ბენ-ნევისი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|es}}, {{Link GA|fr}} using AWB
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|en}} using AWB
ხაზი 33: ხაზი 33:


[[კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს მთები]]
[[კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს მთები]]

{{Link GA|en}}

18:02, 28 იანვარი 2015-ის ვერსია

ბენ-ნევისი
კოორდინატები: 56°47′49″ ჩ. გ. 5°00′13″ დ. გ. / 56.79694° ჩ. გ. 5.00361° დ. გ. / 56.79694; -5.00361
სიმაღლე 1344 მ 
ქედი გრამპიანის მთები
პირველი ასვლა 1771 წლის 17 აგვისტო, ჯეიმზ რობერტსონი
ბენ-ნევისი — გაერთიანებული სამეფო
ბენ-ნევისი

ბენ-ნევისი (ინგლ. Ben Nevis) — კუნძულ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი მწვერვალი გრამპიანის მთების დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს შოტლანდიაში. სიმაღლე 1344 მ. აგებულია გრანიტებით, ანდეზიტებითა და ფიქლებით. აქვს ბრტყელი ზედაპირი, რომელიც დაფარულია მთის მდელოებით. მწვერვალი ხშირად ღრუბლებში და ნისლშია გახვეული.

ბენ-ნევისი ძველი გიგანტური ვულკანის ნაშთია. წარსულში მოქმედი, ამჟამად კი ჩამქრალი ვულკანია. სამხრეთი კალთები დამრეცია, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე არის ფლატე, რომლის სიმაღლეა დაახლოებით 460 მ. ფერდობების დაჩრდილულ ნაპრალებში მთელი წლის განმავლობაში თოვლნარია. ბენ-ნევისის სიახლოვეს კლიმატი მკაცრია. მწვერვალზე არის მეტეოროლოგიური ობსერვატორია. პირველად მწვერვალი დაიპყრო ჯეიმზ რობერტსონმა 1771 წლის 17 აგვისტოს.

ბენ-ნევისი შოტლანდიურ-გელურ ენაზეა „Beinn Nibheis“. ამავე დროს, „Beinn“ გელური სიტყვაა და „მთას“ ნიშნავს, ხოლო „Nibheis“ სხვადასხვაგვარად აღიქმება, მაგრამ ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც „ბოროტი“ ან „შხამიანი“. „Beinn Nibheis“ ალტერნატიული ინტერპრეტაციის მიხედვით წარმოსდგება „beinn nèamh-bhathais“-გან, სადაც „nèamh“ „ზეცებს“, „ღრუბლებს“, ხოლო „bathais“ „ადამიანის თავის მწვერვალს“ ნიშნავს. კელტურად ბენ-ნევისი „თოვლიან მთას“ ნიშნავს. ადგილობრივი მოსახლეობა მთას შემოკლებით „ბენს“ უწოდებს.

რესურსები ინტერნეტში