ჯადვარისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link GA|pt}} using AWB
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link GA|frr}} using AWB
ხაზი 27: ხაზი 27:


[[კატეგორია:ჯადვარისებრნი|*]]
[[კატეგორია:ჯადვარისებრნი|*]]

{{Link GA|frr}}

19:09, 28 იანვარი 2015-ის ვერსია

ჯადვარისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ჯადვარისებრნი
ლათინური სახელი
Orchidaceae
ჯადვარისებრნთა გავრცელების არეალი

ჯადვარისებრნი (ლათ. Orchidaceae) — ერთლებნიან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა ოჯახი. აქვთ ფესურა ან ტუბერი. ფოთლები მთლიანია, ხალთიანი ან ღერომხვევი; საპროფიტული სახეობებისა კი რედუცირებულია უფერულ ქერქლებად. ყვავილები ზიგომორგულია, მარტოული ან თავთავისებრ, ზოგჯერ მტევნისებრ ყვავილედად შეკრებილი, სურნელოვანი, კაშკაშა ფერისა. ეფიტური ჯადვარისებრნი ტროპიკებშია გავრცელებული. მათი ღეროები გამსხვილებულია და ქმნის ე. წ. ფსევდობულბებს ან ტუბერიდიუმებს, რომლებშიც გროვდება წყალი და საკვები ნივთიერებები. საჰაერო ფესვებით ისინი ჰაერიდან შთანთქავენ ტენს. ცნობილია ჯადვარისებრნთა ოჯახის 750-მდე გვარის 25 ათასამდე სახეობა (სხვა მონაცემებით 800-მდე გვარის 35 ათასი სახეობა). ჯადვარისებრნი გვხვდება ყველგან, პოლარული ოლქებისა და უდაბნოს გარდა. ბევრია ტროპიკებში. კავკასიაში ჯადვარისებრნი — 57 სახეობაა, საქართველოში — 45.

ლიტერატურა