იაპონური კანჯის კომპეტენციათა ტესტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ოფიციალური ვებგვერდი → ოფიციალური საიტი using AWB
ხაზი 107: ხაზი 107:
გამოცდის საგანი:
გამოცდის საგანი:


* [[კანჯი]], კოლეჯის (უმაღლესი სკოლა (High School) 12-ე კლასის განმავლობაში უნდა შეისწავლიან: ყველა 1945 სტანდარტული კანჯის წერისა და კითხვის უნარი , 284 მნიშვნელოვანი სახელის გამომხატველი კანჯი, ([[ჯინმეიო კანჯი]]).
* [[კანჯი]], კოლეჯის (უმაღლესი სკოლა (High School) 12-ე კლასის განმავლობაში უნდა შეისწავლიან: ყველა 1945 სტანდარტული კანჯის წერისა და კითხვის უნარი, 284 მნიშვნელოვანი სახელის გამომხატველი კანჯი, ([[ჯინმეიო კანჯი]]).
* ონ- და კუნ-წაკითხვა და წინადადებების შედგენის უნარი.
* ონ- და კუნ-წაკითხვა და წინადადებების შედგენის უნარი.
* განსაკუთრებული და უჩვეულო კანჯის წაკითხვები.
* განსაკუთრებული და უჩვეულო კანჯის წაკითხვები.

12:10, 1 აპრილი 2015-ის ვერსია

იაპონური კანჯის კომპეტენციათა ტესტი, ანუ კანჯი კენტეი არის გამოცდის ერთ-ერთი ტიპი იაპონიაში, რომელმაც უნდა გამოავლინოს გამოსაცდელ პირთა ცოდნა-უნარები კანჯიში. კანჯი კენტეი ზოგჯერ შემოკლებული ფორმითაც, – „კანკენ“ გვხვდება, მაგრამ ამ ტესტის სრული იაპონური სახელი არის „ნიჰონ კანჯი ნორჲოკუ კენტეი შიკენ“ [Nihon kanji nōryoku kentei shiken] 日本漢字能力検定試験 და იგი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც იაპონური კანჯის კომპეტენციების ტესტი.

გამოცდის ზოგადი დახასიათება

კანჯი კენტეი თავის დროზე იაპონელთათვის შეიმუშავეს, მაგრამ ბოლო ხანებში ეს ტესტის დიდი პოპულარობით ასევე იაპონური ენის უცხოელ შემსწავლელთა შორისაც.

გამოცდა სირთულის მიხედვით 12 საფეხურისაგან შედგება, რომელთაგან ყველაზე დაბალი 10-ე საფეხურია, ხოლო უმაღლეს საფეხურს დონე 1 წარმოადგენს. ტესტის მეშვეობით ხდება გამოსაცდელ პირთა შემოწმება კანჯის ცოდნაში, ანუ კანჯის წერა, კითხვა, მნიშვნელობათა გაგება, და მათი მართებულად გამოყენება წინადადების შედგენის პროცესში. დიდი ყურადღება ექცევა აგრეთვე ტირეების თანმიმდევრობისა წესისამებრ დაცვასა და მათი რაოდენობის სიზუსტეს.

გამოცდის ხანგრძლივობა 60 წუთია. გამოცდის სწორი პასუხების რაოდენობა უნდა იყოს დაახლ. 80 % მაინც.

გამოცდის საფეხურები

საფეხური 10

გამოცდის საგანი:

  • 80 კანჯი , რომელსაც დაწყებითი სკოლის პირველ წელს შეასწავლიან. იხილეთ კანჯის 10-ე დონე.

საფეხური 9

გამოცდის საგანი:

  • 240 კანჯი, რომელთაც დაწყებითი სკოლის მეორე წლის ბოლომდე შეასწავლიან. იხილეთ კანჯის 9-ე დონე.

საფეხური 8

გამოცდის საგანი:

  • 440 კანჯი , რომელთაც დაწყებითი სკოლის მესამე წლის ბოლომდე შეასწავლიან, ონ- და კუნ-წაკითხვების ჩათვლით, ტირეების რაოდენობა, წერის უნარი, ანუ ნიშანთა წინადადებაში გამოყენების უნარი, და რადიკალების სახელები.

საფეხური 7

გამოცდის საგანი:

  • 640 კანჯი, რომელთაც დაწყებითი სკოლის მეოთხე წლის ბოლომდე შეასწავლიან, ონ- და კუნ-წაკითხვების ჩათვლით, ტირეების რაოდენობა, წერის უნარი, ანუ ნიშანთა წინადადებაში გამოყენების უნარი, და რადიკალების სახელები.
  • საპირისპირო სიტყვა-წყვილები.
  • ერთნაირად მჟღერი სიტყვების (ჰომოფონია) გარჩევა ერთმანეთისაგან.
  • იდიომატური გამოთქმები და კანჯით შედგენილი (რთული) სიტყვები.

საფეხური 6

გამოცდის საგანი:

  • 825 კანჯი , რომელთაც დაწყებითი სკოლის მეხუთე წლის ბოლომდე შეასწავლიან, ონ- და კუნ-წაკითხვების ჩათვლით, ტირეების რაოდენობა, წერის უნარი, ანუ ნიშანთა წინადადებაში გამოყენების უნარი, და რადიკალების სახელები.
  • საპირისპირო სიტყვა-წყვილები.
  • ერთნაირად მჟღერი სიტყვების (ჰომოფონია) გარჩევა ერთმანეთისაგან.
  • იდიომატური გამოთქმები და კანჯით შედგენილი (რთული) სიტყვები.

საფეხური 5

გამოცდის საგანი:

  • 1006 კანჯი, რომელთაც დაწყებითი სკოლის მეექვსე წლის ბოლომდე შეასწავლიან, ონ- და კუნ-წაკითხვების ჩათვლით, ტირეების რაოდენობა, წერის უნარი, ანუ ნიშანთა წინადადებაში გამოყენების უნარი, და რადიკალების სახელები.
  • საპირისპირო სიტყვა-წყვილები.
  • ერთნაირად მჟღერი სიტყვების (ჰომოფონია) გარჩევა ერთმანეთისაგან.
  • იდიომატური გამოთქმები და 4 კანჯისაგან შედგენილი (რთული) სიტყვები.
(მეხუთე საფეხური დაახლ. შეესაბამება კანჯის ცოდნის უნარს, რომელიც საჭიროა ჯეჲ-ელ-ფი-თი-ს ჩასაბარებლად.)

საფეხური 4

გამოცდის საგანი:

  • წერა-კითხვა: დაახლ. 1300 ნიშნის წაკითხვის უნარი, დაახლ. 900 ნიშნის წერის უნარი.
  • საპირისპირო სიტყვა-წყვილებისა და სინონიმების ცოდნა.
  • ერთნაირად მჟღერი სიტყვების (ჰომოფონია) გარჩევა ერთმანეთისაგან.
  • იდიომატური გამოთქმები და 4 კანჯისაგან შედგენილი (რთული) სიტყვები.
  • რადიკალები და კანჯის ლექსიკონის გამოყენება.
(მეოთხე საფეხური დაახლ. შეესაბამება კანჯის ცოდნის უნარს, რომელიც საჭიროა ჯეჲ-ელ-ფი-თი-ს პირველი საფეხურის ჩასაბარებლად.)

საფეხური 3

გამოცდის საგანი:

  • 1006 კანჯი, რომელთაც დაწყებითი სკოლის მეექვსე წლის ბოლომდე შეასწავლიან, და დამატებით 600 სტანდარტული კანჯი.
  • ონ- და კუნ-წაკითხვა.
  • წინადადებებში მათი გამოყენების უნარი.
  • დაახლ. 1600 ნიშნის წაკითხვა და გაგება.
  • განსაკუთრებული და უჩვეულო კანჯის წაკითხვები.
  • „ატეჯი“ (当て字)
  • საპირისპირო სიტყვა-წყვილებისა და სინონიმების ცოდნა.
  • ერთნაირად მჟღერი სიტყვების (ჰომოფონია) გარჩევა ერთმანეთისაგან.
  • იდიომატური გამოთქმები და 4 კანჯისაგან შედგენილი (რთული) სიტყვები.
  • რადიკალები და კანჯის ლექსიკონის გამოყენება.

საფეხური პრე-2

გამოცდის საგანი:

  • კანჯი, რომელთაც სკოლის მეორე საფეხურზე (საშუალო სკოლა), 9-ე კლასში შეასწავლიან.
  • ონ- და კუნ-წაკითხვა.
  • კანჯის წინადადებებში გამოყენების უნარი.
  • ყველა 1945 სტანდარტული კანჯის წაკითხვა და გაგება.
  • განსაკუთრებული და უჩვეულო კანჯის წაკითხვები.
  • „ატეჯი“.
  • საპირისპირო სიტყვა-წყვილებისა და სინონიმების ცოდნა.
  • ერთნაირად მჟღერი სიტყვების (ჰომოფონია) გარჩევა ერთმანეთისაგან.
  • განსაკუთრებული შედგენილის სიტყვები.
  • კომპლექსური რადიკალები.

საფეხური 2

გამოცდის საგანი:

  • კანჯი, კოლეჯის (უმაღლესი სკოლა (High School) 12-ე კლასის განმავლობაში უნდა შეისწავლიან: ყველა 1945 სტანდარტული კანჯის წერისა და კითხვის უნარი, 284 მნიშვნელოვანი სახელის გამომხატველი კანჯი, (ჯინმეიო კანჯი).
  • ონ- და კუნ-წაკითხვა და წინადადებების შედგენის უნარი.
  • განსაკუთრებული და უჩვეულო კანჯის წაკითხვები.
  • „ატეჯი“
  • საპირისპირო სიტყვა-წყვილებისა და სინონიმების ცოდნა.
  • ჰომოფონების ერთმანეთისაგან გარჩევა.
  • განსაკუთრებული შედგენილი სიტყვები.
  • კომპლექსური რადიკალები და შედგენილი კანჯი.

საფეხური პრე-1

გამოცდის საგანი:

  • წერა-კითხვა: დაახლ. 3000 კანჯი, მათი ონ- და კუნ-წაკითხვებითურთ.
  • კანჯის გამოყენება წინადადებებში.
  • განსაკუთრებული და უჩვეულო კანჯის წაკითხვები.
  • „ატეჯი“
  • საპირისპირო სიტყვა-წყვილებისა და სინონიმების ცოდნა.
  • ჰომოფონების ერთმანეთისაგან გარჩევა.
  • განსაკუთრებული შედგენილი სიტყვები.
  • კომპლექსური რადიკალები.
  • კანჯი, რომლებიც მხოლოდ იაპონურში არის.
  • კლასიკური იაპონური ანდაზები/იდიომატიკა.

საფეხური 1

გამოცდის საგანი:

  • წერა-კითხვა: დაახლ. 6 000 კანჯის ონ- და კუნ-წაკითხვა.
  • კანჯის გამოყენება წინადადებებში.
  • განსაკუთრებული და უჩვეულო კანჯის წაკითხვები.
  • „ატეჯი“
  • საპირისპირო სიტყვა-წყვილებისა და სინონიმების ცოდნა.
  • ჰომოფონების ერთმანეთისაგან გარჩევა.
  • განსაკუთრებული შედგენილი სიტყვები.
  • კომპლექსური რადიკალები.
  • კანჯი, რომლებიც მხოლოდ იაპონურში არის.
  • კლასიკური იაპონური ანდაზები/იდიომატიკა.
  • ტოპონიმიკა.
  • თანამედროვე და ძველი ნიშნების ფორმათა ცნობის უნარი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში