ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==


* [http://www.amsi.ge/istoria/pi/merCule6.pdf პავლე ინგოროყვა: ისტორიული ჭეშმარიტების დამახინჯება საქართველოს სამხრეთი მხარეების (მესხეთისა და სამხრეთ ქართლის) ისტორიის საკითხებში ]


რუსების ინტერესში ქართლის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური განვითარების პროგრესი შეწყდა. შენელდა მშენებლობებო,ხალს ჩამოერთვათ უფელებები რაც ქვეყანაში უნდა გამოეყენებინათ.ასევე იყო ციმბირში თავად აზნაურების გადასახლების უამრავი ფაქტი სადაც ისინი მონებდ მუშაობდნენ სასჯელს რომ იხდიდნე და ქვეყანაში უკან დასაბრუნებლად რო ემზადებოდნენ იმავე ღამეს რუსები შედიოდნენ სამეფოს ბრძანებით და ხოცავდნენ მათ
{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]

16:33, 26 ნოემბერი 2014-ის ვერსია

ტერმინს „ქართლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქართლი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქართლი (Cardueli) მე-18 საუკუნეში. ფრაგმენტი ჟან კლუეს რუკიდან, 1767

ქართლი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი — ქართლოსი. მთა „ქართლი“ იქცა ქალაქ „ქართლად“ (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა „დიდი ქართლი“, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.

ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:

  1. ზემო ქართლი - მხარე მტკვრის ზემო დინებაზე. მასში შედიოდა ტაო, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი, თორი. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის “მესხეთს”.
  2. შიდა ქართლი - მხარე მტკვრის შუა დინებაზე, ცენტრით ქალაქ გორში. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
  3. ქვემო ქართლი - მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე, ცენტრით ქალაქ რუსთავში. იგი მოიცავს ისტორიულ მხარეებს: სკვირეთი, თრიალეთი, სომხითი, საბარათიანო, დბანისხევი და სხვა.

ქართლის ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან ქართლის (იბერიის) სამეფოში შედიოდა, რომლის დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ინკორპორირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.

დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.

რესურსები ინტერნეტში

რუსების ინტერესში ქართლის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური განვითარების პროგრესი შეწყდა. შენელდა მშენებლობებო,ხალს ჩამოერთვათ უფელებები რაც ქვეყანაში უნდა გამოეყენებინათ.ასევე იყო ციმბირში თავად აზნაურების გადასახლების უამრავი ფაქტი სადაც ისინი მონებდ მუშაობდნენ სასჯელს რომ იხდიდნე და ქვეყანაში უკან დასაბრუნებლად რო ემზადებოდნენ იმავე ღამეს რუსები შედიოდნენ სამეფოს ბრძანებით და ხოცავდნენ მათ