ცისკარი (ჟურნალი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა პუნქტუაცია
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
== სქოლიო ==
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}
* ]http://dspace.nplg.gov.ge/simple-search?query=%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98&sort_by=2&order=ASC&rpp=20&etal=0&start=0 ცისკარი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში]


[[კატეგორია:საქართველოს ჟურნალები]]
[[კატეგორია:საქართველოს ჟურნალები]]

11:27, 23 ნოემბერი 2014-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცისკარი.
ჟურნალის 1852 წლის გამოცემის გარეყდა.

ცისკარი — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 და 1857-1875 წლებში. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. „ცისკარმა“ ფართო საზოგადოებას გააცნო სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილი და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

1857 წელს ჟურნალის გამოცემა განაახლა ივანე კერესელიძემ, რომელიც 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა მას. ”ცისკარში” თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დანიელ ჭონქაძის, ლავრენტი არდაზიანის ნაწარმოებები. „მოლაყბის“ ფელეტონები და ანტონ ფურცელაძის წერილები, ჟურნალის ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს.

1957 წელს განახლებულ „ცისკარს“ სათავეში ჩაუდგა ცნობილი მწერალი ვახტანგ ჭელიძე. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ: კოსტანტინე ლორთქიფანიძე, ხუტა ბერულავა, ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, მორის ფოცხიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, იორამ ქემერტელაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, დავით მაღრაძე, 1992 წლიდან დღემდე „ცისკრის“ მთავარი რედაქტორია ზაურ კალანდია[1].

სქოლიო