ქემალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ქემალიზმი''' ({{lang-tr|Kemalizm}}), ასევე ცნობილი, როგორც ათათურქიზმი ({{lang-t...
 
ხაზი 15: ხაზი 15:
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.kultur.gov.tr/RU/Genel/BelgeGoster.aspx?1C04EA51480895DA7A2395174CFB32E17A68898AA874493B Национализм. Ататюрк говорил, что …]
* [http://www.kultur.gov.tr/RU/Genel/BelgeGoster.aspx?1C04EA51480895DA7A2395174CFB32E17A68898AA874493B Национализм. Ататюрк говорил, что …]

[[კატეგორია:თურქული ნაციონალიზმი]]

17:11, 24 მარტი 2015-ის ვერსია

ქემალიზმი (თურქ. Kemalizm), ასევე ცნობილი, როგორც ათათურქიზმი (თურქ. Atatürkçülük, Atatürkçü düşünce), ან ექვსი ისარი (თურქ. Altı ok) — თურქეთის რესპუბლიკის იდეალოგიის უმთავრესი ნაწილი.

ქემალიზმის რეფორმა განახორციელა მუსტაფა ქემალ ათათურქმა. იგი გულისხმობდა პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და რელიგიური რეფორმების ვესტერნიზაციას, მათ შორის, დემოკრატიის ჩამოყალიბებას, ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ თანასწორობას (აღსანისნავია, რომ რეფორმის გათვალისწინებით ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს), სკოლის ეკლესიისაგან გამოყოფისათვის შედეგიანად ბრძოლას, მეცნიერების განვითარებას, უფასო განათლების მხარდაჭერას და ა.შ.

ქემალიზმის ჩამოყალიბების იდეას ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის არსებობის დროს ჩაეყარა საფუძველი, იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ გარდაუვალი დამხობა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ახალგაზრდა ოსმალებმა სცადეს, რომ ჩამოეყალიბებინათ ოსმალეთის ნაციონალიზმის იდეოლოგია ან ოტომანიზმი, რათა ჩაეხშოთ ეთნიკური ნაციონალიზმის განვითარება და შეეზღუდათ ისლამის გავლენა დემოკრატიაზე. ქემალიზმი თანამედროვე, მოდერნიზებული ფილოსოფიაა, რომელმაც ყველაზე მეტად შეუწყო ხელი თურქეთის რესპუბლიკის დაარსებას და შემდგომში მის განვითარებას.

იდეოლოგიას აქვს 6 უმთავრესი პრინციპი:

  1. რესპუბლიკანიზმი
  2. ნაციონალიზმი
  3. სახალხოობა
  4. სეკულარიზმი
  5. ეტატიზმი
  6. რეფორმიზმი

რესურსები ინტერნეტში