მეგი წულუკიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მმ*|წულუკიძე}}
{{მმ*|წულუკიძე}}
'''მეგი სიმონის ასული წულუკიძე''' (დ. 1 იანვარი, [[1921]], [[თბილისი]] — გ. [[6 ნოემბერი]], [[1993]], იქვე) — [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. რეჟისორ [[სიკო დოლიძე|სიკო დოლიძის]] მეუღლე.
'''მეგი სიმონის ასული წულუკიძე''' (დ. [[1 იანვარი]], [[1921]], [[თბილისი]] — გ. [[6 ნოემბერი]], [[1993]], იქვე) — [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. რეჟისორ [[სიკო დოლიძე|სიკო დოლიძის]] მეუღლე.


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

08:16, 24 თებერვალი 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წულუკიძე.

მეგი სიმონის ასული წულუკიძე (დ. 1 იანვარი, 1921, თბილისი — გ. 6 ნოემბერი, 1993, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე.

ბიოგრაფია

1938 წელს დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა. 1939-1941 წლებში ცხოვრობდა ხაბაროვსკში და აქვე სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში. 1941 წელს დაბრუნდა ბათუმში. 1946 წელს სოხუმის დრამატულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, 1948-1949 წლებში ბათუმის სახელმწიფო ფილარმონიაშია, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.

1954 წელს იგი მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი ფილმი იყო „ქართველი ბალეტის ოსტატები“. მან ასევე იტამაშა ფილმებში: „ეთერის სიმღერა“, „სხვისი შვილები“, „ფატიმა“, „მე ვიტყვი სიმართლეს“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „აბესალომ და ეთერი“, „პალიასტომი“, „გაქცევა განთიადისას“, „ჭიაკოკონა“ და სხვები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994