გიორგი ხიმშიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|ხიმშიაშვილი}}
'''ხიმშიაშვილი, გიორგი სპირიდონის ძე''' (1836-1917) — რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი.
'''ხიმშიაშვილი, გიორგი სპირიდონის ძე''' (1836-1917) — რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი.



17:11, 8 თებერვალი 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიმშიაშვილი.

ხიმშიაშვილი, გიორგი სპირიდონის ძე (1836-1917) — რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი.

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ("დამკომი") იყო საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი (მას ზოგჯერ "პარიტეტული კომიტეტი"-ს სახელითაც მოიხსენიებენ) , რომელიც 1922-1924 წლებში აქტიურ იატაკქვეშა ბრძოლას წარმართავდა საბჭოთა ოკუპაციისა და ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. ანტისაბჭოთა პარტიების ამ ბლოკმა საკუთარ თავზე აიღო საქართველოში საერთო სახალხო აჯანყების ორგანიზება. დამკომთან შეიქმნა "სამხედრო ცენტრი", რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის. მის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი კოტე აფხაზი (ილია ჭავჭავაძის დის შვილი). წევრთა შორის იყო გიორგი ხიმშიაშვილიც.

ბოლშევიკურმა "საგანგებო კომისია"-მ (ე.წ. "ჩეკა") პატიმრობაში აიყვანა მრავალი შეთქმულთაგანი. განსაკუთრებით დიდ დარტყმა მიადგა კომიტეტს 1923 წლის გაზაფხულზე, როდესაც დააპატიმრეს დამკომის თავმჯდომარე ნ. ქარცივაძე და სამხედრო ცენტრის წევრები: გენერალი კოტე აფხაზი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდან წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნილი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი და სხვანიც. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი "ვაკის პარკის" ტერიტორიაზე.

რესურსები ინტერნეტში