სალი ბერიშა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 65: ხაზი 65:


[[კატეგორია:ალბანეთის პრემიერ-მინისტრები]]
[[კატეგორია:ალბანეთის პრემიერ-მინისტრები]]
[[კატეგორია:ალბანეთის პრეზიდენტები]]

16:19, 24 მარტი 2015-ის ვერსია

სალი ბერიშა
სალი ბერიშა
ალბანეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 აპრილი, 1992 – 24 ივლისი, 1997
წინამორბედირამიზ ალია
მემკვიდრერეჯეპ მეიდანი

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 სექტემბერი, 2005 – 15 სექტემბერი, 2013
წინამორბედიფატოს ნანო
მემკვიდრეედი რამა

დაბადებული15 ოქტომბერი, 1944
ტროპოია, ალბანეთი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლელირი რამაი
შვილები2

სალი რამ ბერიშა (ალბ. Sali Ram Berisha; დ. 15 ოქტომბერი, 1944, ტროპოია, ალბანეთი) — ალბანეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1992-1997 წლებში და პრემიერ-მინისტრი 2005-2013 წლებში.

დაიბადა 1944 წელს. 1967 წელს დაამთავრა ტირანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა გააგრძელა პარიზში. 1980-1990 წლებში ტირანის უნივერსიტეტის პედაგოგია. აქვს ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. 1992 წლის 9 აპრილიდან ქვეყნის პრეზიდენტია. 1996 წელს ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამის შემდეგ მალევე დაიწყო ფინანსური კრიზისი. 1997 წელს ქვეყანაში გაიმართა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც სოციალისტებმა გაიმაჯვეს. არჩევნებში პარტიის წარუმატებლობის შემდეგ ერთ თვეში სალი ბერიშა გადადგა.

2005 წლის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო ხმების უმრავლესობა. 3 სექტემბერს სალი ბერიშას პრეზიდენტმა დაავალა კაბინეტის ფორმირება. პრემიერის თანამდებობა შეინარჩუნა 2009 წლის რიგითი არჩევნების შემდეგაც. 2013 წლიდან პრემიერ-მინისტრია ედი რამა.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: