დავით რონდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ინფოდაფა მსახიობი → ინფოდაფა პიროვნება, | სურათი → | ფოტო (2), | დაბადების სახელი using AWB
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა პიროვნება
{{ინფოდაფა პიროვნება
| ფერი = silver
| ფერი =
| სახელი = დავით რონდელი
| სახელი = დავით რონდელი
| ფოტო =
| ფოტო =
| ფოტოს ზომა =
| ფოტოს სიგანე = 220პქ
| წარწერა =
| წარწერა =
| დაბსახელი = დავით რონდელი
| დაბსახელი = დავით რონდელი

07:36, 22 იანვარი 2015-ის ვერსია

დავით რონდელი
დაბადების სახელი დავით რონდელი
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1904
ქუთაისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 12 მარტი, 1974
თბილისი, საქართველო
საქმიანობა რეჟისორი

დავით ევგენის ძე რონდელი (ნამდვილი გვარი ცაგარეიშვილი) (დ. 11 აპრილი, 1904, ქუთაისი — გ. 12 მარტი, 1974, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961).

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წლიდან მუშაობდა კინოში, ჯერ სახკინმრეწვის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, რეჟისორ ასისტენტად, 1930 წლიდან კი რეჟისორად. გადაიღო ფილმები: „უგუბზიარა“ (1930), „არშაულა“ (1935), „კოლხეთის ჩირაღდნები“ (1941), „მწვერვალთა დამპყრობნი“ (1951), „ჩრდილი გზაზე“ (1956), „მამლუქი“ (1958), „ენგურის ნაპირებზე“ (1961), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1967), „ზოია რუხაძე“ (1971), „საჰაერო ხიდი“ (1974). 1937 წელს რონდელმა გადაიღო ქართული კინოს ერთ-ერთი შედევრი „დაკარგული სამოთხე“, რომელმაც რეჟისორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფილმ-სპექტაკლისათვის „ჯურღაის ფარი“ (1944, სიკო დოლიძესთან ერთად) რონდელს 1950 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და 2 „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ლიტერატურა

  • ოკუჯავა ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 443.
  • ლოლაძე ვ., დავით რონდელი, თბ., 1954.