პალიასტომი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
|პოზრუკა = საქართველო |
|პოზრუკა = საქართველო |
||
|პოზრუკის სიგანე = |
|პოზრუკის სიგანე = |
||
|პოზრუკა2 = |
|პოზრუკა2 =საქართველო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
||
|პოზრუკის სიგანე2 = |
|პოზრუკის სიგანე2 = |
||
|სქოლიო = |
|სქოლიო = |
15:51, 31 იანვარი 2015-ის ვერსია
პალიასტომი | |
---|---|
პალიასტომის ტბა | |
კოორდინატები: 42°07′30″ ჩ. გ. 41°43′47″ ა. გ. / 42.12500° ჩ. გ. 41.72972° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
სიმაღლე ზღვის დონიდან | — 0.3 მ |
ფართობი | 18,2 კმ² |
მოცულობა | 52 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3,2 მ |
აუზის ფართობი | 547 კმ² |
პალიასტომი — გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი.
1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა.
იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, თევზჭერისთვის. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
ლეგენდა
ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ აღწერილი აქვს ეგნატე ნინოშვილს 1891 წლის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“:
სხვადასხვა
- პალიასტომის ტბის შესახება დაწერილია ეგნატე ნინოშვილის 1891 წლის მოთხრობა „პალიასტომის ტბა“
- ამავე მოთხრობის მიხედვით 1963 წელს გადაღებულია ფილმი „პალიასტომი“
გალერეა
-
პალიასტომის ტბაზე
-
პალიასტომის რელიქტური ტყეები
-
პალიასტომის ტბის რუკა
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 652.