ტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა SHOTHA გვერდი „ტეტი“ გადაიტანა გვერდზე „ტეტე“ გადამისამართებაზე
 
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ტეტი''', ''ტეტი III ან ატოტი III'' — [[ძველი ეგვიპტე|ძველი ეგვიპტის]] ფარაონი, რომელიც მართავდა დაახლოებით [[ძვ. წ. 2347]]-[[ძვ. წ. 2337|2337]] წლებში, იგი იყო [[ეგვიპტის მეექვსე დინასტია|VI დინასტიის]] პირველი ფარაონი.
#გადამისამართება [[ტეტე]]

== ბიოგრაფია ==
ტეტის ჰყავდა შვილები იპუტისგან – ვაჟი [[პეპი I]] და მეორე ცოლის ანხნესმერირისაგან – [[პეპი II]]. პეპი II ცოლად შეირთო ნეინი და მართავდა 94 წელი.

ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ტეტის ცოლი იპუტი იყო წინა V დინასტიის უკანასკნელი ფარაონის [[უნისი]]ს ქალიშილი. თუ ასეა, ეს კავშირი ძველი სამეფო ხაზით უზრუნველყოფდა მის მემკვიდრეობით ხელისუფლების გადაცემაში უნისიდან ტეტიმდე. თუმცა მათი ნათესაური კავშირი საეჭვოა. უნისის, როგორც ჩანს მემკვიდრე არ ჰყავდა, რასაც მოჰყვა პოლიტიკური არასტაბილურობის მოკლე პერიოდი, რამაც შესაძლოა დაანგრია ქვეყანა. ტეტი, როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში შეძლო არეულობის მოწესრიგება, რამაც განაპირობა მისი სახელი „ორი მიწის დამზავებელი (ანუ ქვემო და ზემო ეგვიპტის)’’. ეს სახელი ხშირად იყო ინტერპრიტირებული როგორც ნიშანი იმისა, რომ ტეტიმ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა, რომელიც V დინასტიის ბოლოს იყო გაყოფილი. მეორე მხრივ „ორი მიწის დაზავება“ იყო ფარაონების ერთ-ერთი მოვალეობა, ასე რომ ამ ტიტულს, შესაძლოა ჰქონოდა სიმბოლური მნიშვნელობა.

[[მანეთონი]] განიხილავდა ტეტის, როგორც ახალ დინასტიის დამფუძნებელს. [[ტურინის პაპირუსი|ტურინის სამეფო პაპირუსი]] ხედავდა მასში, არა მხოლოდ ახალ დინასტიის დამფუძვნებელს, არამედ იწყებდა მისგან ეგვიპტური ცხოვრების ახალ ციკლს. გაურკვეველი მიზეზით ტეტის სახელი გამიჯნულია მომდევნო მეფეებისგან. ტეტის მმართველობის ზუსტი ხანგრძლივობა გაურკვეველია. ტურინის სიაში მისი მმართველობიდან შემოინახა თვეების და დღეების რაოდენობა (6 თვეა 21 დღე), მაგრამ სრულებით გაურკვეველია წლების რაოდენობა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელი ტეტი ამ სიაში არ იკითხება, იღება ფარაონების სახელების განლაგების საფუძველზე აბიდოსის და საკარის მეფეების სიაში. მანეთონმა მიაკუთვნა მმართველობის 30 წელი, თუმცა ეს თარიღი გადამეტებულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის შემდეგ საკმაოდ დიდი ხნიდ მანძილზე მართავდა მისი ვაჟი პეპი II. ტეტის დროს გრძელდებოდა სამეფო კარის დეცენტრალიზაცია, რომელსაც თან სდევდა ადგილობრივი დიდგვაროვნების გაძლიერება. ბევრმა მოხელემ დატოვა დიდი აკლდამები, რაც მოწმობდა მათი დამოკიდებულების ზრდაზე. ფარაონ მერერუკას მოხელეებმა ააგეს თავისთვის მასტაბა, რომელიც შედგებოდა 33 მდიდრულად მიწყობილ ოთახისაგან და რომელიც არის ეგვიპტის მაღალჩინოსნების ყველაზე დიდი და ცნობილი აკლდამები.

მანეთონის თანახმად ტეტი საკუთარმა მცველმა მოკლა. ზოგიერთმა მიაწერა ამ შეთქმულების ორგანიზაცია [[უსერკარა]]ს, რომელიც აბიდოსის მეფეების სიაში იყო მომდევნო ფარაონი. ყოველ შემთხვევაში ეგვიპტოლოგებს არ აქვთ ერთიანი ვერსია ტეტის სიკვდილის შესახებ.

ამ მეფის პირამიდა მდებარეობს საკარაში, ჯოსერის პირამიდის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. თავდაპირველად პირამიდას ჰქონდა კვადრატული საფუძველი 64X64 და აღწევდა 43 მ სიმაღლეს. ამჟამად ეს პირამიდა ძლიერ არის დაზიანებული და მისი ზომები ორჯერ არის შემცირებული. აკლდამის კედლები დაფარულია წარწერებით. პირამიდაში ნაპოვნია ასევე ნაცრისფერი სარკოფაგი ფარაონის სახელით. პირამიდას ყურადღება მიაქცია ჯერ პერინგმა [[1839]] წელს, მაგრამ შესასვლელი იყო გახსნილი მხოლოდ [[1881]] წელს ფრანგი ეგვიპტოლოგის [[გასტონ მასპერო]]ს მიერ. პირამიდას ოთახები იყო ხელმისაწვდომი მნახველთათვის [[1974]] წლიდან , როდესაც ეგვიპტური სიძველეების სამსახურმა ჩაატარა რესტავრაცია.

დაახლოებით 100 მეტრში ჩრდილოეთით აღმოჩენილია პატარა პირამიდის ნარჩენები, რომელიც ეკუთვნის მეფე უნისის ქალიშვილს - დედოფალი იპუტს, ტეტის მეუღლეს.

15:04, 25 ნოემბერი 2014-ის ვერსია

ტეტი, ტეტი III ან ატოტი IIIძველი ეგვიპტის ფარაონი, რომელიც მართავდა დაახლოებით ძვ. წ. 2347-2337 წლებში, იგი იყო VI დინასტიის პირველი ფარაონი.

ბიოგრაფია

ტეტის ჰყავდა შვილები იპუტისგან – ვაჟი პეპი I და მეორე ცოლის ანხნესმერირისაგან – პეპი II. პეპი II ცოლად შეირთო ნეინი და მართავდა 94 წელი.

ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ტეტის ცოლი იპუტი იყო წინა V დინასტიის უკანასკნელი ფარაონის უნისის ქალიშილი. თუ ასეა, ეს კავშირი ძველი სამეფო ხაზით უზრუნველყოფდა მის მემკვიდრეობით ხელისუფლების გადაცემაში უნისიდან ტეტიმდე. თუმცა მათი ნათესაური კავშირი საეჭვოა. უნისის, როგორც ჩანს მემკვიდრე არ ჰყავდა, რასაც მოჰყვა პოლიტიკური არასტაბილურობის მოკლე პერიოდი, რამაც შესაძლოა დაანგრია ქვეყანა. ტეტი, როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში შეძლო არეულობის მოწესრიგება, რამაც განაპირობა მისი სახელი „ორი მიწის დამზავებელი (ანუ ქვემო და ზემო ეგვიპტის)’’. ეს სახელი ხშირად იყო ინტერპრიტირებული როგორც ნიშანი იმისა, რომ ტეტიმ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა, რომელიც V დინასტიის ბოლოს იყო გაყოფილი. მეორე მხრივ „ორი მიწის დაზავება“ იყო ფარაონების ერთ-ერთი მოვალეობა, ასე რომ ამ ტიტულს, შესაძლოა ჰქონოდა სიმბოლური მნიშვნელობა.

მანეთონი განიხილავდა ტეტის, როგორც ახალ დინასტიის დამფუძნებელს. ტურინის სამეფო პაპირუსი ხედავდა მასში, არა მხოლოდ ახალ დინასტიის დამფუძვნებელს, არამედ იწყებდა მისგან ეგვიპტური ცხოვრების ახალ ციკლს. გაურკვეველი მიზეზით ტეტის სახელი გამიჯნულია მომდევნო მეფეებისგან. ტეტის მმართველობის ზუსტი ხანგრძლივობა გაურკვეველია. ტურინის სიაში მისი მმართველობიდან შემოინახა თვეების და დღეების რაოდენობა (6 თვეა 21 დღე), მაგრამ სრულებით გაურკვეველია წლების რაოდენობა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელი ტეტი ამ სიაში არ იკითხება, იღება ფარაონების სახელების განლაგების საფუძველზე აბიდოსის და საკარის მეფეების სიაში. მანეთონმა მიაკუთვნა მმართველობის 30 წელი, თუმცა ეს თარიღი გადამეტებულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის შემდეგ საკმაოდ დიდი ხნიდ მანძილზე მართავდა მისი ვაჟი პეპი II. ტეტის დროს გრძელდებოდა სამეფო კარის დეცენტრალიზაცია, რომელსაც თან სდევდა ადგილობრივი დიდგვაროვნების გაძლიერება. ბევრმა მოხელემ დატოვა დიდი აკლდამები, რაც მოწმობდა მათი დამოკიდებულების ზრდაზე. ფარაონ მერერუკას მოხელეებმა ააგეს თავისთვის მასტაბა, რომელიც შედგებოდა 33 მდიდრულად მიწყობილ ოთახისაგან და რომელიც არის ეგვიპტის მაღალჩინოსნების ყველაზე დიდი და ცნობილი აკლდამები.

მანეთონის თანახმად ტეტი საკუთარმა მცველმა მოკლა. ზოგიერთმა მიაწერა ამ შეთქმულების ორგანიზაცია უსერკარას, რომელიც აბიდოსის მეფეების სიაში იყო მომდევნო ფარაონი. ყოველ შემთხვევაში ეგვიპტოლოგებს არ აქვთ ერთიანი ვერსია ტეტის სიკვდილის შესახებ.

ამ მეფის პირამიდა მდებარეობს საკარაში, ჯოსერის პირამიდის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. თავდაპირველად პირამიდას ჰქონდა კვადრატული საფუძველი 64X64 და აღწევდა 43 მ სიმაღლეს. ამჟამად ეს პირამიდა ძლიერ არის დაზიანებული და მისი ზომები ორჯერ არის შემცირებული. აკლდამის კედლები დაფარულია წარწერებით. პირამიდაში ნაპოვნია ასევე ნაცრისფერი სარკოფაგი ფარაონის სახელით. პირამიდას ყურადღება მიაქცია ჯერ პერინგმა 1839 წელს, მაგრამ შესასვლელი იყო გახსნილი მხოლოდ 1881 წელს ფრანგი ეგვიპტოლოგის გასტონ მასპეროს მიერ. პირამიდას ოთახები იყო ხელმისაწვდომი მნახველთათვის 1974 წლიდან , როდესაც ეგვიპტური სიძველეების სამსახურმა ჩაატარა რესტავრაცია.

დაახლოებით 100 მეტრში ჩრდილოეთით აღმოჩენილია პატარა პირამიდის ნარჩენები, რომელიც ეკუთვნის მეფე უნისის ქალიშვილს - დედოფალი იპუტს, ტეტის მეუღლეს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტეტი&oldid=2781079“-დან