საფრანგეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: bat-smg:Prancozėjė, lij:Fransa, ug:فرانسىيە
რობოტი დამატება: wuu:法国
ხაზი 270: ხაზი 270:
[[wa:France]]
[[wa:France]]
[[war:Fransya]]
[[war:Fransya]]
[[wuu:法国]]
[[yi:פראנקרייך]]
[[yi:פראנקרייך]]
[[zh:法国]]
[[zh:法国]]

22:17, 6 აგვისტო 2007-ის ვერსია

საფრანგეთი

საფრანგეთის დროშა
საფრანგეთის გერბი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის გერბი
დევიზი: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა
(Liberté, Égalité, Fraternité)
Location of France
Location of France
სახელმწიფო ენა ფრანგული
დედაქალაქი პარიზი
პრეზიდენტი ჟაკ შირაკი
პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი
ფართობი
 - ხმელეთი
 - ზღვა
სიდიდით 47-ე
551,695 კვ.კმ
0,26%
მოსახლეობა
- რაოდენობა
- სიმჭიდროვე
სიდიდით 20-ე
60,560,000
111/კმ²
ვალუტა ევრო (EUR)
დროის ზონა დზკ +1 (ზდ +2)
სახელმწიფო ჰიმნი მარსელიოზა
ინტერნეტის დომენი .fr
სატელეფონო კოდი 33


სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად - საფრანგეთის რესპუბლიკა; ფრანგულად - France; République française.
  • ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა “ფრანკი” თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. საფრანგეთის სახელები სხვა ენებზე: Gallia (ბერძნული), Francogallia (ლათინური), Fagguo (ჩინური), Ranska (ფინური), Tsarf (ებრაული), Valland (ძველნორვეგიული), Bro-C'hall (ბრეტონული), Perancis (ინდონეზიური).
  • ქვეყნის კოდი - FR.

გეოგრაფია

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ანდორა, ესპანეთი.

  • ფართობი - 551.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 3,010 კმ; სახმელეთო - 2,250 კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - აკვიტანიის აუზი, არმორიკის მასივი (ბრეტანი), კოტანტინის ნახევარკუნძული (ნორმანდია), პარიზის აუზი, ხმელთაშუაზღვის დაბლობი, ცენტრალური მასივი, რონა-საონის ველი, პირენეები, ალპები და ჟურა, ელზასი და ლოტარინგია. მთიანი რეგიონები - ალპები, პირენეები, ჟურა, არდენები, ვოგეზები. უმაღლესი მწვერვალი - მონბლანი 4.807 მ; მდინარეები (კმ) - გარონა 650, ლუარა 1.020, მარნა, რაინი, რონა 548 (სულ 812), საონი, სენა 776; ტბები (კვ.კმ) - ჟენევის 234 (სულ 581), ეტან-დე-ბერი 155, ანესი; კუნძულები (კვ.კმ) - კორსიკა 8.680, ილ-დ-ოლერონი 174; კლიმატი - კონტინენტური, ოკეანური.
  • ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, რკინის მადანი, ბოქსიტები, თუთია, საშენი ხე-ტყე, თევზი.


სახელმწიფო

  • პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა. საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც დაამხო მონარქიული მმართველობა და გამოაცხადა რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ჟაკ შირაკი (Jacques Chirac, 1995-დან). საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის პრეზიდენტები იყვნენ აგრეთვე: შარლ დე გოლი (1959-69), ჟორჟ პომპიდუ (1969-74), ვალერი ჟისკარ დ'ესტენი (1974-81), ფრანსუა მიტერანი (1981-95).
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი Dominique de Villepin (2005).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება ეროვნულ კრებისა (577 წევრი) და სენატისაგან (321 წევრი).
  • პარტიები – სოციალისტური პარტია (ხელმ. ფ.ოლანდი), გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად (ფ.სეგენი), დემოკრატიის კავშირი (ფ.ლეოტარი).
  • სიმბოლოები: ჰიმნი - მარსელიეზა, მიღებულ იქნა 1792 წელს (ავტორი კ. რუჟე დე ლილი); დევიზი - "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" (Liberté, Égalité, Fraternité); ეროვნული ემბლემა - შროშანი (Fleur-de-lis); დროშა - ტრიკოლორი სამი ვერტიკალური ზოლით (ლურჯი, თეთრი, წითელი).

ადმინისტრაციული დაყოფა

საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია იყოფა 95 დეპარტამენტად (departament), რომლებიც 22 ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში არიან გაერთიანებული, მათ შორის კორსიკას განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული. საფრანგეთის რეგიონებია: აკვიტანია, ბრეტანი, ბურგუნდია, ელზასი, ზემო ნორმანდია, კორსიკა, ლანგედოკი-რუსილონი, ლიმუზენი, ლორენი, ლუარის რეგიონი, ნორდ-პა-დე-კალე, ოვერნი, პარიზის რეგიონი, პიკარდია, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი, პუატუ-შარანტი, რონა-ალპები, სამხრეთი პირენეები, ფრანშ-კონტე, ქვემო ნორმანდია, შამპან-არდენი, ცენტრი.


დემოგრაფია

ეკონომიკა

საფრანგეთი მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით 1.542 მლრდ $) მას მსოფლიოში მე-4 ადგილი უკავია აშშ-ს, იაპონიის და გერმანიის შემდეგ.

  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 28, მომსახურება 69;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 26.300 $.
  • ექსპორტი - ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მანქანათმშენებლობის ნაწარმო, ქიმიკატები. საფრანგეთი რჩება უდიდეს ტურისტულ სახელმწიფოდ.
  • ბიუჯეტი - 286,000 მლნ $.
  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ფრანგული ფრანკი.
  • უდიდესი კომპანიები – ალკატელი, ფრანს-ტელეკომი, კრისტიან დიორი, დანონი, მიშლენი, აქსა, რენო, სიტროენი, ერ-ფრანსი, პეჟო, შნაიდერი.
  • უდიდესი ბანკები - კრედი აგრიკოლ, ბანკ ნასიონალ დე პარი, სოსიეტე ჟენერალი, კომპანი ფინანსიე პარიბა, კრედი ლიონე.

მემკვიდრეობა

მონ-სენ მიშელი და მისი ყურე, ვერსალის სასახლე და პარკი, ფონტენბლოს სასახლე და პარკი, ამიენის და შარტრის საკათედრო ტაძრები, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკი, სენის სანაპიროები, ავინიონის და ლიონის ისტორიული ცენტრები; ფორტიფიცირებული ქალაქი კარკასონი; ლუარის ველები; ფრანგული ეპოსი - სიმღერა როლანდზე (XI ს.).

ისტორია

მე-19 საუკუნის განმავლობაში საფრანგეთმა უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო აფრიკასა და აზიაში, მაგრამ საუკუნეთა მიჯნაზე გერმანიასთან წარმოებულმა ომებმა ძლიერ დაასუსტა მისი კოლონიური იმპერია. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გენერალმა შარლ დე გოლმა შესძლო მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენა. დღეს სწორედ საფრანგეთ-გერმანიის აქტიური თანამშრომლობა განაპირობებს ევროპაში ინტეგრაციული პროცესების წარმართვას.



თარგი:Link FA ru-sib:Францыя