მეტეორული ნაკადი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სქოლიო: clean up, removed: {{Link FA|pt}} using AWB
→‎სქოლიო: clean up, removed: {{Link GA|sr}} using AWB
 
ხაზი 18: ხაზი 18:
[[კატეგორია:ასტრონომიული მოვლენები]]
[[კატეგორია:ასტრონომიული მოვლენები]]
[[კატეგორია:მეტეორული ნაკადები]]
[[კატეგორია:მეტეორული ნაკადები]]

{{Link GA|sr}}

უკანასკნელი რედაქცია 15:34, 28 იანვარი 2015-ის მდგომარეობით

მარტოხელა მეტეორის ანიმაცია
ღამის ცა, მეტეორული ნაკადი ორიონიდები

მეტეორული ნაკადი[1]მეტეორების ერთობლიობა, რომლებიც ხანგამოშვებით ან ყოველწლიურად დაახლოებით ერთსა და იმავე თარიღებშია შესამჩნევი (ღამით ვიზუალური და ფოტოგრაფიული დაკვირვებით, ხოლო დღისით რადიოლოკაციური დაკვირვებით). მეტეორული ნაკადის გამომწვევი მეტეორული სხეულები ერთადაა წარმოქმნილი და მოძრაობენ პარალელურად, რის გამო ცის თაღზე მათი ხილული გზები თითქოს ერთი წერტილიდან, ეგრეთ წოდებული რადიანტიდან გამოდის. მეტეორული ნაკადების დანახვა შესაძლებელია მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი მეტეორული სხეულების გუნდების დედამიწის ატმოსფეროსთან შეხვედრისას. კომპაქტური გუნდები მეტეორულ წვიმას იწვევს; მეტეორულ ნაკადებს სახელს არქმევენ იმ თანავარსკვლავედების მიხედვით, რომლებშიც მათი რადიანტებია, ან უახლოესი ბრწყინვალე ვარსკვლავების მიხედვით. შესწავლილია რამდენიმე ასეული მეტეორული ნაკადი. მათი უმრავლესობის ორბიტები უახლოვდება მოკლეპერიოდიანი კომეტების ორბიტებს. ამით დასტურდება, რომ მეტეორული ნაკადები წარმოიქმნება კომეტების ბირთვების დაშლით.[1]

მეტეორული ნაკადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 613.