ელექტრონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 176.221.160.15 ცვლილებების გაუქმება (№2771766)
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 1: ხაზი 1:
giorgi pircxalava
'''ელექტრონი '''— უარყოფითად დამუხტული [[ელემენტარული ნაწილაკები|ელემენტარული ნაწილაკი]].
ელექტრონის [[ელექტრული მუხტი]] e = 1,6 × 10 <sup>−19</sup> [[კულონი]]. ყველა დამუხტულ ნაწილაკს შორის ელექტრონი ყველაზე მსუბუქია. მისი [[მასა]] <math>m_e</math> = 9,1×10 <sup>−31</sup> კგ, რაც 1836 – ჯერ ნაკლებია [[პროტონი]]ს მასაზე. მისი [[სპინი]] 1/2 <math>\hbar</math>, ამიტომ იგი [[ფერმიონები|ფერმიონია]] და [[ფერმი – დირაკის სტატისტიკა]]ს ემორჩილება. ელექტრონის [[მაგნიტური მომენტი]] <math>{\mu_e} = \frac {e\hbar} {2m_ec} = {\mu_B} </math>, სადაც <math>{\mu_B}</math> არის [[ბორის მაგნეტონი]]. დღევანდელი წარმოდგენით, ელექტრონი სტაბილური ნაწილაკია. მისი არსებობის ხანგრძლივობა t > 2 × 10 <sup>22</sup> წელი.


is aris msoplioshi yvelaze didi banjgvliani traki
== აღმოჩენის ისტორია ==
[[ფაილი:Millikan.jpg|მინი|რობერტ მილიკენი]]
ელექტრონი – პირველი ექსპერიმენტულად დამზერილი ნაწილაკია. იგი [[1897]] წელს [[ტომსონი, ჯოზეფ|ჯ. ჯ. ტომსონმა]] აღმოაჩინა. მან დაამტკიცა, რომ გაიშვიათებულ აირებში ელექტრული განმუხტვისას წარმოქმნილი ე. წ. [[კათოდური სხივები]] უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების ნაკადს წარმოადგენენ. სახელწოდება "ელექტრონი" ჯ. სტონის (G. Stoney) ეკუთვნის. ეს სიტყვა ბერძნულად ქარვას აღნიშნავს. ელექტრულ და მაგნიტურ ველებში გადახრის მიხედვით დადგინდა, რომ ელექტრონის [[კუთრი მუხტი]] e/m დაახლოებით 1837 – ჯერ აღემატება პროტონის კუთრ მუხტს. ელექტრონის ელექტრული მუხტი პირველად [[1910]] წელს [[რობერტ მილიკენი|რობერტ მილიკენმა]] გაზომა.

== ელექტრონების როლი ==
ჩვენს გარშემო არსებული ნივთიერების აგებულებაში უდიდესი წვლილი ელექტრონებს ეკუთვნის, რამეთუ სწორედ ისინი ქმნიან ყველა [[ქიმიური ელემენტები|ქიმიური ელემენტის]] [[ელექტრონული გარსი|ელექტრონულ გარსს]]. ბირთვის ველში ელექტრონების მოძრაობის კვანტური თავისებურებანი ატომთა ელექტრონული გარსების ტიპურ ზომებს განსაზღვრავენ. ეს ზომები დამოკიდებულია ელექტრონის მასაზე და მუხტზე, და [[ბორის რადიუსი]]ს რიგისაა (<math> {\hbar^2\over m_ee^2}</math> = 5 × 10<sup>−11</sup> მ). ატომურ გარსებში ელექტრონების განთავსება და მათ მიერ ენერგეტიკული დონეების შევსება არსებითად მათი სპინის მნიშვნელობაზეა დამოკიდებული: [[პაულის პრინციპი]] ერთსა და იმავე მდგომარეობაში რამდენიმე ელექტრონის ყოფნას გამორიცხავს. ამის გამო ქიმიურ ელემენტთა თვისებები პერიოდულად მეორდება (იხ. [[ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა]]). ელექტრონის სპინთან დაკავშირებულია [[მყარი სხეული|მყარ სხეულთა]] ისეთი არატრივიალური თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, [[ფერომაგნეტიზმი]] ან [[ზეგამტარობა]]. ელექტრონი [[ლეპტონები]]ს კლასს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ [[სუსტი ურთიერთქმედება|სუსტ ურთიერთქმედებაში]] და [[ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება|ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებაში]] მონაწილეობს. ელექტრონის ურთიერთქმედებას [[ელექტრომაგნიტური ველი|ელექტრომაგნიტურ ველთან]] [[კვანტური ელექტროდინამიკა]] აღწერს. ამ თეორიის ფარგლებში მიღებული [[დირაკის განტოლება|დირაკის განტოლებიდან]] ელექტრონის [[ანტინაწილაკი]]ს – [[პოზიტრონი]]ს არსებობა გამომდინარეობს. კვანტურ ელექტროდინამიკაში იგულისხმება, რომ ელექტრონი წერტილოვანია. ამ დაშვებას არც ერთი ცდა არ ეწინააღმდეგება. ფიზიკურად ეს ნიშნავს, რომ მისი ზომა 10 <sup>−18</sup> მ–ზე ნაკლებია. თუ ნაწილაკის [[ენერგია]] [[მასათა ცენტრი]]ს სისტემაში (იხ.[[ათვლის სისტემა]]) 100 GeV (იხ. [[ელექტრონვოლტი]]) არ აღემატება, მაშინ იგი ოთხფერმიონული თეორიით აღიწერება; თუ იმავე სისტემაში ელექტრონის ენერგია აღნიშნულ ზღვარს აჭარბებს, მაშინ ნაწილაკი [[ელექტროსუსტი ურთიერთქმედება|ელექტროსუსტი ურთიერთქმედების]] თეორიით აღიწერება. სუსტი ურთიერთქმედების განხილვის დროს შემოღებულ იქნა დამატებითი სიდიდე – [[ლეპტონური მუხტი]]. თანამედროვე ცდას სიზუსტის ფარგლებში ელექტრონული ლეპტონური რიცხვი ინახება. ამ სიდიდის შენახვის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ელექტრონური ლეპტონური რიცხვის შენახვის კანონი არამკაცრია.

== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category|Electrons}}
* {{cite web
| title = The Discovery of the Electron
| url = http://www.aip.org/history/electron/
| publisher = American Institute of Physics, Center for History of Physics
}}
* {{cite web
| title = Particle Data Group
| url = http://pdg.lbl.gov/
| publisher = University of California
}}
* {{cite book
| last = Bock | first = R.K.
| last2 = Vasilescu | first2 = A.
| year = 1998
| title = The Particle Detector BriefBook
| url = http://physics.web.cern.ch/Physics/ParticleDetector/BriefBook/
| edition = 14th
| publisher = Springer
| isbn = 3-540-64120-3
}}

[[კატეგორია:ფიზიკა]]
[[კატეგორია:ელექტროდინამიკა]]
[[კატეგორია:ელექტროსტატიკა]]
[[კატეგორია:ელემენტარული ნაწილაკები]]

{{Link FA|ar}}
{{Link FA|ca}}
{{Link FA|en}}
{{Link FA|fr}}
{{Link GA|id}}
{{Link GA|zh}}
[[ml:ഇലക്ട്രോണ്‍]]

16:04, 3 ნოემბერი 2014-ის ვერსია

giorgi pircxalava

is aris msoplioshi yvelaze didi banjgvliani traki