დონალდ დაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 65 interwiki links, now provided by Wikidata on d:q6550 (translate me)
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link FA|id}}, {{Link FA|sv}} using AWB
ხაზი 60: ხაზი 60:
[[კატეგორია:უოლტ დისნეის პერსონაჟები]]
[[კატეგორია:უოლტ დისნეის პერსონაჟები]]


{{Link FA|id}}
{{Link FA|sv}}
{{Link GA|fr}}
{{Link GA|fr}}

09:34, 28 იანვარი 2015-ის ვერსია

დონალდ ფონტლეროი დაკი

დონალდ დაკის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ქუდი
პირველი გამოჩენა პატარა ჭკვიანი ქათამი („სულელური სიმფონიები“), 1934
შემქმნელი დიკ ლანდი, არტ ბებიტი, დიკ ჰუმერი
მსახიობი კლერენს ნეში (1934–1985)
ტონი ანსელმო (1985–დღემდე)
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი პეპერინიკი
სხვა სახელები შურისმაძიებელი იხვი, დონალდ იხვუკა, პატარა დონალდი
დაბ. თარიღი 1920 წ.
მეორე ნახევარი დეიზი დაკი, რეჯინელა
ნათესავები ლუდვიგ ფონ დრეიკი (ბიძა), სკრუჯ მაკ დაკი (ბიძა), ჰიუი, დიუი და ლუი (ძმისშვილები), ბებია დაკი (ბებია), ბერტი დაკი (დეიდა), დელა დაკი (და), კუაკმორ დაკი (მამა), ჰორტენზია (დედა), დაფი დაკი (ძმა), გას გუსი (ბიძაშვილი)
საცხოვრებელი დაკბურგი

დონალდ დაკი (Donald Duck - იხვი დონალდი) — უოლტ დისნეის სტუდიების ანიმაციური ფილმებისა და სხვადასხვა გამომცემლობის კომიქსების პერსონაჟი. დონალდი თეთრი ანთროპომორფული იხვია, მოყვითალო-ნარინჯისფერი ნისკარტით, თათებითა და ტერფებით. როგორც წესი, მეზღვაურის პერანგი და კეპი აქვს, თუმცა უშარვლოდაც დადის (ცურვის დროს აცვია გამონაკლისის სახით).

დონალდის განთქმულ ხმას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ადვილად საცნობი ხმა იყო ანიმაციის ისტორიაში, 1985 წლამდე განასახიერებდა კლარენს „დაკი“ ნეში. ნეში ვატონგას ერთ-ერთი მიყრუებული სოფლიდან იყო წარმოშობით, ოკლაჰომას შტატიდან, და საკუთარი ხმის წყალობით საყოველთაოდ ცნობილ ვარსკვლავად იქცა.

ანიმაციური ფილმის „დონალდს ჯარში იწვევენ“ (Donald Gets Drafted, 1942) მიხედვით, დონალდის სრული სახელია დონალდ ფონტლეროი დაკი (Donald Fauntleroy Duck). მისი შუასახელი მის მეზღვაურის ქუდზე მიუთითებს, რომელიც ფონტლეროის უნიფორმის აქსესუარი იყო. დონალდის დაბადების დღედ ოფიციალურად მიჩნეულია 1934 წლის 9 ივნისი - დღე, როდესაც ეკრანებზე მისი სადებიუტო ფილმი გამოვიდა, თუმცა „სამ კაბალეროში“ (Three Caballeros) მის დაბადების დღედ მოხსენიებულია უბრალოდ ”პარასკევი 13” (Friday the Thirteenth). მოკლემეტრაჟიან ფილმში „დონალდის ბედნიერი დაბადების დღე“ (Donald's Happy Birthday) მისი დაბადების დღეა 13 მარტი.

მიუხედავად ჩვეულებრივ კმაყოფილი და მხიარული ხასიათისა, დონალდი ხშირად ხვდება გამოუვალ სიტუაციებში, რაც მის ადვილად ფეთქებად ტემპერამენტზე ზემოქმედებს.

ფილმოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link GA