მადაგასკარის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
{{ქსე|6|339}}
{{ქსე|6|339}}


[[კატეგორია:მადაგასკარის ისტორია]]
[[კატეგორია:მადაგასკარის ისტორია|*]]

17:13, 12 მარტი 2015-ის ვერსია

ფრანგების მადაგასკარის დაპყრობითი ომების ამსახველი პოსტერი

მადაგასკარის ისტორია არ არის სათანადოდ შესწავლილი. XIV საუკუნეში მადაგასკარის ცენტრში შეიქმნა იმერენის სახელმწიფო, რომელიც XVIII საუკუნის დასასრულს ძლიერი ცენტრალიზებული მონარქია გახდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო ინგლისისა და საფრანგეთის ბრძოლა მადაგასკარისთვის. 1885 წელს საფრანგეთმა მადაგასკარზე პროტექტორატი დაამყარა. 1896 წელს მოახდინა მისი ანექსია და 1897 წელს გააუქმა იმერინის მონარქების ხელისუფლება. ქვეყანა საფრანგეთმა აგრალურ-სანედლეულო დანამატად გადააქცია. კოლონიის პერიოდში მადაგასკარის ხალხი არ წყვეტდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ბრძოლა გადაიზარდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1946 წელს აღმოცენდა პირველი მასობრივი პოლიტიკური ორგანიზაცია — მალაგასის აღორძინების დემოკრატიული მოძრაობა (მადმ). 1947 წელს იფეთქა შეიარაღებულმა აჯანყებამ, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს ფრანგმა კოლონიზატორებმა. მადმ კანონგარეშე გამოაცხადეს. მისი აქტივისტები დასაჯეს. XX საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა რამდენიმე ბურჟუაზიულ-რეფორმისტული პარტია, მათ შორის სოციალ-დემოკრატიული პარტია. 1957 წელს მადაგასკარი ავტონომიურ მალაგასის რესპუბლიკად გამოცხადდა საფრანგეთის გაერთიანებების ფარგლებში. იმავე წელს შეიქმნა მადაგასკარის დამოუკიდებლობის კონგრესის პარტია, რომელმაც მოითხოვა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა.

1960 წლის 26 ივნისს გამოცხადდა მალაგასის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. პრეზიდენტი გახდა სოციალ-დემოკრატების ლიდერი ფილიბერ ცირანანა. იმავე წლის სექტემბერში მალაგასის რესპუბლიკა მიიღეს გაეროში.

ცირანანა გერმანიაში 1962

მალაგასის სუვერენიტეტი შეიზღუდა თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებით (1960 წლის აპრილი), რომელიც საფრანგეთმა თავს მოახვია მადაგასკარს. შეთანხმების თანახმად მალაგასის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს საფრანგეთი აკონტროლებდა. საფრანგეთმა კუნძულზე შეინარჩუნა რიგი სამხედრო ბაზა და პრივილეგიები ეკონომიკაში. მალაგასის რესპუბლიკის მაშინდელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა არ შეესაბამებოდა ქვეყნის მოსახლეობის ფართო მასების ინტერესებს. ამან წარმოშვა უკმაყოფილება დემოკრატიულ წრეებში, რაც 1972 წელს მძლავრ გამოსვლებში გადაიზარდა. ცირანანა იძულებული გახდა ძალაუფლება სამხედრო პირებისთვის გადაეცა (1972 წლის ოქტომბერი), რომელთაც გენერალი გაბრიელ რამანანცუა მეთაურობდა. 1973 წლის იანვარს ახალმა მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა საფრანგეთ-მალაგასის შეთანხმება და გაატარა დემოკრატიული ღონისძიებები, რომლებიც მემარჯვენე ძალების წინააღმდეგობას წააწყდა. 1975 წლის თებერვალში მოკლეს პოლკოვნიკი რიჩარდ რაციმანდრავა (მთავრობის მეთაური 1975 წლის 6 თებერვლიდან). ხელისუფლებამ მკაცრად ჩაახშო მემარჯვენეთა წინააღმდეგობა.

ცენტრში დიდიე რაცირაკა - მადაგასკარის პრზიდენტი

1975 წელს შეიქმნა ახალი მთავრობა — უმაღლესი რევოლუციური საბჭო. 1975 წლის 21 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც მოიწონა ქარტია — მთავრობის პოლიტიკური პროგრამა, ახალი კონსტიტუცია და პრეზიდენტად აირჩია დიდიე რაცირაკა. 21 დეკემბერს რაცირაკამ გამოაცხადა მადაგასკარის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1976 წელს შეიქმნა რევოლუციური დაცვის ფრონტი. საგარეო პოლიტიკაში მადაგასკარი ატარებს მიუმხრობლობის პოლიტიკას.

ლიტერატურა