მუხრან მაჭავარიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
46.49.93.252-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული ვ...
ხაზი 32: ხაზი 32:


პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა [[ევგენი ევტუშენკო]]მ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა [[ევგენი ევტუშენკო]]მ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

მუშაობდა ჟურნალ [[ცისკარი|"ცისკრის"]] პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ "[[პიონერი (საქართველო)|პიონერის]]" მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ "[[დილა (ჟურნალი)|დილის]]" მთავარი რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო [[საქართველოს მწერალთა კავშირი]]ს თავმჯდომარე 1988–1992 წლებში.

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია [[რუსული ენა|რუსულ]], [[ინგლისური ენა|ინგლისურ]], [[გერმანული ენა|გერმანულ]], [[ფრანგული ენა|ფრანგულ]], [[ბულგარული ენა|ბულგარულ]], [[ჩეხური ენა|ჩეხურ]] და სხვა ენებზე.


=== გარდაცვალება ===
=== გარდაცვალება ===
მუხრან მაჭავარიანი [[2010]] წლის 17 მაისს, თბილისში, [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] პოეტ [[ფრიდონ ხალვაში]]ს ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2045027.html გარდაიცვალა მუხრან მაჭავარიანი]</ref>
მუხრან მაჭავარიანი [[2010]] წლის 17 მაისს, თბილისში, [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] პოეტ [[ფრიდონ ხალვაში]]ს ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2045027.html გარდაიცვალა მუხრან მაჭავარიანი]</ref>


პოეტი [[პანთეონი (მთაწმინდა)|მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]] დაკრძალეს. მისი საფლავი [[ნოდარ დუმბაძე|ნოდარ დუმბაძისა]] და [[იაკობ ნიკოლაძე|იაკობ ნიკოლაძის]] საფლავების გვერდით მდებარეობს 2014.
პოეტი [[პანთეონი (მთაწმინდა)|მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]] დაკრძალეს. მისი საფლავი [[ნოდარ დუმბაძე|ნოდარ დუმბაძისა]] და [[იაკობ ნიკოლაძე|იაკობ ნიკოლაძის]] საფლავების გვერდით მდებარეობს.


=== ოჯახი ===
=== ოჯახი ===

08:39, 8 თებერვალი 2015-ის ვერსია

მუხრან მაჭავარიანი
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1929
დაბადების ადგილი არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 17 მაისი, 2010
გარდაცვალების ადგილი თბილისი რუსთაველის თეატრი
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პერიოდი 1952–1995
ჟანრი ლირიკა
თემატიკა პატრიოტული, ცხოვრებისეული
მიმდინარეობა რეალიზმი
დებიუტი "ლექსები" 1955 წ.
Magnum opus "იარონ!" (1970)
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, ღირსების ორდენი, წითელი დროშის ორდენი, რუსთაველის პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი
ხელმოწერა

მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი (დ. 12 აპრილი, 1929, სოფელი არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 17 მაისი, 2010, თბილისი) — ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1987).

ბიოგრაფია

ცხოვრება

მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერი"-ს მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988–1992 წლებში.

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

გარდაცვალება

მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.[1]

პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა და იაკობ ნიკოლაძის საფლავების გვერდით მდებარეობს.

ოჯახი

  • მშობლები: თამარ იაკობაშვილი, ივანე (იოანე) მაჭავარიანი.
  • და: თინათინ მაჭავარიანი
  • მეუღლე: ლამარა ბოკერია (1928).
  • შვილები: ნანა (1956), ივანე (1965).

შემოქმედება

წიგნები

  • "ლექსები", 1955 წ.
  • "წითელი მზე და მწვანე ბალახი", 1958 წ.
  • "სიჩუმე უშენოდ", 1958 წ.
  • "გზადაგზა", 1965 წ.
  • "იარონ", 1970 წ.
  • "თქვი", 1971 წ.
  • "ვინც იყო, იგი რომ არა...", 1973 წ.
  • "დუმილი რეკავს", 1974 წ.
  • "ლექსები", 1976 წ.
  • "ერთტომეული", 1979 წ.
  • "გიკვირს?! – ნუ გიკვირს!", 1995
  • "სერია: 100 ლექსი", გამომცემლობა "ინტელექტი", თბ. – ISBN 99940-39-11-3

თარგმანები

ჯილდოები და პრემიები

  • ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება ევგენი ევტუშენკოს მიერ თარგმნილი მისი პოეტური კრებულისათვის "სიჩუმე უშენოდ", 1958 წ.
  • საპატიო ნიშნის ორდენი, 1966 წ.
  • წითელი დროშის ორდენი, 1979 წ.
  • კირილესა და მეთოდეს ორდენი, 1989 წ.
  • რუსთაველის პრემია 1987 წ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო