არყი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 21: ხაზი 21:


== გავრცელება ==
== გავრცელება ==
საქართველოში 5 სახეობაა. [[აჭარა]]-[[გურია]]ში მთის ზედა სარტყელსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში გვხვდება მედვედევის არყი (Betula medwedewii); კოლხეთის ენდემი მეგრული არყი (Betula megrelica) გავრცელებულია სამეგრელოსა და სვანეთის მთებში; რადეს არყი (Betula raddcana) - კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში; ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii) ყველაზე გავრცელებული სახეობაა, დიდი რაოდენობითაა კავკასიონუს და სამხრეთ მთიანეთის კალთებზე, ხოლო მეჭეჭიანი არყი (Betula verrucosa) კავკასიაში ყველგან გვხვდება.
საქართველოში 5 სახეობაა. [[აჭარა]]-[[გურია]]ში მთის ზედა სარტყელსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში გვხვდება მედვედევის არყი (Betula medwedewii); კოლხეთის ენდემი მეგრული არყი (Betula megrelica) გავრცელებულია სამეგრელოსა და სვანეთის მთებში; რადეს არყი (Betula raddeana) - კავკასიონის ჩრდილოეთ კალთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში; ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii) ყველაზე გავრცელებული სახეობაა, დიდი რაოდენობითაა კავკასიონის და სამხრეთ მთიანეთის კალთებზე, ხოლო მეჭეჭიანი არყი (Betula verrucosa) კავკასიაში ყველგან გვხვდება.


არყი სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს ([[არყნარი|არყნარებს]]) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საფანერო და საავეჯო წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში ზოგიერთი დეტალისათვის. არყის ქვენი შეიცავს შაქარს და იყენებენ ბურახისა და სიროფის დასამქადებლად. კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში.
არყი სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს ([[არყნარი|არყნარებს]]) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საფანერო და საავეჯო წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში ზოგიერთი დეტალისათვის. არყის წვენი შეიცავს შაქარს და იყენებენ ბურახისა და სიროფის დასამზადებლად. კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში.


არყის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, საპონინებს, C-ვიტამინს. კვირტები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომელიც წარმოადგენს ყვითელ სითხეს სასიამოვნო ბალზამური სუნით.
არყის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, საპონინებს, C-ვიტამინს. კვირტები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომელიც წარმოადგენს ყვითელ სითხეს სასიამოვნო ბალზამური სუნით.

== გამოყენება ==
== გამოყენება ==
=== მედიცინა ===
=== მედიცინა ===

20:23, 18 იანვარი 2015-ის ვერსია

არყი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  არყი
ლათინური სახელი
Betula

არყი, არყის ხე (Betula), ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარი არყისებრთა ოჯახისა, რომელიც 20 მ სილაღლემდე იზრდება.

ქერქი თეთრია ან ყომრალი. მორიგეობით განლაგებული მომრგვალო მარტივი ფოთლები კიდემთლიანია. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ბრტყელი კაკალია, რომელსაც ორი აპკისებრი ფრთა აქვს. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით. ცნობილია 130-მდე პოლიმორფული სახეობა, რომლებიც გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში აგრეთვე სუბტროპიკულ მთებში.

გავრცელება

საქართველოში 5 სახეობაა. აჭარა-გურიაში მთის ზედა სარტყელსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში გვხვდება მედვედევის არყი (Betula medwedewii); კოლხეთის ენდემი მეგრული არყი (Betula megrelica) გავრცელებულია სამეგრელოსა და სვანეთის მთებში; რადეს არყი (Betula raddeana) - კავკასიონის ჩრდილოეთ კალთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში; ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii) ყველაზე გავრცელებული სახეობაა, დიდი რაოდენობითაა კავკასიონის და სამხრეთ მთიანეთის კალთებზე, ხოლო მეჭეჭიანი არყი (Betula verrucosa) კავკასიაში ყველგან გვხვდება.

არყი სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს (არყნარებს) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საფანერო და საავეჯო წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში ზოგიერთი დეტალისათვის. არყის წვენი შეიცავს შაქარს და იყენებენ ბურახისა და სიროფის დასამზადებლად. კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში.

არყის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, საპონინებს, C-ვიტამინს. კვირტები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომელიც წარმოადგენს ყვითელ სითხეს სასიამოვნო ბალზამური სუნით.

გამოყენება

მედიცინა

ნედლეულს გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდური, ანტისეპტიკური, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება, ხალხში არყის ფოთლებს იყენებენ აბაზანებისათვის რადიკულიტისა და რევმატიზმის დროს, თმის ზრდის დასაჩქარებლად ფოთლების ნახარშით იბანენ თავს. დადგენილია არყის ახალი ფოთლების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სიყვითლის და თირკმლების კოლიტისას. ფოთლების გამონახარშს იყენებენ გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული შეშუპებისას.

არყის მერქნის აქტივირებულ ნახშირს ხმარობენ როგორც აბსორბენტ საშუალებას მუცლის შებერვისას და სხვადასხვა მოწამვლებისას. არყის ხის წვენი საუკეთესო ვიტამინური საშუალებაა. ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოიხმარენ წვენს, არ უჩივიან მარილების დაგროვებასა და ქოლესტერინს.

არყის ხის სოკოს იყენებენ კუჭნაწლავის დაავადებების დროს ნაყენების და ექსტრაქტების სახით, აგრეთვე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებისას.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • მათიკაშვილი ვ., ქსე, ტ. 1, გვ. 612, თბ., 1975

თარგი:Link FA თარგი:Link FA

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=არყი&oldid=2814376“-დან