ლევან ჩარკვიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11: ხაზი 11:
იყო ევროპის გინეკოლოგ–ონკოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს გინეკოლოგ–ონკოლოგთა საზოგადოებისა და
იყო ევროპის გინეკოლოგ–ონკოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს გინეკოლოგ–ონკოლოგთა საზოგადოებისა და
საქართველოს ონკოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე.
საქართველოს ონკოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე.

1997 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1989 წელს — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1982 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია, ხოლო 1964 წელს აჭარის ასსრ დამსახურებული ექიმის წოდება.

12:06, 30 მარტი 2015-ის ვერსია

ლევან ჩარკვიანი (დ. 24 იანვარი, 1923, ქუთაისი; გ. 2008) — ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1944-1945 წლებში იყო ხულოს რაიონის რიყეთის საექიმო უბნის გამგე; 1945-1947 წლებში ბათუმის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე; 1948-1949 წლებშიბათუმის სამშობიარო სახლის ორდინატორი; 1949-1954 წლებში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954-1964 წლებში ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი და განყოფილების გამგე; 1964 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 335 სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: „ქალის სასქესო ორგანოების კიბოს ზოგიერთი საკითხი“ (1964), ქალის „სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადება საქართველოში 20 წლის მანძილზე“ (1965-1984); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 28 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Опыт профилактики рака шейки матки влимонно-мандариновых совхозах и колхозах Аджарской АССР", დაიცვა 1951 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – „ქალის სასქესო ორგანოების კიბოს გავრცელების თავისებურებანი აჭარაში და საშვილოსნოს ექსპერიმენტული კიბო“, დაიცვა 1963 წელს.

იყო ევროპის გინეკოლოგ–ონკოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს გინეკოლოგ–ონკოლოგთა საზოგადოებისა და საქართველოს ონკოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე.

1997 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1989 წელს — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1982 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია, ხოლო 1964 წელს აჭარის ასსრ დამსახურებული ექიმის წოდება.