კუთხე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
=== მახვილი კუთხე === |
=== მახვილი კუთხე === |
||
[[ფაილი:კუთხე-90.jpg|200პქ|მინი|მახვილი კუთხე]] |
[[ფაილი:კუთხე-90.jpg|200პქ|მინი|მახვილი კუთხე]] |
||
'''მახვილი |
'''მახვილი კუთხე''' ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90<sup>o</sup>-ზე და მეტია 0<sup>o</sup>-ზე. |
||
=== ბლაგვი კუთხე === |
=== ბლაგვი კუთხე === |
09:28, 9 ნოემბერი 2014-ის ვერსია
კუთხე —– გეომეტრიული ფიგურა, სიბრტყის ნაწილი, რომელიც მოქცეულია საერთო სათავის მქონე ორ განსხვავებულ სხივს შორის. საერთო სათავეს, საწყის წერტილს, რომლიდანაც ეს ორი სხივი იწყება, წვერო ეწოდება, ხოლო სხივებს – კუთხის გვერდები. კუთხე შეიძლება განლაგდეს (დაიხაზოს) სამ წერტილზე, რომელთაგან ერთი წვეროა, ხოლო დანარჩენი ორი კუთხის ორივე გვერდზე დევს. კუთხის აღსანიშნავად ხმარობენ ნიშანს „∠“. კუთხე, რომლის წვეროა A, ხოლო სხვადასხვა გვერდებზე დევს B და C წერტილები (იხ. სურათი), აღინიშნება ასე: ან ; მეორენაირი აღნიშვნის დროს, შუაში იწერება წვეროს აღმნიშვნელი ლათინური ასო. კუთხის სიდიდე გრადუსებით იზომება. ყოველ კუთხეს დადებითი გრადუსული ზომა აქვს. გრადუსული ზომების მიხედვით კუთხეებს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:
- მახვილი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90°-ზე და მეტია 0°-ზე.
- ბლაგვი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180°-ზე და მეტია 90°-ზე.
- მართი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 90°-ის.
- გაშლილი ეწოდება კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა 180°–ს უდრის.
კუთხეები
კუთხეები მიხედვით შეიძლება დაიყოს გრადუსული ზომების მიხედვით
მახვილი კუთხე
მახვილი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90o-ზე და მეტია 0o-ზე.
ბლაგვი კუთხე
ბლაგვი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180o-ზე და მეტია 90o-ზე.
მართი კუთხე
მართი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 90°-ის.
გაშლილი კუთხე
გაშლილი კუთხე ეწოდება კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა 180°ს უდრის.