ანარქიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|zh}} using AWB
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|en}} using AWB
ხაზი 33: ხაზი 33:


[[კატეგორია:ანარქიზმი| ]]
[[კატეგორია:ანარქიზმი| ]]

{{Link GA|en}}

17:58, 28 იანვარი 2015-ის ვერსია

ანარქიზმის სიმბოლო

ანარქიზმი ( ბერძ. αναρχία - უხელისუფლეობა) — მსოფლმხედველობა, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველობის ყველა ფორმას და საშუალებას. კერძოდ, ანარქისტები უარყოფენ სახელმწიფოს, პოლიტიკური ხელისუფლების ან რაიმე სხვა იერარქიული მმართველობის არსებობის საჭიროებას და მიისწრაფიან მათი ამოფხვრისკენ.

უილიამ გოდვინი

ანარქიზმს საფუძველი ჩაეყარა უილიამ გოდვინის (1756-1836) ნაწერებში. ის პრესვიტერიანული ეკლესიის მღვდელი იყო, მიატოვა ეკლესია და მწერალი გახდა, დაწერა "კალებ უილიამსი", სადაც ანარქისტული იდეოლოგია გადმოსცა, შექმნა ინტელექტუალთა წრე, რომელშიც შედიოდნენ მისი მეუღლე მერი უოლსთოუნქრაფთი, ახალგაზრდა მწერლები - უორდსუორთი, მისი სიძე - შელი. ისინი აკრიტიკებდნენ ავტორიტარიზმს, ამტკიცებდნენ განათლების აუცილებლობას ადამიანისათვის, მიაჩნდათ, რომ თანადგომა ადამიანის ჭეშმარიტი, თანდაყოლილი თვისებაა. ანარქიზმი მოიცავდა უტოპიზმს, ეკონომიკური თავისუფლების იდეას, რაც პრუდონის შრომებშია ასახული, ინდივიდუალისტურ ანარქიზმს, ლიბერტარიზმს, ეგოიზმს, ანარქო-კაპიტალიზმის თეორიებს, რევოლუციური ძალადობის კრიტიკას.

ანარქიიის წარმოშობა ბაკუნინის,პრუდონის და შმიდტის სახელებთნ არის დაკავშირებული. ბაკუნინი შეიძლება მივიჩნიოთ ანაარქიის ძირითად იდეოლოგად,ბაკუნინი მოსკოვში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა, სადაც იგი ჰეგელის და ფიხტეს ნაშრომებს აკტიურად იკვლევდა,1840 წელს იგი გერმანიაში იქნა ემიგრირებული სადაც შეუერთდა ახალგაზრდა ჰეგელიანელებს. 1848-49 წელს აქტიური მონაწილეობა მიირო პარაღსას და დრეზდენში განხორციელებულ რევოლუციაში.1851 წელს იგი დააპატიმრეს და ციმბირში ამოაყფინეს თავი საიდანაც მალევე გაიქცა დასავლეთ ევროპაში, სადაც აქტიური მოღვაწეობა დაიწყო ანარქისტული განხრით. იგი გერცენთნ და ოგაროვთან ერთდ აქტიურად მონაწილეობდა, ანარქისტული მოძრაობის ორგანიზებაში. 60 იანი წლების მიწურულს მან საბოოლოოდ ჩამოაყალიბა ანარქისტული თეორია: ”სახელმწიფობრიობა და ანარქია”, სადაც მან ეკლესია და საერთოდ რელიგია პოლიტიკურ იარაღად შერაცხა. ბაკუნინმა განაცხადა, რომ რელიგია ”კოლექტიური სიგიჟეა” ეკლესიას კი ”ზეციური სამიკიტნო” უწოდა, სადაც ხალხი ცდილობს გასაჭირი დაივიწყოს. იმისათვის, რომ კაცობრიობამ ”თავისუფკლების სამეფოს” მიაღწიოს, უნდა აფეთქდეს და ხალხის ცნობიერებიდან ამოძირკვოს ძლაუფლების პრინციპი. ბაკუნინი უარყოფდა საზოგადოების კლასობრივ დაყოფას და ხელისუფლების ბატონობას.

იგი იბრძოდა სრული თვისუფლების იდეისთვის. მისი მოძღვრება გავრცელდა როგორც რუსეთში ასევე ევროპულ და ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში. ბაკუნინის იდეების ერთერთ ყველზე დიდ მიმდევრად ითვლება პეტრე კროპოტკინი, რომელმაც საფუძველი ჩუყარა ანარქისტული კომუნიზმის თეორიას, თუმცა აქტიურად უპირისპირდებოდა ოქტობრის რევოლუციას და მარქსიზმს მისი იდეა იყო თვისუფალი კომუნების დაარსება.

ანარქიზმი საქართველოში

ქართველ ანარქისტებს, მიხაკო წერეთელს და ვარლამ ჩერქეზიშვილს უდიდესი როლი მიუძღვით მსოფლიოში ანარქისტული იდეების განვითრებაში, თუმცა ევროპელი და რუსი ანარქისტებისგან განსხვავებით, ქართველები აქტიურად იბრძოდნენ ეროვნული პრინციპებისათვის.

სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამ იდეოლოგიას მიემხრნენ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ედგნენ სათავეში, ეროვნული თვითგადარჩენისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდნენ. ასეთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო მიხაკო წერეთელი. მასთან ერთად, ანარქისტულ პარტიაში შედიოდნენ: ვარლამ ჩერქეზიშვილი, შალვა და კომანდო გოგელიები და სხვები. ანარქისტულმა ორგანიზაციამ ჩამოყალიბება დაიწყო 1895 წლიდან, გაძლიერდა I რევოლუციის წლებში და პირველი მსოფლიო ომის დროს შესუსტდა, რადგან მისი ქართველი მონაწილეები ამდროს საზღვარგარეთ მოღვაწეობდნენ, 1917 წლიდან კი ანარქიზმი აღარ წარმოადგენდა რეალურ პოლიტიკურ ძალას. ქართველი ანარქისტები უკომპრომისოდ ებრძოდნენ მარქსიზმს, გმობდნენ ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, მის გამოხატულებას სახელმწიფოს სახით. მათი აზრით, მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს. ისინი ებრძოდნენ პროლეტარიატის დიქტატურას.

რაც შეეხება სახელმწიფოს მოსპობის ანარქისტულ თეორიას, იგი გარკვეულწილად განუხორციელებელ იდეას მიეკუთვნება, თუმცა ცენტრალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება, მმართველობის დეცენტრალიზაცია ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის იდეალი და ქვეყნის წარმატების საფუძველია. ქართველი ანარქისტების მიერ მარქსიზმის კრიტიკაც დრომ გაამართლა. ისინი იბრძოდნენ საქართველოს ავტონომიისათვის, უფრო შორსაც მიდიოდნენ: 10-იან წლებში ქვეყნის სრულ დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, გამოდიოდნენ ერთა თანასწორუფლებიანობის ლოზუნგით და მათი რწმენით, მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ შეუძლია ერს იზრუნოს თავისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ქართველ ანარქისტთა შესახებ და ამ იდეოლოგიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან კავშირზე მასალები მოიპოვება ს. ხუნდაძის, პ. გუგუშვილის, პრ. რატიანის, ლ. გორგილაძის, გ. ჯანგველიძის, გ. მეგრელიშვილის, ნ. გვიანიშვილის და სხვათა გამოკვლევებში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი ფილოსოფია, თბილისი, 2006 წ. გვ. 233

რესურსები ინტერნეტში