც მუზეუმს განათავსებდა მან თხოვნით მიმართა ზუბალაშვილს შეეწირა მათთვის მიწა მუზეუმისათვის. არქიტექტორ პ.ფ. შტერნს შეადგენინა შენობის პროექტი.

1898 წლის 11 მაისს ალექსანდრე როინაშვილი მოუკოდნელად გარდაიცვალა. მისი ნეშტი დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.

1905 წელს ფოტოსახელოსნო ა. როინაშვილის მიერ გადაღებულ ნეგატივებთან ერთად გადავიდა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის საკუთრებაში. 11 წლის შემდეგ ერმაკოვიც გარდაიცვალა. ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით, რომელიც სპეციალურად გაემგზავრა ქ. ბაქოში ქართველი მრეწველებისაგან ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ა. როინაშვილის ნეგატივების ჩათვლით შეიძინა ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ თბილისის უნივერსიტეტთან ერთობლივად.

პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ალ. როინაშვილის საფლავის ქვაზე დიდუბის პანთეონში ამოკვეთილია:

ვიკიციტატა
სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს

ალექსანდრე როინაშვილს

1846-1898

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

ფოტოკატალოგი

როინაშვილი კაბინეტური ფოტოების გარდა იღებდა კავკასიაში ჩვეულ კატალოგურ ფოტოებსაც. როინაშვილის შემთხვევაში ფოტოზე დატანილი იყო ფოტოს რიგითი ნომერი, აღწერა და თავად ფოტოგრაფის ხელმოწერა «А. Роиновъ». დიმიტრი ერმაკოვი რომელიც მოგვიანებით გამოჩნდა ფოტოხელოვანთა სარბიელზე, იყო ის პიროვნება რომელმაც აღნიშნული კატალოგიზაცია სრულყო და დახვეწა.

ქვემოთ გთავაზობთ როინაშვილის კატალოგს, რომელიც მომავალში სულ უფრო შეივსება. აღნიშნული კატალოგი პირველად დგება, რადგანაც აღნიშნული კატალოგი მარტო ერმაკოვის ფოტოებზე არსებობდა აქამდე.

# რუსულ (ორიგინალი)/ქართული სახელწოდება
1 Крепость и ботанический сад
თბილისი. ნარიყალას ციხე და ბოტანიკური ბაღი
6 Дворцовая улица
33 Ботанический сад
36 Воронцовский мост
38 Авлабарский мостъ (ფოტო)
თბილისი. ავლაბრის ხიდი
39 Банная улица
44 Общий видъ Тифлиса
45 Общий видъ Тифлиса
46 Общий видъ Тифлиса
47 Эриванская площадь
52 Тифлисъ. Верииский мостъ и видъ Тифлиса
53 Тифлисъ. Вокзалъ
55 Общий видъ Тифлиса
56 Тифлисъ. Верииские сады (ფოტო)
თბილისი. ვერის ბაღები
302 Монастырь Вардзиа
305 Монастырь Вардзиа
306 Монастырь Вардзиа
307 Монастырь Вардзиа
309 Монастырь Вардзиа
312 Монастырь Сафара (ფოტო)
საფარის მონასტერი
323 Кресты Гелатской церкви
324 Ацхури
325 Церковь Самтависи (ფოტო)
სამთავისის ტაძარი

ლიტერატურა

  • „ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწე“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 15 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1968 წელი. — გვ. 67-72
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Hannavy, John (2008), Encyclopedia of Nineteenth-century Photography, p. 494. CRC Press, ISBN 0-415-97235-3.
  2. საქართველოს ფოტოგრაფიის მუზეუმი
  3. გაზეთი „კავკაზის“ დამატება ნეკროლოგი ა. როინაშვილის შესახებ. 1898 წ. №125
  4. გაზეთი „ივერია“, № 101, 1898.
  5. გაზეთი „დროება“, 1875 წელი
  6. გაზეთი „დროება“, 1879 წ. №6, გვ.3.