გალადრიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link FA|es}}, {{Link FA|fr}} using AWB
clean up, replaced: შუამიწეთ → შუახმელეთ (5) using AWB
ხაზი 21: ხაზი 21:
გალადრიელი [[ფინარფინი]]სა და [[ეარვენი]]ს ყველაზე უმცროსი შვილი იყო და [[ფინროდი]]ს, [[ოროდრეთი]]ს, [[ანგრონდი]]სა და [[აეგნორი]]ს უმცროსი დაც.
გალადრიელი [[ფინარფინი]]სა და [[ეარვენი]]ს ყველაზე უმცროსი შვილი იყო და [[ფინროდი]]ს, [[ოროდრეთი]]ს, [[ანგრონდი]]სა და [[აეგნორი]]ს უმცროსი დაც.


გალადრიელმა მეორე ეპოქის VIII საუკუნეში, მონაწილეობა მიიღო ელფთა სამეფო [[ერეგიონი]]ს ჩამოყალიბებაში. როდესაც [[საურონმა]] სახე იცვალა და ელფებს მოევლინა როგორც '''ანათარი'' ([[სინდარინი]]: საჩუქრების მბრძანებელი), გალადრიელმა მაშინვე განსჭვრიტა მისი აზრები და ცდილობდა დანარჩენი ელფები გაეფრთხილებინა. მიუხედავად ამისა, ანათარის(საურონის) გავლენამ ერეგიონში მაინც იმატა და ამიტომ გალადრიელმა დატოვა ეს სამეფო, თავის მეუღლესთან ერთად და გადავიდა ლორიენში, სადაც გაფანტული [[ტყის ელფები]] გააერთიანა, რათა მათ საკუთარი სამეფო დაეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გალადრიელი [[ფეანორი|ფეანორს]] არ ენდობოდა და მის საქმეებს ეჭვის თავლით უყურებდა, [[ნოლდორთა ლაშქრობა|ნოლდორთა ლაშქრობაში]] სიამაყის გამო მაინც მიიღო მონაწილეობა და გადავიდა [[შუამიწეთში]], სადაც გაიცნო [[სინდა]] ქელებორნი, რომელიც შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა.
გალადრიელმა მეორე ეპოქის VIII საუკუნეში, მონაწილეობა მიიღო ელფთა სამეფო [[ერეგიონი]]ს ჩამოყალიბებაში. როდესაც [[საურონმა]] სახე იცვალა და ელფებს მოევლინა როგორც '''ანათარი'' ([[სინდარინი]]: საჩუქრების მბრძანებელი), გალადრიელმა მაშინვე განსჭვრიტა მისი აზრები და ცდილობდა დანარჩენი ელფები გაეფრთხილებინა. მიუხედავად ამისა, ანათარის(საურონის) გავლენამ ერეგიონში მაინც იმატა და ამიტომ გალადრიელმა დატოვა ეს სამეფო, თავის მეუღლესთან ერთად და გადავიდა ლორიენში, სადაც გაფანტული [[ტყის ელფები]] გააერთიანა, რათა მათ საკუთარი სამეფო დაეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გალადრიელი [[ფეანორი|ფეანორს]] არ ენდობოდა და მის საქმეებს ეჭვის თავლით უყურებდა, [[ნოლდორთა ლაშქრობა|ნოლდორთა ლაშქრობაში]] სიამაყის გამო მაინც მიიღო მონაწილეობა და გადავიდა [[შუახმელეთში]], სადაც გაიცნო [[სინდა]] ქელებორნი, რომელიც შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა.


გალადრიელი უკანასკნელი იყო შუამიწეთში, ვისაც საკუთარი თვალით ენახა და მოესმინა '''ფეანორის ფიცი''', რომელიც მან ვალინორში დადო. იგი ატარებდა ელფთა ბეჭედს '''[[ნენია]]ს''', რომლის დახმარებით იგი ახერხებდა ლოთლორიენში მშვიდობა და სიწმინდე შეენარჩუნებინა. მის გარდა ძალაუფლების ბეჭდებს ატარებდნენ მხოლოდ განდალფი(ბეჭედი [[ნარია]]) და ელრონდი(ბეჭედი [[ვილია]]).
გალადრიელი უკანასკნელი იყო შუახმელეთში, ვისაც საკუთარი თვალით ენახა და მოესმინა '''ფეანორის ფიცი''', რომელიც მან ვალინორში დადო. იგი ატარებდა ელფთა ბეჭედს '''[[ნენია]]ს''', რომლის დახმარებით იგი ახერხებდა ლოთლორიენში მშვიდობა და სიწმინდე შეენარჩუნებინა. მის გარდა ძალაუფლების ბეჭდებს ატარებდნენ მხოლოდ განდალფი(ბეჭედი [[ნარია]]) და ელრონდი(ბეჭედი [[ვილია]]).


გალადრიელი, თავის ქმართან ერთად მართავდა [[ლოთლორიენი|ლოთლორიენს]], [[შუამიწეთი]]ს მესამე ეპოქის დროს. მას უწოდებდნენ '''ლორიენის დედოფალს''' და '''ტყის ქალბატონს'''. გალადრიელსა და ქელებორნს ჰყავდათ ასული [[ქელებრიანი]], რომლის ასულიც იყო [[არვენი]].
გალადრიელი, თავის ქმართან ერთად მართავდა [[ლოთლორიენი|ლოთლორიენს]], [[შუახმელეთი]]ს მესამე ეპოქის დროს. მას უწოდებდნენ '''ლორიენის დედოფალს''' და '''ტყის ქალბატონს'''. გალადრიელსა და ქელებორნს ჰყავდათ ასული [[ქელებრიანი]], რომლის ასულიც იყო [[არვენი]].


<div style='text-align: center;'>
<div style='text-align: center;'>
ხაზი 33: ხაზი 33:


საურონის ბეჭდის განადგურების შემდეგ, [[ელფთა ბეჭდები|ელფთა ბეჭდებმაც]] დაკარგეს ძალა და გალადრიელმა იგრძნო გასული წლების ტვირთი.
საურონის ბეჭდის განადგურების შემდეგ, [[ელფთა ბეჭდები|ელფთა ბეჭდებმაც]] დაკარგეს ძალა და გალადრიელმა იგრძნო გასული წლების ტვირთი.
ორი წლის შემდეგ, რაც [[არაგორნი|ელესარმა]] იქორწინა არვენზე, გალადრიელმა და ქელებორნმა დატოვეს შუამიწეთი და გადავიდნენ [[ამანი|ამანში]], დასავლეთის წმინდა კონტინენტზე, სადაც არასდროს არც ერთ მოკვდავს დაუდგამს ფეხი.
ორი წლის შემდეგ, რაც [[არაგორნი|ელესარმა]] იქორწინა არვენზე, გალადრიელმა და ქელებორნმა დატოვეს შუახმელეთი და გადავიდნენ [[ამანი|ამანში]], დასავლეთის წმინდა კონტინენტზე, სადაც არასდროს არც ერთ მოკვდავს დაუდგამს ფეხი.


== სხვა სახელები ==
== სხვა სახელები ==


ვალინორში გალადრიელს ეწოდებოდა '''ალთაარიელი'''([[ქუენია]]), ასევე '''ალათაარიელი'''([[თელერინი]]), რაც ნიშნავს "ბრწყინვალე გვირგვინოსან ქალწულს". შუამიწეთში მას ეწოდა გალადრიელი, რადგნა მეფე თინგოლს აკრძალული ჰქონდა სხვა ენების გამოყენება მის სამეფოში.
ვალინორში გალადრიელს ეწოდებოდა '''ალთაარიელი'''([[ქუენია]]), ასევე '''ალათაარიელი'''([[თელერინი]]), რაც ნიშნავს "ბრწყინვალე გვირგვინოსან ქალწულს". შუახმელეთში მას ეწოდა გალადრიელი, რადგნა მეფე თინგოლს აკრძალული ჰქონდა სხვა ენების გამოყენება მის სამეფოში.


== პიტერ ჯექსონის ტრილოგია ==
== პიტერ ჯექსონის ტრილოგია ==

16:29, 3 თებერვალი 2015-ის ვერსია

გალადრიელი
ფაილი:5630957 galadriel portrait cz.jpg
სხვა სახელები ალატარიელი, ალტარიელი, არტანისი, ნერვენი
წოდებები ლორიენის დედოფალი
გალადრიმების დედოფალი
ნათელის დედოფალი
ტყის დედოფალი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ელფი
კულტურა ნოლდორი / ფინარფინის სასახლე
დაბადება 1362, ხეების ეპოქა
გარდაცვალება 29 სექტემბერი 3021

გალადრიელიჯონ ტოლკინის გამოგონილი პიროვნება, რომელიც გვხვდება რომანებში „ბეჭდების მბრძანებელი“, „სილმარილიონი“ და „დაუსრულებელი მოთხრობები“.

აღწერა

გალადრიელი იყო ელფი, მეფე ფინვესა და ოლვეს შვილიშვილი, ანუ იგი მიეკუთვნოდა როგორც თელერების ასევე ნოლდორთა მოდგმას. გალადრიელი ფინარფინისა და ეარვენის ყველაზე უმცროსი შვილი იყო და ფინროდის, ოროდრეთის, ანგრონდისა და აეგნორის უმცროსი დაც.

გალადრიელმა მეორე ეპოქის VIII საუკუნეში, მონაწილეობა მიიღო ელფთა სამეფო ერეგიონის ჩამოყალიბებაში. როდესაც საურონმა სახე იცვალა და ელფებს მოევლინა როგორც 'ანათარი (სინდარინი: საჩუქრების მბრძანებელი), გალადრიელმა მაშინვე განსჭვრიტა მისი აზრები და ცდილობდა დანარჩენი ელფები გაეფრთხილებინა. მიუხედავად ამისა, ანათარის(საურონის) გავლენამ ერეგიონში მაინც იმატა და ამიტომ გალადრიელმა დატოვა ეს სამეფო, თავის მეუღლესთან ერთად და გადავიდა ლორიენში, სადაც გაფანტული ტყის ელფები გააერთიანა, რათა მათ საკუთარი სამეფო დაეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გალადრიელი ფეანორს არ ენდობოდა და მის საქმეებს ეჭვის თავლით უყურებდა, ნოლდორთა ლაშქრობაში სიამაყის გამო მაინც მიიღო მონაწილეობა და გადავიდა შუახმელეთში, სადაც გაიცნო სინდა ქელებორნი, რომელიც შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა.

გალადრიელი უკანასკნელი იყო შუახმელეთში, ვისაც საკუთარი თვალით ენახა და მოესმინა ფეანორის ფიცი, რომელიც მან ვალინორში დადო. იგი ატარებდა ელფთა ბეჭედს ნენიას, რომლის დახმარებით იგი ახერხებდა ლოთლორიენში მშვიდობა და სიწმინდე შეენარჩუნებინა. მის გარდა ძალაუფლების ბეჭდებს ატარებდნენ მხოლოდ განდალფი(ბეჭედი ნარია) და ელრონდი(ბეჭედი ვილია).

გალადრიელი, თავის ქმართან ერთად მართავდა ლოთლორიენს, შუახმელეთის მესამე ეპოქის დროს. მას უწოდებდნენ ლორიენის დედოფალს და ტყის ქალბატონს. გალადრიელსა და ქელებორნს ჰყავდათ ასული ქელებრიანი, რომლის ასულიც იყო არვენი.

"ეს არის ნენია, ალმასის ბეჭედი და მე მისი მცველი ვარ.ეს დავალება შენთვის დაინიშნა და თუ შენ ვერ მონახავ გამოსავალს, მაშინ ვერავინ შეძლებს ამას"

(გალადრიელისა და ფროდოს საუბრიდან)

საურონის ბეჭდის განადგურების შემდეგ, ელფთა ბეჭდებმაც დაკარგეს ძალა და გალადრიელმა იგრძნო გასული წლების ტვირთი. ორი წლის შემდეგ, რაც ელესარმა იქორწინა არვენზე, გალადრიელმა და ქელებორნმა დატოვეს შუახმელეთი და გადავიდნენ ამანში, დასავლეთის წმინდა კონტინენტზე, სადაც არასდროს არც ერთ მოკვდავს დაუდგამს ფეხი.

სხვა სახელები

ვალინორში გალადრიელს ეწოდებოდა ალთაარიელი(ქუენია), ასევე ალათაარიელი(თელერინი), რაც ნიშნავს "ბრწყინვალე გვირგვინოსან ქალწულს". შუახმელეთში მას ეწოდა გალადრიელი, რადგნა მეფე თინგოლს აკრძალული ჰქონდა სხვა ენების გამოყენება მის სამეფოში.

პიტერ ჯექსონის ტრილოგია

ფილმში ბეჭდების მბრძანებელი გალადრიელი უფრო ხშირად ჩანს, ვიდრე წიგნში, სადაც იგი მხოლოდ ბეჭდის საძმოსა და მეფის დაბრუნებაში გვხვდება. მის როლს ფილმში ასრულებს კეიტ ბლანშეტი.

რესურსები ინტერნეტში