ვიქტორ პანიუკოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Fix URL prefix
ხაზი 58: ხაზი 58:
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://russianclub.ge/components/com_jooget/file/football.pdf Гулбат Торадзе "ФУТБОЛ НА ВСЮ ЖИЗНЬ" გვ 24-28 ] {{ru icon}}
* [http://russianclub.ge/components/com_jooget/file/football.pdf Гулбат Торадзе "ФУТБОЛ НА ВСЮ ЖИЗНЬ" გვ 24-28 ] {{ru icon}}
* [http://http://footballfacts.ru/players/107267-panyukov-viktor-porfirevich ვიქტორ პანიუკოვის დოსიე ] {{ru icon}}
* [http://footballfacts.ru/players/107267-panyukov-viktor-porfirevich ვიქტორ პანიუკოვის დოსიე ] {{ru icon}}
* [http://www.fifastat.ru/pl_europe/russia/panukov.html ვიქტორ პანიუკოვი] {{ru icon}}
* [http://www.fifastat.ru/pl_europe/russia/panukov.html ვიქტორ პანიუკოვი] {{ru icon}}
* [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67618 ვიქტორ პანიუკოვის პორტრეტი "ციფრულ ფოტომატიანის" არქივში]
* [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67618 ვიქტორ პანიუკოვის პორტრეტი "ციფრულ ფოტომატიანის" არქივში]

23:51, 13 თებერვალი 2015-ის ვერსია

ვიქტორ პანიუკოვი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვიქტორ პორფირეს ძე პანიუკოვი
დაბადების
თარიღი
1918
დაბადების
ადგილი
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების
თარიღი
11 ნოემბერი, 1972 (54 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1930 დინამო ბაქო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
-1936 დინამო ბაქო
1936 სპარტაკი პიატიგორსკი
1937-1938 დინამო სმოლენსკი
1939 ლოკომოტივი თბილისი 22 (12)
1940-1953 დინამო თბილისი 192 (44)
სამწვრთნელო კარიერა
ФШМ თბილისი
ნეფტიანიკი ბაქო
დინამო ბათუმი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვიქტორ პორფირეს ძე პანიუკოვი (რუს. Виктор Порфирьевич Панюков, დ.1918, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ — გ. 11 ნოემბერი, 1972, თბილისი) — თბილისის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი 1948

ბიოგრაფია

ფეხბურთის თამაში ბაქოში დაიწყო. მისი პირველი კლუბი ბაქოს "დინამო იყო, შემდეგ პიატიგორსკის "სპარტაკის" და სმოლენსკის "დინამო"-ს შემადგენლობაში ასპარეზობდა. [1]. 1939 წელს თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავს. ფეხბურთელმა სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა და უზრუნველყო "ა" ჯგუფში გუნდის გადასვლა[2]

1940 წლიდან თბილისის „დინამოს“ მოთამაშე ხდება. მას "ფეხბურთის რაინდს" უწოდებდნენ. 1941 წელს, სამამულო ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე, თბილისის “დინამო” ლენინგრადის “სპარტაკს” სტუმრობდა. დინამოელთა მეკარე ამირან ტყებუჩავა გააძევეს და რადგან მაშინ შეცვლები აკრძალული იყო, კარში ფორვარდი ვიქტორ პანიუკოვი ჩადგა. პანიუკოვის კარში ორი პენალტი დაინიშნა, თუმცა ორივე გამოუყენებელი დარჩა – ერთი “მეკარემ” აიღო, მეორე კი კარს აცდა. საინტერესოა, რომ კარში ჩადგომამდე პანიუკოვმა გოლიც გაუტანა მეტოქეს. ის შეხვედრა თბილისელებმა 4:1 მოიგეს.[3] ეს მომენტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით არის შესული .

მეორე მსოფლიო ომმა გამოჩენილ ფეხბურთელს კარიერის საუკეთესო წლები წაართვა. 1945 წლიდან ფეხბურთი ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგა. ვიქტორ პანიუკოვი ამპლუას იცვლის და ნახევარდაცვაში თამაშობს. მისი საფეხბურთო კარიერა 1952 წელს დასრულდა.

შემდგომი მოღვაწეობა

ვიქტორ პანიუკოვმა კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო მოღვაწეობა დაიწყო. წვრთნიდა ახალგაზრდულ და შედარებით დაბალი რანგის საფეხბურთო გუნდებს. ის 1972 წელს თბილისში გარდაიცვალა

ჯილდოები

საკლუბო

პირადი

რესურსები ინტერნეტში

  1. "Гулбат Торадзе "ФУТБОЛ НА ВСЮ ЖИЗНЬ" გვ24(რუსული)
  2. "Гулбат Торадзе "ФУТБОЛ НА ВСЮ ЖИЗНЬ" გვ25(რუსული)
  3. "საინტერესო ფაქტები ფეხბურთზე"