უქიმერიონის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|193|მუსხელიშვილი დ.}}
{{ქსე|10|193|მუსხელიშვილი დ.}}

[[კატეგორია:იმერეთის მხარის ციხესიმაგრეები]]

11:59, 10 იანვარი 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უქიმერიონი (მრავალმნიშვნელოვანი).

უქიმერიონი — ისტორიული ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა. წყაროებში პირველად VI საუკუნეში იხსენიება. არის მოსაზრება, რომ მდებარეობდა ცხენისწყლის ხეობის გასწვრივ მაგისტრალზე, რომელიც მუხურისს ლეჩხუმსა და სვანეთთან აკავშირებდა (ვარაუდობენ, რომ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილი ციხესიმაგრის ნანგრევები უქიმერიონისაა). სხვა მოსაზრებით, უქიმერიონი ქუთაისში გორაზე დღემდე შემორჩენილი ძველი ციხესიმაგრეა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა უქიმერიონმა VI საუკუნეში ირან-ბიზანტიის ომის დროს; ბიზანტიის ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, უქიმერიონისა და ქუთაისის ციხეების მფლობელი მტკიცე კონტროლს უწევდა ეგრისის აღმოსავლეთ ნაწილს, ლეჩხუმსა და სვანეთს.

წყარო

  • პროკოპი კესარიელი, De bello gothico, წგნ.,: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.2, თბ., 1965

ლიტერატურა