ინფლაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 25: ხაზი 25:
ხალხი ყიდულობს გამძლე ან არახრწნად ფართო მოხმარების საგნებსა და ნივთებს, როგორც სიმდიდრის მარაგს, რათა აიცილონ მოსალოდნელი საფრთხეები ფულის შესყიდვის ძალის გაუფასურებისას, ისინი ქმნიან დეფიციტს მომარაგებულ ნივთებზე.

*ჰიპერინფლაცია*
*ჰიპერინფლაცია
*

ინფლაციის მეტისმეტად ზრდამ შესაძლოა ხალხი იძულებული გახადოს სერიოზულად შეზღუდოს ვალუტის გამოყენება, რაც უფრო აჩქარებს ინფლაციის ტემპის ზრდას, მაღალი და მზარდი ინფლაციის ტემპი აბრკოლებს ეკონომიკის ნორმალურად მუშაობას და ზიანს აყენებს საქონლით მომარაგების უნარს. ჰიპერინფლაციას შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის ვალუტის გამოყენების მიტოვება. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეამ ეროვნულ ვალუტად საგარეო ვალუტა მიიღო (დოლარიზაცია).

*რესურსების განაწილების არაეფექტურობა*
*რესურსების განაწილების არაეფექტურობა
*

მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილება საქონლის მიწოდებისას გამოიწვევს შედარებითი ფასის ცვლილებას, რაც მყიდველებსა და გამყიდველებს გააფრთხილებს რესურსების თავიდან განაწილების შესახებ, რომელიც მორგებული იქნება ახალი ბაზრის პირობებზე. მაგრამ როდესაც ფასები ინფლაციისას მუდმივად იცვლება, ამიტომ ძნელია უტყუარი შედარებითი ფასების განსხვავება იმ ფასებისგან,რომლებიც ინფლაციის შედეგად შეიცვალა,რაზეც აგენტები სწრაფად ვერ რეაგირებენ. საბოლოო შედეგი კი რესურსების არაფექტური განაწილებაა.

*მენიუს ფასები*
*მენიუს ფასები
*

დიდი ინფლაციისას, ფირმებმა თავიანთი ფასები ხშირად უნდა შეცვალონ, რათა მიყვნენ ეკონომიკური მასშტაბების ცვლილებას. მაგრამ ხშირად ფასების ცვილელება ძვირიანი მოქმედებაა, რადგან საჭიროა ახალი მენიუს დამზადება და რაც მთავარია დამატებითი დრო და ძალისხმევაა საჭირო ამ ყველაფრის შესასრულებლად.

08:15, 19 დეკემბერი 2014-ის ვერსია

ინფლაციის დონე მსოფლიოში, 2007 წელი

ინფლაციაეკონომიკაში ფასთა საერთო დონის ზრდა საბაზო მსყიდველობითუნარიანობის დონესთან შედარებით. ინფლაცია ასევე მოიაზრება, როგორც ფულის მსყიდველობითუნარიონაბის კლება. ეკონომიკის ზოგიერთ მოდელში, ის ექვივალენტურია მოთხოვნის ვარდნის, ან ფულის მიწოდების ზრდის. ინფლაცია დეფლაციის ანტონიმია.

ზოგიერთ კონტექსტში სიტყვა „ინფლაცია“ გამოიყენება ფულის მიწოდების ზრდის მნიშვნელობით, რასაც ზოგჯერ განიხილავენ, როგორც ფასთა ზრდის მიზეზს. ზოგიერთი ეკონომისტი კვლავაც ამ განსაზღვრებას ამჯობინებს. ასე მაგალითად, 1920-იანი წლების აშშ-ის ეკონომიკის ზოგიერთი ანალიტიკოსი მიუთითებს ინფლაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფასები იმ პერიოდში არ იზრდებოდა. ამ სტატიაში „ინფლაცია“ განხილულია მისი ტრადიციული მნიშვნელობით.

დაკავშირებული ტერმინებია: დისინფლაცია — ინფლაციის დონის შემცირება, ან ეფექტი, რომელიც ამცირებს ინფლაციურ ზეწოლას, დეფლაცია — ფასთა საერთო დონის ვარდნა, რეფლაცია — დეფლაციის რევერსისთვის სტიმულის გამოყენება, ჰიპერინფლაცია — სწრაფი ინფლაცია წონასწორობისკენ ტენდენციის გარეშე. ინფლაციის დაბალი დონე (0-2%) ხშირად გაიგივებულია „ფასთა სტაბილურობასთან“, და მრავალი ცენტრალური ბანკი ოფიციალურად ან არაოფიციალურად მისდევს ინფლაციურ პოლიტიკას, რათა დაცულ იქნას გარკვეული სასურველი ზედა და ქვედა ზღვარი.

ინფლაციის ეფექტები

ზოგადად

ფასების საერთო დონის ზრდა იწვევს ვალუტის შესყიდვის ძალის დაბლა დაცემას. როცა ხდება ფასების საერთო დონის ზრდა, ყოველი ფულის ერთეული ყიდულობს ნაკლებ საქონელსა და მომსახურებას. ეკონომიკაში ინფლაციის ეფექტები თანაბრად არ მოქმედებს ყველაზე, როგორც გარემოება ზოგისთვის ეს ხარჯებია, ზოგისთვის კი ფულის შესყიდვის ძალის დაკარგვა სარგებელია. მაგალითად, ინფლაციისას საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც გააჩნია მატერიალური აქტივი (ქონება, აქციები და ა.შ.) იღებს სარგებელს, რადგან მათი ჰოლდინგის ფასი/ღირებულება იზრდება, რადგან მათ ვისაც მათი შეძენა სურთ მოუწევთ მეტის გადახდა. ეს ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება მათი შემოსავლის რაოდენობის რეგულაცია. მაგალითად, ხელფასების გაზრდა მომუშავეებისა და პენსიონერთათვის ხშირად ინფლაციის მიღმა რჩება, ზოგისთვის კი საერთოდ შემოსავალი ფიქსირებულია. ფასის დონის ზრდა (ინფლაცია) ამცირებს ფულის რეალურ ღირებულებას (ფუნქციონალური ვალუტა). დებიტორები, რომლებსაც აქვთ დებეტი ფიქსირებული ნომინალური საპროცენტო განაკვეთით, დაინახავენ „ნამდვილი“ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, როგორც კი ინფლაციის დონე აიწევს. ნამდვილი საპროცენტო განაკვეთი სესხზე არის ნომინალურ განაკვეთს გამოკლებული ინფლაციის დონე. ფორმულა R=N-I ზუსტია იმ შემთხვევაში, თუ ორივე მცირე ზომისაა. სწორი განტოლება კი ასეთია r=n/i, სადაც r, n და i გამოსახულია, როგორც კოეფიციენტი (მაგ. 1.2 +20%, 0.8 -20%). მაგალითად, როდესაც ინფლაციის დონე არის 3%, ხოლო სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 5%, მაშინ რეალური საპროცენტო განაკვეთი იქნება დაახლოებით 2% (კონკრეტულად, 1,94%-ია). ნებისმიერი მოულოდნელი ინფლაციის დონის აწევა გამოიწვევს, რეალური საპროცენტო განაკვეთის დონის შემცირებას.ამის საპასუხოდ, ბანკები და სხვა მსესხებელი ორგანიზაციები ინფლაციის რისკის შესამცირებლად კრედიტებს გასცემენ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით ან რეგულირებადი საპროცენტო განაკვეთით.

უარყოფითი ეფექტები

მაღალი ან არაპროგნოზირებადი ინფლაციის დონე აზარალებს ზოგადად მთლიან ეკონომიკას. ეს პროცესი ბაზარს უუნაროს ხდის, რაც კომპანიებს ბიუჯეტისა და გრძელვადიანი გეგმის შედგენაში ხელს უშლის. ინფლაცია შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც პროდუქტიულობის საწინააღმდეგო ბერკეტი, რადგან კომპანიები მთელ რესურსებს იყენებენ იმისთვის, რომ მთელი ყურადღება მოგებასა და დანაკარგის შემცირებაზე გადაიტანონ ვალუტის ინფლაციის პერიოდში. გაურკვევლობა ფულის შესყიდვიანობის ძალაზე აფერხებს ინვესტიციებსა და დანაზოგს. ინფლაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამალული გადასახადების რაოდენობის გაზრდა; მაგალითად ინფლაცირებული შემოსავლიანობა იძულებულს ხდის გადასახადის გადამხდელს გადაიხადოს მეტი თანხა, სანამ გადასახადი არ ინდექსირდება ინფლაციასთან. მაღალი ინფლაციისას, შესყიდვის ძალა არათანაბრადაა გადანაწილებული მათთვის ვისაც ფიქსირებული ნომინალური შემოსავალი გააჩნია. მაგალითად, ზარალდებიან პენსიონერები რომელთა პენსიები არ არის ინდექსირებული ფასის დონესთან, იმათგან განსხვავებით ვისაც ცვალებადი შემოსავალი აქვთ და ამასთანავე ინფლაცია მათთვის სასარგებლოცაა. ეს არათანასწორობა ასევე თავს იჩენს საერთაშორისო ვაჭრობაში მყოფ პარტრიონებთან.ქვეყანაში, სადაც დაწესებულია ფიქსირებული სავალუტო კურსი, ერთ ქვეყანაში უფრო დიდი ინფლაციის დონე ვიდრე მეორეში გამოიწვევს პირველი ქვეყნის ექსპორტის გაძვირებას და გავლენას იქონიებს ვაჭრობის ბალანსზე. ასევე უარყოფითი გავლენა შეიძლება ქონდეს სავალუტო კურსის არასტაბილურობას, რომელიც გამოწვეულია არაპროგნოზირებადი ინფლაციით.

  • წარმოების დანახარჯების ზრდით გამოწვეული ინფლაცია

მაღალი ინფლაციამ შეიძლება თანამშრომლები წააქეზოს ხელფასის გაზრდის დაუყონებლივ მოთხოვნაზე, რათა მიყვნენ სამომხარებლო ფასებს. ინფლაციის ამ თეორიაში, ხელფასების გაზრდა ინფლაციისთვის „ნავთის ცეცხლზე დასხმის“ ტოლფასია. კოლექტიური მოლაპარაკების წამოწყების შემთხვევაში, ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება საინფლაციო მოლოდინებთან, რომელიც უფრო გაიზრდება ინფლაციის ზრდასთან ერთად, რაც გამოიწვევს სახელფასო სპირალის შექმნას. ერთი სიტყვით, ინფლაცია ბადებს ინფლაციურ მოლოდინებს, რაც ინფლაციას უფრო ზრდის. ტეზავრირება ანუ ფულის შეგროვება სახლში ბანკში შეტანის სანაცვლოდ ხალხი ყიდულობს გამძლე ან არახრწნად ფართო მოხმარების საგნებსა და ნივთებს, როგორც სიმდიდრის მარაგს, რათა აიცილონ მოსალოდნელი საფრთხეები ფულის შესყიდვის ძალის გაუფასურებისას, ისინი ქმნიან დეფიციტს მომარაგებულ ნივთებზე.

  • ჰიპერინფლაცია

ინფლაციის მეტისმეტად ზრდამ შესაძლოა ხალხი იძულებული გახადოს სერიოზულად შეზღუდოს ვალუტის გამოყენება, რაც უფრო აჩქარებს ინფლაციის ტემპის ზრდას, მაღალი და მზარდი ინფლაციის ტემპი აბრკოლებს ეკონომიკის ნორმალურად მუშაობას და ზიანს აყენებს საქონლით მომარაგების უნარს. ჰიპერინფლაციას შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის ვალუტის გამოყენების მიტოვება. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეამ ეროვნულ ვალუტად საგარეო ვალუტა მიიღო (დოლარიზაცია).

  • რესურსების განაწილების არაეფექტურობა

მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილება საქონლის მიწოდებისას გამოიწვევს შედარებითი ფასის ცვლილებას, რაც მყიდველებსა და გამყიდველებს გააფრთხილებს რესურსების თავიდან განაწილების შესახებ, რომელიც მორგებული იქნება ახალი ბაზრის პირობებზე. მაგრამ როდესაც ფასები ინფლაციისას მუდმივად იცვლება, ამიტომ ძნელია უტყუარი შედარებითი ფასების განსხვავება იმ ფასებისგან,რომლებიც ინფლაციის შედეგად შეიცვალა,რაზეც აგენტები სწრაფად ვერ რეაგირებენ. საბოლოო შედეგი კი რესურსების არაფექტური განაწილებაა.

  • მენიუს ფასები

დიდი ინფლაციისას, ფირმებმა თავიანთი ფასები ხშირად უნდა შეცვალონ, რათა მიყვნენ ეკონომიკური მასშტაბების ცვლილებას. მაგრამ ხშირად ფასების ცვილელება ძვირიანი მოქმედებაა, რადგან საჭიროა ახალი მენიუს დამზადება და რაც მთავარია დამატებითი დრო და ძალისხმევაა საჭირო ამ ყველაფრის შესასრულებლად.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

თარგი:Link GA